ყოველთვიური არქივები: მარტი2022

მე მიკვირს კიდევ როგორ მუშაობს დღეს შინაგან საქმეთა სამინიტრო. როგორ ითმენენ იმას, რასაც ითმენენ? – ავთანდილ ენუქიძე

📍 საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ავთანდილ ენუქიძემ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა შეაფასა და ასევე ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

🔹 საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

🔹 „მე მიკვირს კიდევ როგორ მუშაობს დღეს შინაგან საქმეთა სამინიტრო. როგორ ითმენენ იმას, რასაც ითმენენ? … ეს მე ფიზიკურად ვერ წარმომიდგენია. ჩემს თვალწინ გაიარა თბილისის ომმა, ჩემს თვალწინ გაიარა აფხაზეთში ომმა, ჩემს თვალწინ გაიარა ცხინვალის რეგიონში ყველაფერმა. ეს მოუთმენელი რაღაცაა რასაც აქ ვუყურებ. კაცი ტყვიაზე მიდიოდა და იმის არ ეშინოდა, რომ ვიღაც ქალი გამოხტებოდა და რაღაცას შეაყრიდა თვალებში. იქ ესროდნენ, ესეც ესროდა… აქ ხომ ვერ ესვრის? ადამიანია ისიც და ეს ხომ უნდა გავითვალისწინოთ ყველამ. ეს ვიღაცამ ხომ უნდა თქვას ამ ტრიბუნიდან, თუ სხვა ტრიბუნიდან და ეს მოსახლეობამ გაიგონის, რომ მეორედ აღარ განმეორდეს“, – განაცხდა ავთანდილ ენუქიძემ.

🔹 მისი თქმით, ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ თითოეული პოლიციელის უკან დგას ოჯახი და მათ მიმართ გარკვეული ძალების მხრიდან შეურაცხმყოფელი ქმედებები კატეგორიულად დაუშვებელია.

🔹 „ის კაცი სახლში ხომ უნდა მივიდეს, ოჯახში უნდა შევიდეს. რომ შედიხარ იმ დღეს სახლში და სახეში რაღაცა შემოგასხეს, რა უნდა უთხრას თავის შვილებს? … ამაზე აქ არ ფიქრობს არავინ. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, როცა ასეთ შეფასებებს ვაკეთებთ.“ – აღნიშნა ენუქიძემ.

🔹 რაც შეეხება, უშუალოდ, შინაგან საქმეთა მინიტრის ვახტანგ გომელაურის საქმიანობის შეფასებას, ავთანდილ ენუქიძის განცხადებით, გომელაური მართლაც წესიერი ადამიანია და ეს დასაფასებელია ყველას მხრიდან. „მე ბატონ ვახტანგს დიდი ხანია ვიცნობ და მართლა წესიერი კაცია და მე აქ მინახავს გამოდიოდა შსს მინისტრი და ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა, იმიტომ რომ დამთავრდებოდა მისი გამოსვლა, რა მოყვებოდა ამას კაცმა არ იცოდა“ – აღნიშნა ენუქიძემ.

🔹 პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის თანამშრომელთათვის ხელფასების გაზრდის საკითხზე და აღნიშნა, რომ პოლიციელები ნამდვილად იმსახურებენ, როოგრც ხელფასების მომატებას, ასევე პრემიალურ წახალისებას და დაბალი ხელფასები, ეს მთავრობის ნაკლია.

🔹 „ისეთ რაღაცეებში იხარჯება ფული რასაც მე ვხედავ და ეს მთავრობის ნაკლია. ზოგიერთი თქვენი მთავრობის წინა წევრებზე ხალხში დადის გონივრული ჭორები, რომ ბევრი ფული წაიღეს. მოაბრუნონ მათ ის ფული და დაურიგეთ იმ პოლიციელებს, ვინც გვერდით გიდგათ და სიცოცხლეს წირავენ. მე ამას გავაკეთებდი. მე არ ვარ ის კაცი აქ ეფექტები შევქმნა და გვარები დავასახელო, მაგრამ თქვენც ხვდებით, დაახლოებით, ვიზეც ვამბობ“, – განაცხადა ენუქიძემ.

🔹 რაც შეეხება მსოფლიოში შექმნილ საერთო სიტუაციას, ავთანდილ ენუქიძის განცხადებით, ის რაც ხდება უკრაინაში არის აგრესია და ვინც აგრესიას აწარმოებს არის აგრესორი.

