ფრიდონ ინჯიას კითხვები ირაკლი ღარიბაშვილს

📍 ფრიდონ ინჯიას კითხვები ირაკლი ღარიბაშვილს.

🔻ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი წარსდგა.

🔻 ცილისწამებისა და შეურაცხყოფის კანონის მიღების აუცილებლობა;

🔻 შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ეხება ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვას გარკვეულ ლოკაციებზე;

🔶 ეს ის კითხვებია, რომელიც ფრიდონ ინჯიამ ირაკლი ღარიბაშვილს დაუსვა და ამასთან ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკურ ჯგუფს მომზადებული აქვს კანონპროექტთა პაკეტი, რომელსაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა სჭირდება. ეს ის საკითხებია, რომელიც 30 აპრილის მრავალათასიან შეკრებაზე საზოგადოების მხრიდან გაჟღერდა. საკითხი, რომელმაც შესაძლოა პოლარიზაცია შეამციროს.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ამ საკითებთან დაკავშირებით, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო პერიოდში ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ნიადაგზე, ადგილი ჰქონდა გარკვეული პირების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

🔶 ფრიდონ ინჯიამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, თხოვნით მიმართა კურორტ „ლებარდის“ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის შესახებ.
დეპუტატის განცხადებით, „ლებარდე“ ერთადერთი დასასვენებელი კურორტია სამეგრელოს რეგიონში თავისი უნიკალური ბუნებით.

🔶 „პროექტი დამტკიცებულია. გზის გარკვეული ნაწილის რეაბილიტაცია ჩატარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, 2 წელია საქმე არ იძვრის. გასაგებია, რომ პროექტი არ მოხვდა 2023 წლის ბიუჯეტში, მაგრამ თხოვნაა, რომ „ლებარდის“ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გათვალისწინებული იყოს მომავალი -2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში“. – აღნიშნა დეპუტატმა.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე თავის გამოსვლაში გამოეხმაურა მთავრობის ახალ ინიციატივას საერთაშორისო აეროპორტის ვაზიანში მშენებლობის გეგმის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ ახალი აეროპორტის 51% მაინც, სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*