ფრიდონ ინჯიამ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოში სახელმწიფო და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციით თანახმად, სახელმწიფოს განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოში სახელმწიფო და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება.

🔹 დეპუტატმა მოუწოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრს, ასევე, მთავრობის წევრებს, რომ სახელწიფომ იფიქროს სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგო და სხვა ობიექტების გამოსყიდვის შესახებ, რომლებიც თავის დროზე კაპიკებში გაიყიდა.

🔹 საქართველოს პარლამენტმა 6 ოქტომბერს „მინისტრის საათის“ ფორმატში, ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინა.

🔹 „ენერგეტიკა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტია. შევასრულოთ ქვეყნის მთავარი კანონი – კონსტიტუცია, რითაც სახელმწიფოს ექნება ამ ობიექტის მართვის უფლება და ამით გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი“.

🔹 „თქვენ წარმოგიდგენიათ, გესები, რომლებიც საქართველოშია, რომ იყოს სახელმწიფოს საკუთრებაში, რა შემოსავალი ექნება ქვეყანას? უფრო მეტიც, მე პირადად, სახელმწიფოს მართვაში დამატებით შევიტანდი ისეთ სტრუქტურებს და საწარმოებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მაგალითისთვის, საწარმო, რომელიც აწარმოებს სამხედრო მრეწველობის საქონელს და უნდა გითხრათ, რომ საქართველოში სამხედრო მრეწველობის ტრადიცია თავის დროზე მაღალი იყო. გამოვიყენოთ ეს, რათა გაიზარდოს ქვეყნის ბიუჯეტი.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ენერგეტიკის სფეროში არსებულ მონოპოლიზმზე, რაც მისი თქმით, არ იძლევა კონკურენციის საშუალებას და შესაბამისად, მოსახლეობას არ აქვს ალტერნატიული გზა, შეღავათიან ფასში მიიღოს ელექტროენერგია, თუ ბუნებრივი აირი.

🔹 „საქართველოში მხოლოდ „თელასი“ (სააქციო საზოგადოება „თელასი“) და მხოლოდ „სოკარია“ (“სოკარ ენერჯი ჯორჯია” ). მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ალტერნატიული საშუალება, საიდანაც მიიღებს, როგორც ელექტრო ენერგიას, ასევე, ბუნებრივ აირს“.

🔹 „ამიტომ, ეს საკითხი გადასაწყვეტია, რადგან როცა დემონოპოლიზირებული იქნება დარგი და იქნება კონკურენცია, დამერწმუნეთ, ფასები იქნება გაცილებით ნაკლები“.

🔹 „შექმენით ერთი სახელწიფო საწარმო, რომელიც გაყიდის გაზს. შეღავათიან ფასებში ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ გარკვეული ოდენობა ბუნებრივი აირი. ამით კი, უკვე იქნება კონკურენცია და მოსახლეობას მიეცემა გარკვეული შეღავათი“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹დეპუტატმა თავის გამოსვლაში ასევე, ისაუბრა ქვეყნისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ დარგის შესახებ, როგორიც არის ავიაცია.

🔹 „ავიაცია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დარგია, განსაკუთრებით ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. მივიღოთ კანონი, რომელიც დაარეგულირებს ამ სფეროს და სახელმწიფოს ხელში იქნება ეს უმნიშვნელოვანესი დარგი“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს მარიამ ქვრივიშვილს ტურიზმის სფეროში მიღწეული წარმატებების გამო და აღნიშნა, რომ ამ მიღწევებს ხედავენ როგორც საქართველოში, ამის აღიარება ასევე, მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*