Archives mensuelles : AMfévrier

En raison des dangers d'une guerre nucléaire, j'appelle le gouvernement à élaborer un plan d'État spécial qui assurera la protection de nos citoyens - Fridon Injia

📍 En raison des dangers d'une guerre nucléaire, j'appelle le gouvernement à élaborer un plan d'État spécial qui assurera la protection de nos citoyens - Fridon Injia

🔶 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მოუწოდებს ხელისუფლებას შეიმუშაოს სპეციალური სახელმწიფო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მოქალაქეების დაცვას, რადგანაც დღეს მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპულ ნაწილში, არის უმძიმესი მდგომარეობა.

🔶 „მსოფლიოში დღეს საშიში ვითარებაა. განსაკუთრებით უმძიმესი მდგომარეობაა ევროპულ ნაწილში და ეს ვითარება ყოველდღიურად რთულდება. ბირთვული ომი გამორიცხული არ არის და ძალიან ახლოს არის მსოფლიო ამ საფრთხესთან და ყოველდღე მივდივართ აქეთკენ. ამიტომ, ვსარგებლობ შემთხევით და მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ის იყოს ყველანაირად მზად გართულებებისთვის. მე მიმაჩნია, რომ ამისთვის უნდა გაკეთდეს სპეციალური გეგმა და ეს გეგმა უნდა შეიქმნას დაუყონებლივ, სადაც კონკრეტულად იქნება ასახული თითოეული სამინისტროს, თუ მინისტრის მოვალეობები. კერძოდ, კონკრეტულად ვინ რაზეა პასუხისმგებელი. არავითარი კოლექტიური პასუხისმგებლობა. ჩემთვის პირადად მიუღებელია კოლექტიური პასუხისმგებლობა. თითოეულმა მინისტრმა თავისი სფერო პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს.

🔶 პირველ რიგში აქ მნიშვნელოვანია ენერგეტიკა, რომ ქვეყანა არ დარჩეს ენერგიის გარეშე. ასევე მნიშვნელოვანია, გაზმომარაგება, თუ სასურსათო პროდუქტების მარაგი. ეს აუცილებლად გასაკეთებელია იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ რა ვითარებაც არის დღეს შექმნილი მსოფლიოში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის პასიურობაზე პოლიტიკურ საკითხებში და აღნიშნა, რომ იქ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მინდობილია საკუთარ ხელისუფლებას.

🔶 „უნდა გითხრათ ერთი რამ, ევროპის ქვეყნების მოსახლეობა ისეთივე პოლიტიზირებული არ არის, როგორც ეს საქართველოშია, სადაც ყოველი მეორე დაინტერესებულია პოლიტიკით. ევროპის ქვეყნების მოსახლეობა ძირითადად მინდობილია თავის ხელისუფლებაზე და დღეს ამ ხელისუფლებებში არიან ისეთი მეთაურები, რომელთა მოღვაწეობა ძალიან ექსტრემისტულად შეიძლება შეფასდეს. გინდაც ავიღოთ კუბილიუსის (ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი) მაგალითი, მას რომ ჰქონდეს მეტი ძალა დღეს, იგი ხვალ აუცილებლად გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.

🔶 ამიტომ, ჩვენს ხელისუფლებას ასეთი გეგმა უკვე უნდა ჰქონდეს გაკეთებული, სადაც გაწერილი იქნება, მთავრობის ყველა წევრის მოქმედება პირველივე წუთებიდან, როგორც კი ეს მოხდება. ეს სჭირდება ჩემს ქვეყანას იმისთვის, რომ გადარჩეს“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 მისი განცხადებით, აქ არ არის საუბარი ქვეყნის ეკონომიკის ორნიშნა ზრდაზე, აქ საუბარია ქვეყნის ფიზიკურ გადარჩენაზე, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით.

🔶 „სამწუხაროდ, მსოფლიოში ბირთვული ომის საშიშროება ყოველდღიურად მატულობს. ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა სიტუაციის დასტაბილურებისკენ. საუბარი არ ყოფილა მოლაპარაკებებზე, ან სამშვიდობო ინიციატივებზე. პირიქით, მეტი და მეტი სიცოცხლე ეწირება ყოველდღიურად ამ პროცესებს. ხელისუფლებამ უნდა აიღოს მეტი უფლებები, მაგალითად, სოციალურ ნაწილში.

🔶 მისასალმებელია ის, რაც გაკეთდა წამლებზე. იგივე შეიძლება ითქვას, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებთან დაკავშირებით. მხედველობაში მაქვს, ხუდონ ჰესის ხელშეკრულება, ანაკლიის პორტი. ეს გვაძლევს ჩვენ ძალას გადარჩენისათვის.

