Archives mensuelles : AMnovembre

ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადასაწყვეტად, რასაც ქვეყნის გაერთიანება ჰქვია, უალტერნატივო და აუცილებელია პირდაპირი დიალოგის დაწყება

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადასაწყვეტად, რასაც ქვეყნის გაერთიანება ჰქვია, უალტერნატივო და აუცილებელია პირდაპირი დიალოგის დაწყება.

🔷 ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პოლიტიკური დებატების“ ფორმატში განაცხადა.

🔷 „როგორც წესი, თამამად ვაცხადებ ჩემს ხედვას და ვფიქრობ, რომ საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი გაიზიარებს და თვითონ გააკეთებს დასკვნას, თუ რა არის უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის, ქართველების გადასარჩენად და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არსებობისთვის.

🔷 მე პირადად გამომიცდია, თუ რა დიდი ზეწოლაა ადამიანზე, რომელიც თავისი ქვეყნის წინსვლისთვის და კეთილდღეობისთვის დგამს ნაბიჯებს.

🔷 ახლა მინდა გაგახსენოთ, თუ როგორი იყო ვითარება 2008 წლამდე. ამ პერიოდამდე მე არ მახსოვს, რომ ადამიანებს იტაცებდნენ, ან ცეცხლს უხსნიდნენ ვინმეს.

🔷 წარმოგიდგენიათ, 2008 წლიდან რამდენი ჩვენი მოქალაქე დაიღუპა და რამდენს გაუხსნეს ცეცხლი.

🔷 ვინ მოიტანა ეს ყველაფერი? ვინ მოიტანა ეს მდგომარეობა. რაც ეხლა ხდება გამყოფ ზოლთან?
ვინ გაყო ხაზი?

🔷 ვინ გააუქმა ავტობუსების მოძრაობა თბილისი, ონი, ცხინვალის გავლით?

🔷 ვინ დააშორა საქართველოს ეს ძირძველი მიწები, მისი სოფლები, ქალაქები?

🔷 ვინ გადასცა შეიარაღება, ტექნიკა… სწორედ ამისთვის ჩვენ ვითხოვთ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

🔷 სამძიმარს ვუცხადებ როგორც თამაზ გინტურის ოჯახს, ისე მთლიანად საქართველოს თავისი შვილის დაღუპვასთან დაკავშირებით.

🔷 მოკლულ იქნა კაცი, რომელიც საყდარში სალოცავად შევიდა. როგორ და რა დროს ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავის მიწაზე უიარაღო კაცი საყდარში შევიდა სალოცავად და ნაცვლად იმისა, რომ ხანდაზმული ჩვენი მოქალაქე სახლამდე მიეცილებინათ, ის მოკლეს საოკუპაციო ძალებმა.

🔷 ამ შემთხვევაში რა მიმაჩნია სწორად? როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია, ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯები?

🔷 ჩვენ უნდა დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი. პირდაპირ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. 30 წელია ჩვენ რეზოლუციების, აღშფოთებების, მოწოდებების რეჟიმში ვართ და ნაბიჯი არ გადადგმულა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადასაწყვეტად, რასაც ქვეყნის გაერთიანება ჰქვია.

🔷 არ გავაკეთებთ ამას? არ დავიწყებთ პირდაპირ დიალოგს? მსგავსი შემთხვევები, ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ კიდევ შეიძლება მოხდეს. ვინ აგებს ამაზე პასუხს? კვლავ რეზოლუციებით და შეშფოთებებით გავაგრძელებთ ცხოვრებას?“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან მიმართებაში ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა.

🔷 „და ბოლოს, სამსახურეობრივი დანაშაულის კასკადი, რომელსაც სჩადის საქართველოს პრეზიდენტი… როდემდე უნდა გაგრძელდეს მისი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და შეურაცხყოფას აყენებს მსოფლიოში ყველა პარამეტრით და მაჩვენებლით ერთ-ერთი ზესახელმწიფოს პირველ პირს.

🔷 ვწუხვარ, და როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე ბოდიშს ვუხდი ჩინელ ხალხს, რადგანაც სი ძინპინი ჩინელი ხალხის რჩეულია“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯია იუსტიციის მინისტრს – საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პრობლემებზე

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლის ფრაგმენტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პრობლემებთან დაკავშირებით.

14.11.23

(Оригинал)Фридон Инджия представил Парламенту проект поправок к Избирательному кодексу о предоставлении права участия в выборах лицам, не имеющим электронных удостоверений личности

13.11.23

Глава «Европейских Социалистов» Фридон Инджия представил парламентскому комитету по юридическим вопросам проект поправок к Избирательному кодексу, согласно которому лица, не имеющие электронного удостоверения личности, смогут воспользоваться конституционным правом и участвовать в предстоящих выборах.

