საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას კითხვები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას კითხვები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს

🔷 პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გიორგი ამილახვარს მოუსმინეს

🔷 როგორ მიგაჩნიათ, მეცნიერებათა აკადემიის ხვალინდელი დღე, მაშინ როდესაც აკადემიის დღევანდელი ძირითადი შემადგენლობა, ძალიან მაღალკვალიფიცირებულია. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მისი დღევანდელი სტრუქტურა ნაკლებად ეფექტური, თუ ეს ასე არ არის, მაშინ, თქვენი შეხედულებით, არსებული სტრუქტურა, რამდენად ხელს უწყობს ქვეყანაში, სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებას?

🔷 სკოლების და მასწავლებლების ის აკადემიური თავისუფლება, რაზედაც თქვენ გქონდათ საუბარი, რამდენად ხელს შეუწყობს, ეროვნული იდეოლოგიის გაძლიერებას, რომელიც ჩვენ ბოლო 20 წლის განმავლობაში ორხელშუა დავკარგეთ, თუმცა თქვენი ძალისხმევით მისი ჩამოყალიბების კონტურები გამოჩნდა.

🔷 იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც თქვენ, თქვენი წინამორბედებიდან დაგხვდათ, იყო და არის ის, რომ ბევრი ახალგაზრდა მიდის საზღვარგარეთ პირველ ეტაპზე სასწავლებლად, მერე კი იქ რჩება და სამუდამოდ იკარგება საქართველოსთვის.

🔷 ხომ არ იქნება უპრიანი, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლთათვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომლის ნაწილი საზღვარგარეთაა დაბადებული, სამშობლოში დაბრუნების მიზნით, თქვენმა სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, გამოყოს გარკვეული რაოდენობის კვოტა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მათთვის შეღავათიანი სწავლებისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*