🔹 „ეხლა რაც შეეხება საერთო სიტუაციას, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ აგრესიაა რაც ხდება უკრაინაში. ვინც აწარმოებს აგრესიას ის აგრესორია, მაგრამ არის მეორე რამე, – გინდა თუ არა ისეთი რამე უნდა გააკეთოს ეხლა ჩვენმა მთავრობამ, რომ ხვალ აქ რაღაც მოხდეს? არავის არ ვაშინებ მე. ეხლა მონათლავთ იმას, რომ გამოდიან აშინებენ… კი არ ვაშინებ მოწმე ვარ იმისი რაც ხდება. დათვრება ერთი ოფიცერი და რას გააკეთებს კაცმა არ იცის. და კიდევ მეორე, – არ ელოდებოდით რუსეთმა იქ რაც გააკეთა? ვინმეს ტვინში თუ სხვა მოლოდინი იყო, მაპატიეთ, მაგრამ ეტყობა ვერ აფასებთ მდგომარეობას. ბევრი ელოდებოდა ამას.. მე ველოდებოდი .. ყველა ელოდებოდა … რა გიკივირთ ეს რომ მოხდა და თუ ჩვენი მთავრობა ფრთხილ პოზიციას იჭერს და თქვენ პარტიულად ერთმანეთში ვერ მორიგდით, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ გინდა თუ არა ის ხახლის წინააღმდეგ მიდის“. -აღნიშნა ენუქიძემ.

🔹 პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა საქართველოს მოსახლეობას და აღნიშნა, რომ მოვლენების ზუსტი შეფასება და ანალიზია საჭირო.

🔹 „მე საქართველოს მოსახლეობას მივმართავ, ვინც რუსეთთან რამის დაძაბვას მოითხოვს. მოსახლეობამ გაითვალისწინოს, ეს ყველაფერი… რაც დაგემართებათ, ამით იქნება გამოწვეული. პირდაპირ ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით – დაანებეთ ამას თავი, რომ ვინმემ ვინმე გააღიზიანოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჟურნალისტების გასაგონად, რომ არ ჩამომართვათ სხვაგვარად – სასიკეთოდ ვამბობ… არა იმათ სასიკეთოდ.. ამას გააკეთებენ და მერე იქნება გვიან. დაანებეთ თავი, რომ თითქოს ვინმე ვინმეზე მეტად პატრიოტია. არც მე ვარ ვინმეზე მეტი პატრიოტი. ყველას თავისი სიყვარული და შეფასება აქვს“, – განაცხადა ენუქიძემ.

ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველო დიდი საფრთხის წინაშე დგას და თუკი მთავრობამ ისე მოახერხა, რომ “რაღაცით ბრჭყალი არ გამოგვდეს, და უბედურებაში არ გაგვხვიეს, ესეც დიდი გამარჯვება იქნება”.

🔹 „ეხლა შსს მინიტრის კისერზე გადატეხოთ, რომ ეს ისეა, არ არის სწორი. ეს კაცი ვერ ამბობს დღეს და არც უნდა თქვას, მაგრამ მე ვამბობ. არც დიდ პოლიტიკოსობას ვაპირებ და არც მომავლის მეშინია, მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის მტერი ის იქნება, ვინც მომიტანს უბედურებას. და ეს იქნება რუსეთი თუ სხვა არ აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა ენუქიძემ. მისი თქმით, არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ დღეს ორმაგი სტანდარტია.

🔹 „უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ უკრაინელი ხალხის მიმართ. იმ ბავშვებს რომ ვუყურებ ეხლაც ცრემლები მომდის. იმიტომ, რომ მეც პირადი უბედურების გადამტანი ვარ. მაგრამ რატომ დაგვავიწყდა ცოტა ხნის წინ ავღანეთში რა მოხდა? ასჯერ და ათასჯერ მეტი ხალხია დახოცილი, ვინმემ ხმა ამოვიღეთ? რატომ არ დადგა ეს საკითხი აქ? მაგრამ ეს არ გვინდა, იმიტომ, რომ ეს არ არის პოპულარული. არ არის ახლა ეს პოლიტიკურად კარგი… ის ხალხი ხალხი არ არის? ამაშია საქმე“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

(Оригинал) Грузия не может дискриминировать людей по национальности и должна принимать граждан из России… – Фридон Инджия

17.03.22

«Я думаю,  у нас нет права дискриминировать человека по национальному признаку. Кто-то еврей,  кто-то русский, кто-то украинец и в то же время у него русская фамилия, но он считает себя украинцем… Кого-то впускать, а  кого-то нет? Если он вынужден убегать, это означает, что ему тяжело, это так же означает, что он не участвует во всем  этом… Конечно, мы должны принимать», — заявил глава парламентской оппозиционной политической группы «Европейские Социалисты» Фридон Инджия в прямом эфире телеканала «Georgian Times».

По его словам, он и его семья лично принимают из Украины  уже вторую семью и помогают им.

Депутат подчеркнул, что в 1993 году за границу уехали сотни тысяч грузинских беженцев и не было случая, чтобы Украина, Россия или Беларусь их не приняли.

«То, что Россия сделала в 2006 году, было большой ошибкой России — бесчеловечным актом… Разве грузины сейчас поступят так же?», — отметил Фридон Инджия по поводу массовой депортации грузин из России.

В то же время глава политической группы заявил, что правительство должно максимально поддерживать и создавать условия для того, чтобы грузины вернулись на родину и без сложностей  получали гражданство.