🔷 “Эта инициатива также могла бы быть представлена “Грузинской мечтой”. Тем более, что это одно из требований ОБСЕ/БДИПЧ. Предлагаемая поправка касается тех граждан Грузии, которые по сей день не имеют электронные удостоверения личности. Согласно действующему Избирательному кодексу, такие избиратели не имеют права пользоваться избирательными правами, предоставленными Конституцией и не могут участвовать в выборах.

🔷 Грузия подала заявку на вступление в ЕС 3 марта 2022 года, и, со своей стороны, ЕС поставил перед Грузией задачу выполнения 12 рекомендаций, одной из которых были поправки к Избирательному кодексу.

🔷 Примечательно, что согласно действующему Избирательному кодексу, к участию в выборах Парламента Грузии в октябре 2024 года будут допущены только те лица, у которых есть электронные удостоверения личности (ID-карта с электронным носителем информации). Следовательно, гражданин Грузии, имеющий действительное неэлектронное удостоверение личности, не сможет проголосовать ни в нынешних, ни в последующих выборах.

🔷 В свою очередь это означает, что десятки тысяч лиц с грузинским гражданством будут ограничены в своем конституционном праве участвовать в выборах и выражать свою политическую позицию“, – заявил Фридон Инджия.

По словам депутата, выборы – это своего рода институциональный механизм, приводящий демократию в действие.

🔷 “Свободные, всеобщие и равноправные выборы являются основой демократической системы. Для достижения этой цели законодатель обязан создать соответствующие гарантии для того, чтобы граждане имели равный доступ к выборам и имели равные возможности влиять на их окончательные результаты“, – подчеркнул депутат.

🔷 По словам председателя политической группы, Венецианская комиссия и БДИПЧ ОБСЕ в своем отчете за декабрь 2022 года указывают, что, хотя выдача электронного удостоверения личности в Грузии началась в 2011 году, некоторые граждане все еще пользуются действительным неэлектронным удостоверением личности. Поэтому Венецианская комиссия и БДИПЧ ОБСЕ подчеркивают важность участия в выборах лиц, обладающих действительными неэлектронными удостоверениями личности.

🔷 При этом, депутат Инджия отметил, что Конституционный суд Грузии указал в решении от июня 2020 года (№1/1/1404), что государство не освобождается от обязанности защищать интересы лиц, которые не хотят использовать электронные удостоверения личности из-за их искреннего религиозного несогласия.

🔷 “Поэтому мы предлагаем конкретную поправку в Избирательный кодекс Грузии. Статистики по этому вопросу нет, но даже если есть один избиратель без электронного удостоверения личности, закон должен учитывать и его конституционное право голоса.

На заседании комитета депутаты в первом слушании поддержали данную инициативу главы «Европейских Социалистов».

ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით პირდაპირი დიალოგის დაწყება უალტერნატივოა

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით პირდაპირი დიალოგის დაწყება უალტერნატივოა.

🔷 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მთავარია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები დეოკუპაციის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რასთან დაკავშირებითაც რეზოლუციების მიღებას არავითარი შედეგი არ მოაქვს.

🔷 დეპუტატი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტს, რასაც საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის სიცოცხლე ემსხვერპლა.

🔷 პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა რეზოლუციის პროექტი წარმოადგინა, სადაც ისინი პარლამენტის მხრიდან მოითხოვენ რეზოლუციის მიღებას და დროულ რეაგირებას სოფელ კირბალის მიმდებარედ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

🔷 „სამწუხაროა ის ფაქტი, რაც მოხდა. მე ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს. ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ როდესაც ყოველწლიურად მოსახლეობა მცირდება, ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი, მნიშვნელოვანია.

🔷 დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი ამოცანაა ქვეყნის გაერთიანება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ 30 წლის განმავლობაში რამდენი რეზოლუცია ყოფილა მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოუტანია.

🔷 ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ რეზოლუციებს არ მოაქვს შედეგი და დავფიქრდეთ ესა თუ ის რეზოლუცია მომგებიანი იქნება თუ არა, ეს წაადგება თუ არა ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და ეს არ უნდა გავაკეთოთ ვინმეს საამებლად.

🔷 მე ვფიქრობ, რომ რეზოლუცია შეიძლება მიღებულ იქნას, მაგრამ მთავარია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები დეოკუპაციის და საქართველოს მიწების დასაბრუნებლად. ხოლო კონკრეტული ნაბიჯები ამისთვის, მიმაჩნია, რომ ეს არის დიალოგი. პირდაპირი დიალოგი და არა რეზოლუციები. 30 წელი ჩვენ რეზოლუციების დონეზე ვართ, მაგრამ შედეგი არ გვაქვს“, – განაცხადა დეპუტატმა.

საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკვშირებით საკუთარი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული საიდენტიფიკაციო მოწმობის არმქონე პირებს შეეძლებათ გამოიყენონ ქვეყნის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და დააფიქსირონ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკვშირებით საკუთარი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული საიდენტიფიკაციო მოწმობის არმქონე პირებს შეეძლებათ გამოიყენონ ქვეყნის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და დააფიქსირონ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია.