🔶 თუ ჩვენ ყველაფერი გავყიდეთ და სახელწიფოს მართვაში არ დარჩება არც ერთი ობიექტი, ასეთი სახელმწიფო ვერ იარსებებს და ასეთ დროს ყოველთვის მეტი იქნება უცხოეთიდან ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე. ხოლო, როცა სახელწიფო თავის სიმაღლეზე დადგება და ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე იმოქმედებს ნებისმიერ სფეროში, ასეთი სახელმწიფო იქნება ძლიერი.

ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ სახელწიფომ თავის თავზე აიღოს ფასების კონტროლი და ფასების რენტაბელობა კერძო კომპანიებისთვის უნდა დაწესდეს 20-30%-ის ფარგლებში, სხვაგვარად, ხელფასისა და პენსიის მატება აზრს კარგავს.

🔶 ამიტომ, ფასებზე კონტროლი, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ხელისუფლებისთვის. ეს იქნება საწვავი, ენერგო მომარაგება, გაზმომარაგება თუ საკვები პროდუქტებთან დაკავშირებით.

🔶 ასევე, მნიშვნელოვანია ხელისუფლების პოლიტიკა სტრატეგიულ ობიექტებთან მიმართებაში. ის, რაც გაყიდულია, უნდა მოხდეს მისი გამოსყიდვა და ის უნდა გადავიდეს სახელმწიფოს საკუთრებაში“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔶 რამდენად ზრდის საქართველოს პოლიტიკურ უსაფრთხოებას ენერგო პროექტებში მონაწილეობის მიღება და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პოლიტიკური ნიშა, რასაც შუა დერეფანი ეწოდება? არის თუ არა ეს საკითხი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი ფაქტორი?

🔶 ამ კითხვაზე ფრიდონ ინჯიამ უპასუხა, რომ სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პროექტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის შუა დერეფნის პროექტი, რომელიც ჩინეთს, აზიის ქვეყნებს სჭირდება ევროპასთან დასაკავშირებლად და ზოგადად, ევროპას სჭირდება ის ენერგო რესურსები, რაც აზიაში არის. ამიტომ, ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს და ყველაფერი გააკეთოს შუა დერეფნის პროექტის რეალურად განსახორციელებლად“.

🔶 რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, ეს შეიძლება იყოს კომპლექსური პროექტი, რაც მსჯელობას საჭიროებს და მე მაინც სკეპტიკურად ვუყურებ ამ საკითხს, რადგანაც ანაკლიის პროექტის ამუშავება დაკავშირებულია რკინიგზასთან, იმ ტვირთებზე და ქვეყნებზე, რომლებმაც უნდა დატვირთონ ტვირთი. ეს იქნება ყაზახეთი, თურქმენეთი, თუ ჩინეთი. ამ სამი ქვეყნის მონაწილეობის გარეშე კი, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის 51%-ი სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს და პრინციპში, ხელისუფლების მხრიდან ასეც დაანონსდა და ეს მისასალმებელია“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 „ვფიქრობ, ამ ენერგო პროექტების გათვალისწინებით, ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ დაინტერესება გაიზრდება. თუმცა, არიან ქვეყნები, რომლებიც შეიძლება ამის წინააღმდეგ წავიდნენ, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მომგებიანია და გადარჩენის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 „კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდეთ ჩემს ინიციატივას, სადაც ყურადღება გავამახვილე ჯაშუშებზე და მოღალატეებზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ზოგ შემთხვევაში ამბობენ, რომ თუ ჩვენ ვითანამშრომლებთ დასავლეთის სპეც სამსახურებთან, ეს მისაღებია, ხოლო ჩრდილოეთის ქვეყნებთან, ეს თანამშრომლობა მისაღები არ არის.

🔶 ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერსებზე მუშაობს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება დასვლეთის ქვეყანა, თუ ჩრდილოეთის. ორივე ჩემი ქვეყნის მტერია. ამიტომ, თუ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა და ნათლად გამოჩნდება. იმიტომ, რომ ის, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, ეს არი იყო ერთი დღის შემოქმედება.

🔶 ვფიქრობ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი იყო დიდი ხნის დაგეგმილი. და რა უძღოდა, და ვინ იყო ამის შემსრულებელი? ესენი იყვნენ ქვეყნის მოღალატეები, ჩანერგილები და რა თქმა უნდა პირველ რიგში თავიანთი ინტერსებიდან გამომდინარე.

🔶 მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა მოხდა შეგნებულად და დაგეგმილად.

