“მოქალაქეობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა უმჯობესი იქნებოდა გამარტივებულიყო უშუალოდ მოქალაქეობის მინიჭების წესი – ფრიდონ ინჯია

❗️ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საკითხის პროცედურული გამარტივება და წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ. თუმცა, იქვე დასძინა, რომ უმჯობესი იქნებოდა ცვლილებები განხორციელებულიყო უშუალოდ ქვეყნისთვის მთავარი და პრინციპული საკითხის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებულ წესთან დაკავშირებით, რაც უშუალოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა იყო.

✅ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი წარმოადგინა.

✅ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შესაბამისი პროფილის უწყებების დონეზე იზრუნოს და შექმნას ქართული ენის შემსწავლელი კურსები, რითაც სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის მსურველ პირებს ექნებათ მეტი მოტივაცია ქართული ენის შესასწავლად.

✅ ამასთან, ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხევაში პირს უნდა ჰქონდეს უფლება არა 6 თვის შემდეგ მიმართოს განმეორებით სახელმწიფოს, როგორც ამას წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს, არამედ უმჯობესი იქნებოდა ეს ვადა 3 თვემდე შემცირებულიყო, რითაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველთ მიეცემათ შანსი წელიწადში რამდენჯერმე გააკეთონ განაცხადი.

✅ აღნიშნული ინიციატივების გაჟღერებამდე დეპუტატმა კანონპროქტის შემუშავებამდე პრემიერ -მინისტრის ინიციატივა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პრემიერმა რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება, რომ უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი, რომ საქართველო გადარჩეს და ქვეყანას დაუბრუნდნენ თავისი შვილები.

✅ ფრიდონ ინჯიამ პარალელი გაავლო საბერძნეთისა და ისრაელის ქვეყნებთან, სადაც სახელმწიფო არსებით და პრინციპულ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ენის ცოდნას. ამ სახელმწიფოებში ძირითადი აქცენტი ეთნიკურ წარმომავლობაზე კეთდება, რაც მისაბაძი და სამაგალითო უნდა ყოფილიყო საქართველოს რეალობისთვის.

✅„მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო ისრაელისა და საბერძნეთის ქვეყნები. საბერძნეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ხოლო ისრაელი არის ქვეყანა, რომელიც ძალიან დაინტერესებულია სახელმწიფო განვითარდეს მაღალ დონეზე და საკუთარი ქვეყნის მოქალაქე ჰყავდეს საკუთარ სამშობლოში. ისრაელმა, პრაქტიკულად, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შექმნა მისაბაძი სახელმწიფო, რომლიც სამხედრო თვალსაზრისითაც ერთ-ერთი სამაგალითოა.

✅ამ ორი ქვეყნის მაგალითზე უნდა გითხრათ, რომ სახელმწიფოში მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით არ არის ყურადღება გამახვილებული მიანცდამაინც ენის ცოდნაზე. აქ მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ეთნიკურ წარმომავლობას, რაც საფუძველი ხდება მოქალაქეობის მისანიჭებლად. აქ სახელმწიფო იღებს უფრო მეტ პასუხისმგებლობას. სახელმწიფო უქნის ყველანაირ პირობას მოქალაქეს როგორც ენის შესასწავლად, ასევე ცხოვრების პირობების შესაქმნელად და გასაუმჯობესებლად.

✅ იგივე შემიძლია ვთქვა საბერძნეთთან მიმართებაში.

✅ რატომ არ შეიძლება სახელმწიფომ მიიღოს იგივე გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის თანამემამულეების მიმართ და შესაბამისმა უწყებებმა, მაგალითისთვის, სახელმწიფო ენის პალატამ ან გნებავთ სხვა უწყებამ, უზრუნველყოს მათთვის ქართული ენის შესწავლა.

✅ ჩვენს ქვეყანაში შეიძლება იყოს ასობით ადამიანი, ან მეტიც, ვინც ქართული ენა არ იცის, და ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. წარმომავლობით სხვა ეროვნების არიან და არ იციან ქართული ენა, მაგრამ საქართველოში თანაცხოვრების პირობებში, ამ ადამიანებმა კარგად შეისისხლხორცეს ქართული ტრადიციები, ადათ-წესები, მიუხედავად იმისა, რომ ქართული შეიძლება არ იცოდნენ.

✅აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურულ ცვლილებებს, მაგრამ მთავარ საკითხთან დაკავშირებით არ არის ცვლილება და გადაწყვეტილება რაც დღეს სჭირდება საქართველოს.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

✅ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში იკვეთება წინააღმდეგობა გარკვეული ძალების მხრიდან, რომელთაც საქართველოს ტერიტორია სურთ ქართველების გარეშე.

✅ „აქ ბევრი რამ არის დამოკიდებული კიდევ ვინ ეწინააღმდეგება ამ საკითხის გადაწყვეტას. ამას ეწინააღმდეგება ის, ვისაც უნდა საქართველოს ტერიტორია ქართველების გარეშე. ეს არის ის ულტრა ლიბერალური ძალა, რომელიც იბრძვის სხვადასხვა მეთოდებით და მათ შორის, ეს საკითხიც არის მათთვის მნიშვნელოვანი, რომ ქართველები არ დაბრუნდნენ საქართველოში და ასეთი ხალხი არის არა მარტო სახელმწიფო დაწესებულებებში, არამედ, იქ სადაც ეს ყველაფერი დუღს, სადაც ყველაფრის სათავეა.

✅ არადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, ნათლად და გასაგებად თქვა, რომ გავუადვილოთ ჩვენს თანამემამულეებს საქართველოს მოქალაქეობის მიღება“. – აღნიშნა დეპუტატმა.

✅ ფრიდონ ინჯიამ გააკრიტიკა მოქალაქეობის მინიჭების კომისიის მუშაობა, რომელიც მისი აზრით, არის გაუგებარი მნიშვნელობის და გაუგებარი კომპეტენციის.

✅ „მე კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, და არის რაღაც წინ გადადგმული ნაბიჯი ამ ცვლილებით. ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან მიმართებაში პრინციპულ და საკვანძო თემებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და ეს ყველამ უნდა გავითავისოთ. უნდა გამოვიყენოთ უცხოეთში ჩვენი თანამემამულეების კულტურული, ინტელექტუალური ფინანსური პოტენციალი, რითაც სხელმწიფო მხოლოდ გაძლიერდება.

✅ ეხლა რომ ებრძვიან რუს ტურისტებს, სინამდვილეში რუს ტურისტებს კი არ ებრძვიან, ებრძვიან იმას, რომ საქართვლომ არ მიიღოს შემოსავალი, რომ საქართველო არ იყოს მდიდარი, რომ იყოს არეულობა, დაიძაბოს მდგომარეობა და მოხდეს სახელისუფლებლო ცვლილებები.

✅ ამიტომ, მოგმართავთ, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები გადავწყვიტოთ ისე, როგორც ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ეს საჭირო.

✅ დეპუტატი ასევე, მომხრეა რომ მოხდეს ფერეიდნელი ქართველების საქართველოში დაბრუნებაც, რომელთაც 300 წლის განმავლობაში შეინახეს ქართული ენა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*