ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან მკაფიოდ უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფოებთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან მკაფიოდ უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფოებთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით.

🔷 ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატების ფორმატში განაცხადა.

🔷 „ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ახალს არაფერს გვთავაზობს და გაცვეთილი იარლიყით იმეორებს ერთიდაიგივეს. ჩვენ ვისმენთ – ეს არის რუსული ოცნება, რუსული მთავრობა, რუსული ხელისუფლება და ეს ნარატივი დიდი ხანია უკვე გაცვდა.

🔷 ევროკავშირის რიგ ქვეყნებს რუსეთის ფედერაციასთან ყოველთვიურად მილიარდი დოლარის ვაჭრობა აქვთ და ვაჭრობის საგანი არა მარტო ენერგო მატარებლებია, არამედ ისინი ვაჭრობენ როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე, სატრანსპორტო სათადარიგო ნაწილებით და მრავალი სხვა პროდუქტით.

🔷 რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, განსხვავებით ევროპის იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც აქვთ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან?

🔷 საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ბრწყინვალე და კარგ დამოკიდებულებას ქმნის ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, როგორიც არის აზერბაიჯანი, თურქეთი. ერთ-ერთ სტრატეგიულ სახელმწიფოდ მე მიმაჩნია აზერბაიჯანი.

🔷 ამ დაპირისპირებისას ოპოზიციურ პარტიასა და ოცნებას შორის, ხდება ისე, რომ ზოგჯერ ამ ხაფანგში ერთვება ხელისუფლება და თავის მართლების რეჟიმშია. არ არის ეს საჭირო. დღეს სხვა მთავრობებთან შედარებით საქართველოს ჰყავს ქართული მთავრობა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ძირითად სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე.

🔷 დეპუტატის განცხადებით, ამჟამად, ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ლარის კურსის მსყიდველუნარიანობის გაზრდა, რადგანაც ეს პირდაპირ აისახება მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე.

🔷 ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული გარკვეული მიმართულებების მონოპოლიზაციაა და პირველ რიგში, ეს ეხება საბანკო სექტორს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ლარის მსყიდველუნარიანობაზე.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე ასევე, შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ეგრეთ წოდებულ გამყოფი ხაზის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის ფაქტებს, რაც დეპუტატის თქმით, საკმაოდ იშვიათი შემთხვევა იყო 2008 წლამდე.

🔷 „ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარედ დაიღუპნენ ამ წლების განმავლობაში, ვინ დგას ამ ფაქტების უკან? ეს ის ხელისუფლება არ არის, რომელიც იყო 2012 წლამდე? 2008 წლამდე ასეთი შემთხვევები იშვიათად ხდებოდა. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რა პოლიტიკაც გაატარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატის განცხადებით, ევროკავშირთან ინტეგრაცია, საქართველოსთვის უნდა იყოს საშუალება მოსახლეობის მეტი კეთილდღეობისთვის.

🔷 „ამ მიმართულებით მთავარი მიზანი უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესები. ევროკავშირის 9 პრიორიტეტიდან პირველ 4 მუხლში შეტანილია ისეთი საკითხები, რომლებიც მიმაჩნია, რომ შესაძლოა ქვეყნის ინტერსებში არ შედიოდეს.

🔷 ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მიღებული რეკომენდაციები უნდა იყოს მხოლოდ ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე, რაც მისაღები და მომგებიანია ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*