მე თითქმის 80%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო სამმხრივი შეთანხმება. კერძოდ, რუსეთის, დასავლეთისა და საქართველოს ხელისუფლებების შეთანხმება.

🔶 საქართველოს ხელისუფლების გარეშე ეს არ მოხდებოდა, დასავლეთის პასიურობის გარეშე ეს არ მოხდებოდა, და ეს არ მოხდებოდა რუსეთის იმ ქმედებების გარეშე, რაც მათ გააკეთეს საქართველოს ტერიტორიაზე, რისი შედეგიც სახეზეა.

🔶 აუცილებლად უნდა დადგინდეს, ვინ რა როლი ითამაშა ამ პროცესში. შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

Il existe un réel danger d'utilisation d'armes nucléaires et de confrontation directe entre la Russie et l'OTAN dans le monde - Fridon Injia

🔴 მსოფლიოში ბირთვული იარაღის გამოყენებისა და რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეჯახების რეალური საფრთხე არსებობს – ფრიდონ ინჯია

🔴 „მსოფლიოში ვითარება, განსაკუთრებით მის ევროპულ ნაწილში, ძალიან მძიმეა. არსებობს დიდი საფრთხე, და მდგომარეობა ეტაპობრივად კიდევ უფრო მძიმდება. უკვე იკვეთება ომის საფრთხე რუსეთსა და ნატო-ს შორის. დიდი საშიშროება არსებობს იმისა, რომ რუსეთსა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის პირდაპირი შეჯახება მოხდეს“.

🔸 ამის თაობაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია POS TV-ს პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

🔸 დეპუტატის თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ეტაპობრივად უფრო მეტად და მეტად ერთვება რუსეთთან ომში, რაც ბირთვულ საფრთხესაც მოიცავს.

🔸 „თუ პირველ ეტაპზე მიწოდებული იყო ქვემეხები, რომლებიც 70 კმ-ს ფარავენ, მერე გამოიყენეს 150 კმ-ის დაფარვის ქვემეხები. ამის შემდეგ საჭიროებამ მოითხოვა თანამედროვე ტანკების შეყვანა, ახლა კი საქმე უკვე ავიაციაზეა. ეს ისეთი რაღაცაა, რომ თითქმის გადადგმულია ნაბიჯი და საუბარია ბირთვულ ჭურვებზე. რას ვგულისხმობ – აეროდრომები, რომლებიც გინდაც F-16 -ს და სხვა თანამდეროვე, მე-5 თაობის თვითმფრინავებს სჭირდება, სპეციალურად აღჭურვილი აეროდრომებია. მეეჭვება, რომ ასეთი აეროდრომები უკრაინის ტერიტორიაზე იყოს, შესაბამისად, თუ ამ თვითმფრინავების გადაცემა მოხდა უკრაინისთვის, მათ უნდა იფრინონ ნატო-ს ქვეყნების აეროდრომებიდან. ეს კი უკვე ქმნის დიდ საშიშროებას იმისა, რომ პირდაპირი შეჯახება მოხდეს რუსეთსა და ნატო-ს წევრს სახელმწიფოებს შორის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

La résolution adoptée par le Parlement européen est une décision anti-géorgienne et le comble de l'injustice - Fridon Eng

🔻 La résolution adoptée par le Parlement européen est une décision anti-géorgienne et le comble de l'injustice - Fridon Eng

👉 უსამართლობის პიკი და ანტიქართული გადაწყვეტილება უწოდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ევროპის პარლამენტის მიერ 15 თებერვალს საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი განცხადებით, მიმართულია საქართველოს მთავარი მისწრაფებების, იდეალების საწინააღმდეგოდ და ამასთანავე, არის თვითონ ევროპის დისკრედიტაციაც.

🔶 „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიილტვის დასავლური ცივილიზაციის ძირითადი ფასეულობებისკენ. ეს არის დემოკრატია, სამართლიანობა, ახალი ტექნოლოგიები, მეზობლობა და ურთიერთთანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, საქართველოს დიდი სურვილი აქვს ქვეყანაში დაამკვიდროს ევროპული ღირებულებები.

🔶სამწუხაროა, რომ ამის მოლოდინში, საქართველოსთან მიმართებაში ევროპარლამენტარები ისეთ რეზოლუციას იღებენ, რომელიც ანტიქართულია, და ეს პირველი შემთხვევა არ არის. პირველი რეზოლუცია, რომელიც მიღებული იყო საქართველოსთან მიმართებაში დაახლოებით 10 თვის უკან, იმ დეპუტატებიდან დღეს ზოგი ციხეშია და ზოგთან მიმართებაში გამოძიება მიმდინარეობს, მათ მოხსნილი აქვთ სადეპუტატო იმუნიტეტი. აქედან გამომდინარე, არავინ იცის, კიდევ რამდენ ევროდეპუტატს მოუწევს მანდატის დატოვება.

