ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკვშირებით საკუთარი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული საიდენტიფიკაციო მოწმობის არმქონე პირებს შეეძლებათ გამოიყენონ ქვეყნის კონსტიტუციით მინიჭებული ხმის უფლება და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა

🔴 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკვშირებით საკუთარი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული საიდენტიფიკაციო მოწმობის არმქონე პირებს შეეძლებათ გამოიყენონ ქვეყნის კონსტიტუციით მინიჭებული ხმის უფლება და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

📍 საკითხი დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

🔷 „ერთი ადამიანიც, ერთი ამომრჩეველიც რომ იყოს ელექტრონული პირადობის მოწმობის გარეშე, უნდა არსებობდეს ისეთი კანონი, რომელიც თუნდაც, ამ ერთ ადამიანს მისცემს საშულებას, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლება და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

🔷 ეს გახლავთ ეუთო/ოდირის ერთ-ერთი მოთხოვნა. წარმოდგენილი ცვლილება ეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც დღემდე აქვთ პირადობის არა ელექტრონული (პირადობა, რომელსაც არ აქვს ე.წ. ჩიპი – ელექტრონული მატარებელი) მოწმობა, რომელთაც დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსის თანახმად, არ აქვთ უფლება გამოიყენონ კონსტიტუციით მინიჭებული ხმის უფლება და მიიღონ მონაწილეობა არჩვენებში.

🔷 საქართველომ 2022 წლის 3 მარტს წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი და აქედან გამომდინარე, ევროკავშირმა საქართველოს მისცა დავალება 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, საიდანაც ერთერთი მნიშვნელოვანი პუნქტი გახლდათ ცვლილებები საარჩევნო კოდექსი.

🔷 საყურადღებოა, რომ დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც აქვთ ელექტრონული პირადობის მოწმობები (პირადობის მოწმობა, რომელსაც აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობა (პირადობის მოწმობა, რომელსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი) ვერ ისარგებლებს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებით (საარჩევნო უფლებით) და არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა 2024 წელს და მას შემდგომ ჩატარებულ არჩევნებში.

🔷 აღნიშნული კი, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ათიათასობით პირს შეეზღუდება კონსტიტუციური უფლება, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი 2022 წლის დეკემბრის თავის დასკვნაში მიუთითებს, რომ მართალია საქართველოში ელექტრონული საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემა დაიწყო 2011 წელს, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი დღესაც სარგებლობს მოქმედი არაელექტრონული საიდენტიფიკაციო მოწმობით. აქედან გამომდინარე, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი ხაზგასმით საუბრობს, იმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ არაელექტრონულ საიდენტიფიკაციო მოწმობებს.

🔷 შესაბამისად, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი მოუწოდებს საქართველოს გადადგას ქმედითი ნაბიჯები, განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ამ პირთა კონსტიტუციით გათვალისწინებული ხმის უფლება.

🔷 „განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთმა მოქალაქემ მოგვმართა და გამოთქვა დასაბუთებული და არგუმენტირებული მოსაზრება განხორციელდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც მათაც (ელექტრონული საიდენტიფიკაციო მოწმობის არმქონე პირებსაც) შეუნარჩუნებს უფლებას მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი და გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური პოზიცია.

🔷 ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებაში (№1/1/1404) მიუთითა, რომ სახელმწიფო არ თავისუფლდება ვალდებულებისგან დაიცვას იმ პირთა ინტერესები, რომლებსაც არ სურთ ელექტრონული პირადობის მოწმობებით სარგებლობა, თავიანთი გულწრფელი რელიგიური წინააღმდეგობის გამო“, – განაცხადა დეპუტატმა

🔷 „აქედან გამომდინარე, გთავაზობთ კონკრეტულ ცვლილებას საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რომლის მიხედვითაც ცვლილებები ხორციელდება კოდექსის 63-ე მუხლი მე-19 პუნქტში, 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში, ასევე 766 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში და განისაზღვრება, რომ არჩევნებში ხმის მიცემა და სხვა სათანადო პროცედურების განხორციელება შესაძლებელი იქნება აგრეთვე საქართველოს მოქალაქის მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობით (პირადობის მოწმობით, რომელსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი)“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის ინიცირებისას დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*