პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს

 პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს.  პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის ხელისუფლების მხრიდან შესაძლო გაყალბების შესახებ, რაც ვრცელდება დესტრუქციული ოპოზიციის – „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განაყოფების მხრიდან პარტიული ტელევიზიებისა, თუ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშულებებით.  

„მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტია სარგებლობს დიდი უპირატესობით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების მეორე ტურის წინ. იმ გამოკითხვისა და ანალიზის შედეგად, რომელიც ჩვენმა პარტიამ ჩაატარა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ყველა ქალაქის მერობის მეორე ტურის არჩევნებზე და ასევე, უმეტეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.  პოლიტიკური პარტია აპირებს ბოლომდე და უკომპრომისოდ იბრძოლოს იმ რაიონში, სადაც მეორე ტურის არჩევნებზე გავიდა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი და მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, პარტია დაუბრუნდება კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმს, როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, მის გარეთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*