🔶ასე, რომ ის გადაწყვტილება, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის მისწრაფებების იდეალების საწინააღმდეგო, არამედ თვითონ ევროპის დისკრედიტაციაც, რადგანაც ამას მარტო ქართული საზოგადოება არ უყურებს. ამას უყურებენ სხვა ქვეყნის საზოგადოებებიც, მათ შორის, ევროპის, და ხედავს იმას, რომ ეს არის უსამართლობის პიკი“.

🔶ყველასთვის ცნობილია, რომ სააკაშვილის ოჯახმა დადო ხელშეკრულება ერთ-ერთ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან, და ღიად არის ყველაფერი, თუ რისთვის გადაიხადა სააკაშვილის ოჯახმა საკმაოდ სოლიდური თანხა. მაგრამ ამასთან ერთად, აქ კიდევ არის წყალქვეშა დინებები, რომლებიც არ ჩანს… ესე იგი ევროპარლამენტის გარკვეული ჯგუფი ასრულებს იმ დავალებას, იმ მოთხოვნას, რასაც ლობისტებისგან ითხოვდა სააკაშვილის ოჯახი.

🔶საერთოდ, ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ევროკავშირს გაცილებით მეტი თავის ტკივილი აქვს ვიდრე სააკაშვილის პრობლემაა.

🔶ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქართველოს მოსახლეობას გული აუცრუვდეს ევროკავშირისკენ მისწრაფებაზე. ეს იქნება დიდი გულგატეხილობა.

🔶სამწუხაროდ, ერთგვარი ომი ჩვენთან უკვე დაწყებულია. ომი არ არის, როცა ყველა მხრიდან არის შემოტევა, რომ გინდა თუ არა უნდა გახსნა მეორე ფრონტი?

🔶ღმერთმა ქნას, ხელისუფლებამ გაუძლოს იმ სირთულეებს, რა სირთულეების წინაშეც იგი დღეს დგას.

🔶ეხლა რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეკომენდაციას, მე ვერ წარმომიდგენია, რას ნიშნავს რეკომენდაცია, ან მითითება, ეს ასე გააკეთეთ. ან ამ რეზოლუციამ ჩვენთან უნდა შეცვალოს მართლმსაჯულება? თუ დავალება მივცეთ პრეზიდენტს ამ საქმეზე ამნისტია გამოაცხადოს? თუ ამნისტიაა გამოსაცხადებელი, მარტო ერთ ადამიანზე ხომ არ მივიღებთ? საქართველოს ჰყავს ცხრა, თუ ათი ათასი მსჯავრდებული. თუ ამნისტიაა საჭირო, ის უნდა იყოს ყველასთვის. არის სასამართლო, რომელსაც ჩვენ ვენდობით. ყველა შეიძლება არ ენდობა, მაგრამ დღეს შედარებაა არ არის 10 წლის წინანდელ სასამართლოსა და დღევანდელს შორის.

🔶 ბიძინა ივანიშვილმა თავისი საქმე უკვე შეასრულა 2012 წელს და მას ხალხი დაუდგა გვერდში.

Enquêter sur tous les aspects de la guerre de 2008 et apporter des réponses aux questions sera une leçon pour les gouvernements suivants afin que la trahison ne se reproduise plus - Fridon Injia

🔴 2008 წლის ომის ყველა ასპექტის გამოძიება და კითხვებზე პასუხების გაცემა იქნება გაკვეთილი შემდგომი ხელისუფლებებისთვისაც, რომ ღალატი აღარ განმეორდეს – ფრიდონ ინჯია

🔴 2008 წლის აგვისტოს ომის ყველა ასპექტის გამოძიება საჭიროა საქართველოს მომავალი ისტორიისთვის და საზოგადოებისთვის, როგორც მაგალითი იმისა, რომ მსგავსი შეცდომები, ან წინასწარ დაგეგმილი ღალატი აღარ განმეორდეს, და ეს იყოს გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისთვისაც.

🔶 ამის თაობაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია POS TV-ს გადაცემა „პოსტანალიტიკაში“ განაცხადა.