შინაგან საქმეთა სამინიტრო უსაფრთოხების თავლსაზრისით ერთ-ერთი ფუნდამენტია სახელმწიფოსთვის – ფრიდონ ინჯია

👉 შინაგან საქმეთა სამინიტრო უსაფრთოხების თავლსაზრისით ერთ-ერთი ფუნდამენტია სახელმწიფოსთვის – ფრიდონ ინჯია.
🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელის სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინიტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.
🔹 „იქედან გამომდინარე რომ თქვენს უწყებაში შედის საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინიტრო უსაფრთოხების თავლსაზრისით ერთ-ერთი ფუნდამენტია სახელმწიფოსთვის და საეროდ, მე მიმაჩნია, რომ შსს უწყება ქვეყნის სახეა“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა მინისტრს შემდეგი კითხვებით მიმართა: როგორია პოლიციელების სოციალური პაკეტი, რამდენად შეესაბამება იგი დღევანდელ მდგომარეობას და ამ მხრივ ხდება თუ არა სოციალური დახმარების კორექტირება?
🔹 ხომ არ არსებობს რაიმე სახის სტატისტიკა ნარკომანებთან დაკავშირებით და როგორია მისი ტენდენცია?
🔹 მიგაჩნიათ თუ არა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში უნდა იყოს მუხლი ცილისწამების, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ქვეყნის ღალატის შესახებ?
🔹 რამდენად მიგაჩნიათ თქვენ სწორად, იქიდან გამოდინარე რომ უშიშროების საბჭოს მდივანი და წევრი ბრძანდებით, რომ კანონით იყოს შემოღებული 6 თვიანი აუცილებელი გაწვევა ჯარში, ისე, რომ არავის არ ჰქონდეს არავითარი შეღავათები.
🔹 რამდენად ეს იქნება მისაღები და დაარეგულირებს თუ არა დღეს არსებულ ვითარებას, მხედველობაში მაქვს – ალტერნატიული გზები. კერძოდ, შეღავათები და სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები.

საქართველომ რუსეთიდან შემოსული მოქალაქეები უნდა მიიღოს – ფრიდონ ინჯია

🔹 საქართველომ რუსეთიდან შემოსული მოქალაქეები უნდა მიიღოს…… – ფრიდონ ინჯია

🔹 „ჩვენ, ალბათ, არ გავქვს უფლება ხალხი ეროვნების მიხედვით განვასხვაოთ. შენ ებრაელი ხარ, შენ რუსი, ვიღაც უკრაინელია და ამ დროს რუსული გვარი აქვს, მაგრამ უკრაინელად თვლის თავს… ვიღაც მივიღოთ, ვიღაც არა? თუ ის ლტოლვილია და გამორბის, ე.ი. მას უჭირს, ე.ი. ის ამ საქმეში არ მონაწილეობს, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ პირდაპირ ეთერში.


🔹 მისი თქმით, ის პირადად იღებს უკვე მეორე ოჯახს უკრაინიდან და ეხმარება მათ.


🔹 დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1993 წელს ასობით ათასი ქართველი ლტოლვილი წავიდა საზღვარგარეთ და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ან უკრაინას, ან რუსეთს, ან ბელორუსს არ მიეღო ისინი.


🔹 „რაც რუსეთმა 2006 წელს გააკეთა, ეს იყო რუსეთის დიდი შეცდომა – არაჰუმანური ქმედება… ქართველი კაცი ახლა იმავეს ხომ არ გააკეთებს?“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ რუსეთიდან ქართველების დეპორტაციასთან დაკავშირებით.


🔹 ამასთანავე ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ საქართველომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი და შექმნას ისეთი პირობები, რომ ქართველები დაბრუნდნენ სამშობლოში და მათ მოქალაქეობის მიღება არ გაუჭირდეთ.

შეუძლებელია იყო ომის მხარეს – ომს დღეს აწარმოებს პუტინი – ფრიდონ ინჯია

🔹 შეუძლებელია იყო ომის მხარეს … ომს დღეს აწარმოებს პუტინი – ფრიდონ ინჯია.
🔹 „ომის მხარეს როგორ უნდა იყო? ეს შეუძლებელია. ხოლო ომს დღეს აწარმოებს პუტინი…ძალიან ტრაგიკულია ეს ყველაფერი“.
🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
🔹 მისი თქმით, რუსეთი და პუტინი დღეს არ არის სხვადასხვა ცნება.
🔹 „ეს ერთია მთლიანობაში. ახლა ხალხი იქ არაფერს წყვეტს. ყველა გადაწყვეტილება სათავეში მიიღება“, – აღნიშნა დეპუტატმა.
🔹 როგორც ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ერთი რამ გამოიკვეთა, კერძოდ ის, რომ მესამე ძალას, როგორიც არის ევროპის ცალკეული ქვეყნები და აშშ, აწყობთ, რომ იყოს ომი და აფინანსებენ როგორც ერთ, ისე მეორე მხარესაც.
🔹 „პროგნოზს ვერ გეტყვით… მოლაპარაკებებისას იმდენად ბევრი საკითხია, რომ შეთანხმება რთულია, და ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან. სამწუხაროა, რომ მოლაპარაკების მიუხედავად დაპირისპირება გრძელდება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.