საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააფიქსირა პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტის შესახებ.
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, როცა ჯერ კიდევ არაფერი არაა გარკვეული, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ნაადრევია.
ფრიდონ ინჯიას განცხადებით, თუ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საბოლოო ჯამში მიიღებს გადაწყვეტილებას კენჭი უყაროს რეზოლუციის პროექტს, პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტს განსახილველად წარუდგენს „ევროპელი სოციალისტების“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს.