ყოველთვიური არქივები: თებერვალი2022

კარგი იქნება, თუკი რეზოლუციის პროექტის განხილვის გადადება მოხდება ერთი-ორი თვით

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის გადადების შესახებ წინადადება დააყენა.
🔷„კარგი იქნება, თუკი რეზოლუციის პროექტის განხილვის გადადება მოხდება ერთი-ორი თვით. ვინაიდან ნამდვილი მოლაპარაკებები იწყება ეხლა, ამ კვირაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. შეიძლება ბევრი რამე შეიცვალოს და, გარკვეულწილად, უკრაინის საკითხი მეორეხარისხოვანი გახდეს. თუმცა, ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობას“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

„დასავლეთის გარკვეულ ძალებს უნდა, რომ გათამაშდეს უკრაინის კარტი და ათამაშებს კიდევაც“

📍 „დასავლეთის გარკვეულ ძალებს უნდა, რომ გათამაშდეს უკრაინის კარტი და ათამაშებს კიდევაც“… – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარალმენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, მსოფლიო ომის წინაშეა, ერთი ნაბიჯია ომამდე. „მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, მმართველ პარტიას, ოცნებას. მოვიქცეთ როგორც მართლაც უკრაინის მეგობარი ქვეყანა და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყოს. ყველა ჩვენი ქმედება უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ისეთი უბედურება, როგორიც ომია, ავაცილოთ მათ და ავიცილოთ ჩვენ“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც უკრაინა გაძეძგილია იარაღით და დიდი ალბათობაა იმისია, რომ ამ იარაღის კონტროლი შემცირდეს და ვინმემ პროვოკაციულად დაიწყოს ომი, აი, ასეთ პირობებში საქართველოს მხრიდან წაქეზების ელემენტები ყოვლად დაუშვებელია.

„დასავლეთის გარკვეულ ძალებს უნდათ, რომ გათამაშდეს უკრაინის კარტი და ათამაშებს კიდევაც, თვითონ კი ომში მონაწილეობა არ მიიღონ … ამასთანავე, უკრაინელებმა და რუსებმა დახოცონ ერთმანეთი და ამ ხოცვა-ჟლეტვაში ჩვენ ჩავერთოთ, უფრო მეტიც, ომი გავაჩაღოთ საქართველოს ტერიტორიაზე“ – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

მოუწოდებს უკრაინას შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებით არსებული ვალდებულება, რითაც ის ომს გადაურჩება

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მოუწოდებს უკრაინას შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებით არსებული ვალდებულება, რითაც ის ომს გადაურჩება. ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „მოვუწოდოთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელებს შეასრულოს ის ვალდებულება, რომელიც მათ აღიარეს მინსკის ხელშეკრულებით დამერწმუნეთ ამით უკრაინა ომს გადაურჩება და უკრაინის კარტის გათამაშება ჩაიშლება“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. მისი თქმით, ამით, საქართველოს მიეცემა ლავირების საშუალება ქვეყნის საკეთილდღეოდ და გამთლიანებისთვის. „სხვა გზა დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს კი ისტორიამ უკვე აჩვენა. მაქვს მხედველობაში ბოლო 30 წლის გამოცდილება“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.მისი თქმით, ხშირად გაისმის, რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორი? .. ეს ცოტა გაუგებარია … „სტრატეგიული პარტნიორობა რას ნიშნავს? რომ შევაიარაღოთ სხვა და ყველაფერი ამით დავამთავროთ? … უფრო მეტი, შეიარაღების ფასი წინასწარ განვსაზღვროთ ეს 600 მილიონია, 700 მილიონი …. გამოდის, რომ ეს ამ ღირებულების იარაღი ვიღაცამ უნდა გადაიხადოს, ვიღაცას ეს ვალად ედება … ამიტომ, საფიქრალია, ვინ ვისი სტრატეგიული პარტნიორია? .. და რა შედის ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში“ – აღნიშნა პლენარულ სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ გაწირა უკრაინა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – ფრიდონ ინჯია

