ფრიდონ ინჯია – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ექნება ბრძოლა არა ოპოზიციასთან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ სუბიექტებთან

📍 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ექნება ბრძოლა არა ოპოზიციასთან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ სუბიექტებთან;

📍 არა თავისუფალ ვაჭრობას, არა უვიზო მიმოსვლას, არა პირდაპირ ფრენებს, არა პირდაპირ ინვესტიციებს. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა მეგობარი სახელმწიფოს და სტრატეგიული პარტნიორის სახელით სქართველოში ახორციელებს;

📍 ჩვენ უნდა გვესმოდეს და ეს ცალსახაა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებაში აქვს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები;

🔷 ამის შესახებ საპარლმენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პოლიტიკური დებატების“ ფორმატში განაცხადა.

🔷 „თუ ვინმე ამ დარბაზში ან საერთოდ მომცემს განმარტებას და მეტყვის რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი, ამაზე პასუხი ნამდვილად საინტერესო იქნება.

🔷 არა თავისუფალ ვაჭრობას, არა უვიზო მიმოსვლას, არა პირდაპირ ფრენებს, არა პირდაპირ ინვესტიციებს. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა მეგობარი სახელმწიფოს და სტრატეგიული პარტნიორის სახელით საქართველოში ახორციელებს.

🔷 ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება და ვიზის მიღება ერთგვარი დასჯის მექანიზმად იქცა ჩვენი ქვეყნის გარკვეული მოქალაქეებისთვის. კერძოდ, აშშ-ს ადმინისტრაციის ოფიციალური გადაწყვტილებით მოხდა საქართველოში მოსამართლეების დასჯა, რაც მათთვის „მოქმედი ვიზების გაუქმებაში გამოიხატა მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო“.

🔷 აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლების შეკითხვა აშშ-ს მიმართ, თუ რა კონკრეტული მიზეზით მოხდა მოქმედი მოსამართლეების ამ სახით დასანქცირება, ეს კითხვა სრულად იგნორირებულია მათი მხრიდან.

🔷 ამავდროულად კი, სასჯელ მისჯილ საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ს საელჩო თავისუფლად აძლევს ვიზას და ქვეყანაში შესვლის უფლებას. გარდა ამისა, მათ ასევე, ეძლევათ საშუალება შეიძინონ უძრავი ქონება და აშშ ამ შემთხვევაში არ ინტერესდება ფულის წარმოშობის წყაროთი.“- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა თავის გამოსვლაში ასევე, ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ორმაგი სტანდარტით მოქმედებაზე სხვადასხვა კანონებთან მიმართებაში.

🔷 „საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ათეული მილიონობით ფინანსდებიან, რომლებიც ყველა მეთოდით ებრძვიან სახელმწიფოს. ამ დროს კი, დასავლეთი მათ იცავს და აგულიანებს კიდეც.

🔷 სანამ უნდა ვეფეროთ და გულში მჯიღი ვიკრათ, ვიძახოთ, სადღეგრძელოებში მოვიხსენიოთ ამერიკა როგორც მეგობარი ქვეყანა და უფრო მეტიც, როგორც სტრატეგიული პარტნიორი.

🔷 მოდის არჩევნები და ჩვენ სულ ვსაუბრობთ გამჭვირვალეობის აუცილებლობაზე. არის კითხვები თუ საიდან მოდის ეს მილიონები. ეს ის 88 მილიონი არ არის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოიყო და რომელსაც იღებენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები?!

🔷 მმართველი პარტია ისე არ ახსენებს ამერიკას, რომ არ დასძინოს მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორი და ამ დროს, არჩევნებზე ქართულ ოცნებას და მმართველ პარტიას ექნება ბრძოლა არა ოპოზიციასთან, არამედ აშშ-ს მიერ დაფინანსებულ სუბიექტებთან.

🔷 ჩვენ უნდა გვესმოდეს და ეს ცალსახაა, რომ ამერიკას საქართველოსთან მიმართებაში აქვს თავისი ინტერესები და ეს არის მისი გეოპოლიტიკური ინტერესი და ისიც ნათელია პირველ რიგში, თუ რომელი ქვეყნის წინააღმდეგ არის ეს მიმართული. დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია და ეს ყველამ კარგად ვიცით.

🔷 აქედან გამომდინარე, ეს ვითარება უნდა გავითვალისწინოთ და ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი და სანამ ჩვენ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ, ძალიან ძნელი იქნება მოსახლეობასთან საუბარი.

🔷 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადების დასაწყისში შეუერთდა კოლეგა დეპუტატების მილოცვებს საქართველოს ნაკრების გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან დაკავშირებით.

Laisser un commentaire

Votre adresse email ne sera pas publiée.

Vous pouvez utiliser ces balises et attributs <abbr title="Langage Signalétique Hyper Text">HTML : <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*