🔷 „ეს ინციატივა შეეძლო გამოეტანა „ქართულ ოცნებასაც“. მით უმეტეს, ეს გახლავთ ეუთო/ოდირის ერთერთი მოთხოვნა. წარმოდგენილი ცვლილება ეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც დღემდე აქვთ პირადობის არა ელექტრონული (პირადობა, რომელსაც არ აქვს ე.წ. ჩიპი – ელექტრონული მატარებელი) მოწმობა, რომელთაც დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსის თანახმად, არ აქვთ უფლება გამოიყენონ კონსტიტუციით მინიჭებული ხმის უფლება და მიიღონ მონაწილეობა არჩვენებში.

🔷 საქართველომ 2022 წლის 3 მარტს წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი და აქედან გამომდინარე, ევროკავშირმა საქართველოს მისცა დავალება 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, საიდანაც ერთერთი მნიშვნელოვანი პუნქტი გახლდათ ცვლილებები საარჩევნო კოდექსი.

🔷 საყურადღებოა, რომ დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც აქვთ ელექტრონული პირადობის მოწმობები (პირადობის მოწმობა, რომელსაც აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობა (პირადობის მოწმობა, რომელსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი) ვერ ისარგებლებს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებით (საარჩევნო უფლებით) და არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა 2024 წელს და მას შემდგომ ჩატარებულ არჩევნებში.

🔷 აღნიშნული კი, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ათიათასობით პირს შეეზღუდება კონსტიტუციური უფლება, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატის თქმით, არჩევნები არის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია. იმისათვის, რომ შედგეს „ხალხის მმართველობა“, ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში და ამის საუკეთესო გზა – არჩევნებია.

🔷 „თავისუფალი, საყოველთაო და თანასწორი არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის საყრდენს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი, კანონმდებელი ვალდებულია შექმნას შესაბამისი გარანტიები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ თანაბარი ხელმისაწვდომობა არჩევნებზე და თანაბარი შესაძლებლობა გავლენა იქონიონ მის საბოლოო შედეგებზე“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი 2022 წლის დეკემბრის დასკვნაში მიუთითებს, რომ მართალია საქართველოში ელექტრონული საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემა დაიწყო 2011 წელს, ამასთანავე, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი დღესაც სარგებლობს მოქმედი არაელექტრონული საიდენტიფიკაციო მოწმობით. აქედან გამომდინარე, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი ხაზგასმით საუბრობს, იმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ არაელექტრონულ საიდენტიფიკაციო მოწმობებს.

🔷 შესაბამისად, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი მოუწოდებს საქართველოს გადადგას ქმედითი ნაბიჯები, განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ამ პირთა კონსტიტუციით გათვალისწინებული ხმის უფლება.

🔷 „განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთმა მოქალაქემ მოგვმართა და გამოთქვა დასაბუთებული და არგუმენტირებული მოსაზრება განხორციელდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც მათაც (ელექტრონული საიდენტიფიკაციო მოწმობის არმქონე პირებსაც) შეუნარჩუნებს უფლებას მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი და გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური პოზიცია.

🔷 ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებაში (№1/1/1404) მიუთითა, რომ სახელმწიფო არ თავისუფლდება ვალდებულებისგან დაიცვას იმ პირთა ინტერესები, რომლებსაც არ სურთ ელექტრონული პირადობის მოწმობებით სარგებლობა, თავიანთი გულწრფელი რელიგიური წინააღმდეგობის გამო“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 გარდა ამისა, ფრიდონ ინჯიას თქმით, არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო პაკტი, რომელზეც მიერთებულია საქართველო, სადაც აღიარებულია და დაცულია ყოველი მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს საჯარო საქმეების წარმართვაში, ხმის მიცემისა და არჩევანის დაფიქსირების პროცესში.

🔷 „აქედან გამომდინარე, გთავაზობთ კონკრეტულ ცვლილებას საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რომლის მიხედვითაც ცვლილებები ხორციელდება კოდექსის 63-ე მუხლი მე-19 პუნქტში, 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში, ასევე 766 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში და განისაზღვრება, რომ არჩევნებში ხმის მიცემა და სხვა სათანადო პროცედურების განხორციელება შესაძლებელი იქნება აგრეთვე საქართველოს მოქალაქის მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობით (პირადობის მოწმობით, რომელსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი)“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს კონკრეტული სტატისტიკა, მაგრამ ერთი ადამიანიც, ერთი ამომრჩეველიც რომ იყოს ელექტრონული პირადობის მოწმობის გარეშე, უნდა არსებობდეს ისეთი კანონი, რომელიც თუნდაც, ამ ერთ ადამიანს მისცემს საშულებას, მან გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლება და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ფრიდონ ინჯიას მიერ წარმოდგენილ ინიციატივას საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.