🔶 „ევროპელი სოციალისტები“ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამოვიდნენ ინიციატივით აგვისტოს ომთან დაკავშირებით საპროკურორო გამოძიების დაწყებისა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.
„ის ფაქტი, რომ დავკარგეთ საქართველოს ტერიტორიების 20%, შემთხვევითი არ არის, და ამაზე ხომ აგებს ვიღაც პასუხს? შემთხვევითი არ არის, რომ 1000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა, რომლებიც კოდორის ხეობაში იყვნენ, უბრძოლველად მიატოვეს ყველაფერი. ვიღაცამ ხომ გასცა ამის ბრძანება? კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ ხდებოდა კორექტირება ქვემეხებისა და თვითმფრინავების, თუ რა ობიექტები გაენადგურებინათ საქართველოს ტერიტორიაზე.
ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ერთი დღის შემოქმედება არ იყო. ეს იყო თვეების შემოქმედება, სადაც ყველაფერი იყო დაგეგმილი როგორც რუსეთის მხრიდან, ისე საქართველოს მხრიდან. მე მინდა პასუხი მივიღო! მე მინდა დადგინდეს ყველაფერი – ვინ, როგორ და რას აკეთებდა“, – ხაზგასმით აღნიშნა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 მან 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უნდა გაირკვეს, ვის რა როლი აქვს დოკუმენტის ამ ფორმით მიღებაში.
„პასუხი უნდა გაეცეს:
• როგორი იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი ხელშეკრულების პროექტი, როგორ იქნა იგი მიღებული, და ვის რა როლი აქვს ამაში;
• რა გამოიწვია ამ ხელშეკრულებამ;
• იყო თუ არა შესაძლებელი თავიდან აგვეცილებინა ტერიტორიების დაკარგვა, და რა იყო ამისთვის საჭირო
• რატომ მოხდა ასე, ხომ შეიძლებოდა სხვანაირად გადაწყვეტილიყო?“, – აღნიშნა ინჯიამ.

🔶 მოსახლეობის გათვითცნობიერების საჭიროებასა და ხელმოწერების შეგროვებაზე მან აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის გამოძიების აუცილებლობა დღეს უფრო აქტუალურად დგას, ვიდრე წელიწადნახევრის წინ, როდესაც „ევროპელი სოციალისტები“ ამ საკითხს პარლამენტის ტრიბუნიდან და სხვადასხვა მედიასაშუალებით მოითხოვდნენ, რადგან ხელისუფლება აქტიურად საუბრობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხის თაობაზე.

🔶 „14 წელი გავიდა, ბევრს ავიწყდება… პროკურატურაში ძალიან ბევრი საქმეა თაროზე შემოდებული, და ამაზე კონტროლი არ არის, ისინი ჩამოსაღებია, და კანონი უნდა კანონობდეს. კანონის უზენაესობის მაგალითი უნდა ვაჩვენოთ, თუნდაც ევროპას… კიდევ ვიმეორებ – 2008 წლის აგვისტოს მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს. მით უმეტეს ახლა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად აცხადებენ მეორე ფრონტის საშიშროებაზე. როდესაც მიდის დაჟინებული საუბარი, რომ საქართველომ მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს, ეს უკვე 2008 წლის გაგრძელებაა … გავავლოთ პარალელი იმ დროინდელ მოვლენებთან… საქართველოს ცენტრალური მაგისტრალიდან 150 მეტრში დგას რუსეთის ჯარი. წარმოგიდგენიათ, რა საშიშროების წინაშე ვართ? ყველა გაუაზრებელმა ქმედებამ შეიძლება საქართველოს მთლიანად დაკარგა გამოიწვიოს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ – 69 000 კმ2 იყო და დაგვრჩა 43 000 კმ2 . ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს, არ გვაქვს ტერიტორიები, რომ ასე თავისუფლად დავარიგოთ და მოვიშოროთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ და ხელისუფლებას მაქსიმალური სიფრთხილისკენ და სიმტკიცისკენ მოუწოდა.

Je pense que je serai capable de convaincre mes collègues que cette mesure sera prise pour mettre fin aux diverses opinions qui existent concernant la guerre de 2008, a déclaré Fridon Injia dans une interview avec Rustavi-2 TV

Le président du groupe politique "Socialistes européens" du Parlement de Géorgie, Fridon Injia, estime qu'il faut mettre un terme aux différents avis concernant la guerre d'août 2008, pour laquelle il est important de soutenir les parlementaires dans afin de créer une commission d'enquête temporaire.

"Je pense que je pourrai convaincre mes collègues que cette étape sera franchie pour mettre fin aux divergences d'opinions qui existent sur la guerre de 2008." - a déclaré Fridon Injia lors d'une interview avec la chaîne de télévision "Rustavi-2".

"Si nous avons le soutien d'1/3 des membres du parlement, c'est-à-dire le vote de 50 députés, alors une commission d'enquête temporaire sera créée, en tenant compte des règlements, et il sera déterminé les questions qui devraient être enquêté. » - a noté Fridon Injia.