ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დროულად დასრულებას და საპარლამენტო დემოკრატიის შემდგომ გაძლიერებას ელოდება
„ზოგიერთი პოლიტიკური ძალა საერთოდ უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ სცენას, რადგანაც ისინი დღეს დესტრუქციული ფუნქციის შემსრულებლები არიან.“ – თამარ კიკნაძე
„დღეს მოსახლეობის დაკვეთა არ არის დესტრუქცია, მოსახლეობას დღეს სულ სხვა რამ აინტერსებს და სამწუხაროდ, პოლიტიკური ისტებლიშმენტი მოწყვეტილია ხალხის ინტერესებს.“ – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ „პოლიტიკურ პოსტში“ სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, ზოგიერთი პარტია ასეთი აქტივობების გარეშე, შესაძლოა, საერთოდ გაქრეს პოლიტიკური სცენიდან.
„ზოგიერთი პოლიტიკური ძალა საერთოდ უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ სცენას, რადგან დღეს ისინი დესტრუქციული ფუნქციების შემსრულებლები არიან“, – აღნიშნა თამარ კიკნაძემ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას.
“იმისთვის , რომ სახელმწიფო გადარჩეს და მოსახლეობა შიმშილის ზღვარის მდგომარეობიდან გამოვიდეს, უნდა შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს ქვეყნის პრემიერმინისტრი”- ფრიდონ ინჯია
“იმისთვის , რომ სახელმწიფო გადარჩეს და მოსახლეობა შიმშილის ზღვარის მდგომარეობიდან გამოვიდეს, უნდა შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს ქვეყნის პრემიერმინისტრი”, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში არ დარჩენილა არცერთი პროდუქტი, რომელიც არ გაძვირებულა.
“ეს გაძვირება არის 30%-დან 69%-მდე, არის პროდუქტი, რომელიც 100% -ითაც გაძვირდა”. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
მისივე თქმით, ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩდნება, თუ სახელმწიფო გლეხების სამეურნეო საქმიანობაში არ ჩაერია.
“ევროპის ქვეყნებში, აზიაში, ასევე ამერიკაში, ძალიან მიღებულია ასეთი პრაქტიკა – გეგმიური ეკონომიკა ან სახელმწიფო კაპიტალიზმი, ამიტომ მიმაჩნია, რომ რაღაც ნაწილში თუ მთავრობამ არ მიიღო მონაწილეობა გლეხების სამეურნეო საქმიანობაში და მოსავლის მოყვანაში, ჩვენ აღმოვჩნდებით უმძიმეს მდგომარეობაში”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.