🔷 უკრაინაში ომი, ეს არის ომი საქართველოშიც, უკრაინაში ომის წაქეზება -საქართველოში ომის დაწყების სურვილის ტოლფასია – ფრიდონ ინჯია
🔷 დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ გაწირა უკრაინა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – ფრიდონ ინჯია.
🔷საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების რიტორიკა უკრაინაში ომის წამქეზებელია, რაც ავტომატურად საქართველოში ომის გამოწვევასაც ნიშნავს.
🔷 „თუ მაინცა და მაინც რეზოლუციას მიიღებს მმართველი პარტია, იქ არ უნდა იყოს წაქეზება და ისეთი რამ, რაც გააქტიურებს და შესაძლებელს გახდის უკრაინაში ომის დაწყებას. ჩათვალეთ, უკრაინის ტერიტორიაზე ომი, ეს არის ომი საქართველოშიც. წინა მთავრობის ასეთმა პოლიტიკამ მიიყვანა საქართველო დღევანდელ მდგომარეობამდე. ნუ გავაკეთებთ იმას, რომ იყოს დარღვეული მთელი ტერიტორია, თქვენი რიტორიკით ყველაფერი აქეთკენ მიდის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უკრაინის რეზოლუციის პროექტის განხილვისას.
🔷 ის მოუწოდებს პარლამენტარებს ყურადღება მიაქციონ იმას, რომ სხვა ქვეყნები თავს იკავებენ მსგავსი დოკუმენტის მიღებისგან.
🔷 „ჯერ არ დაწყებულა პოლიტიკური ვაჭრობა, და არ ვიცით რა ხდება, რა იქნება, რა მოლაპარაკება მიდის, სად ამოგვაყოფინებენ თავს. დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ გაწირა უკრაინა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თუნდაც, შეიარაღების მიწოდება, ეს არის ბიძგი ომისკენ. ჩვენ ომი არ გვინდა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში ომი არ იყოს“, – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

„ნუ გავრბივართ ორთქლმავლის წინ“ – ფრიდონ ინჯია

📍„ნუ გავრბივართ ორთქლმავლის წინ“ – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მსჯელობა გაიმართა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის შესახებ.
🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ მოუწოდა როგორც მმართველ გუნდს, ისე ოპოზიციას განახორციელონ „ბრძნული პოლიტიკა და ნუ გაიქცევიან ორთქლმავლის წინ“.
🔷 „ჩვენი პარტია ცალსახად წინააღმდეგია ყოველგვარი რეზოლუციის. მიუხედავად იმისა, რომ ეს იმდენად გლობალური დაპირისპირებაა, რომ მთელ მსოფლიოს ეხება, ქვეყნების 99%, დაწყებული უკრაინის მეზობლებით, მსგავს რეზოლუციას არ იღებს. მარტო გამოვდივართ ჩვენ. ჩვენ უცბად ვდგებით ერთ მხარეს. მე მეშინია, რომ დაიწყოს ომი და ამ ომში, რომელშიც დასავლეთი მონაწილეობას არ იღებს, ჩვენ აქედან უკვე ვერთვებით.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
🔷 მისი თქმით, საქართვლომ თავისი ცალმხრივი პოზიციით, არ უნდა გააღრმავოს დაპირისპირება და არ უნდა იყოს წამქეზებელი ომისკენ, არამედ სიმშვიდისკენ მოუწოდოს მხარეებს, რადგან რუსეთი და უკრაინა, როგორც მოძმე ერები ერთ დღეს, შესაძლოა, კვლავ შერიგდნენ.
🔷 „უნდა დავიკავოთ ისეთი ბრძნული პოზიცია, რა პოზიციაც საქართველომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ომში დაიკავა. ის ბრძნული პოზიცია შეშვენის ჩვენს მრავალსაუკუნოვან ქვეყანას. აქ ჩვენ უცბად ვდგებით ერთ მხარეს. ორი დიდი „მონსტრი“ ომობს… თუ ხედავთ, რომ თვითონ პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ არ არის ისეთი დაპირისპირება როგორსაც ამბობთ, მაგრამ დასავლეთის გარკვეული ქვეყნები ეუბნებიან, არა, შენ უნდა იომო. დასავლეთმა დღეს უკრაინა გაწირა და შეიძლება ჩვენც მოვხვდეთ ამ ფერხულში. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ თუ მინსკის შეთანხმებას არ შეასრულებს ჩვენი მოძმე უკრაინა, ის ორი ოლქი – დონეცკი და ლუგანსკი რუსეთმა სცნოს, და აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში, როგორშიც საქართველოა. მიმაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც საზიანო არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ამ რეზოლუციაში კი არის ისეთი ელემენტები, რითაც ჩვენ, შესაძლოა, ზიანი მივიღოთ. ნუ გავრბივართ ორთქლმავლის წინ.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.