ყოველთვიური არქივები: აგვისტო2023

ფრიდონ ინჯიას პრეს-კონფერენცია

📍 იმედი გვაქვს, სააკაშვილი და მისი თანამზრახველები საბოლოოდ აუცილებლად დაისჯებიან იმ ღალატისთვის, რომელიც მათ 2008 წელს ჩაიდინეს და რაც ჩვენი ისტორიული რეგიონის ოკუპაციით, 500- მდე ადამიანის დაღუპვით და 30 ათასი ადამიანის დევნილობით დასრულდა.

📍 ეს იყო ისეთი ღალატი, რომლის მსგავსი ბოლო რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში საქართველოსთვის თავისი შედეგებით არავის არ მიუყენებია.

📍 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

🔷 „საზოგადოება კარგად ხედავს, რა მასშტაბის კოორდინაცია მოქმედებს იმისათვის, რომ ციხიდან განთავისუფლდეს კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. ამ კოორდინაციაში ჩართულნი არიან ამერიკის ხელისუფლება, ევროპარლამენტი რამდენიმე ასეული დეპუტატით, უკრაინისა და მოლდოვას ხელისუფლებები, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და არაერთი სხვა სუბიექტები, რომლებიც საბოლოოდ ერთი ხელიდან იმართება.

🔷 საინტერესოა, რატომ იცავენ ისინი სააკაშვილს და რატომ ცდილობენ მის გათავისუფლებას. გასაგებია, რომ სააკაშვილი აგენტია, რომლიც 2003 წელს საქართველოში ამერიკულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში, ამერიკული აგენტურა მოიყვანა ხელისუფლებაში და ამერიკელების ყველა დავალებას პირნათლად ასრულებდა: დაამყარა ავტორიტარული რეჟიმი, გადაავსო ციხეები, აწამებდა პატიმრებს, მუდმივი რეკეტისა და შიშის ქვეშ ჰყავდა ბიზნესი, მიიტაცა ტელევიზიები, გაასხვისა სტრატეგიული ობიექტები, დავით გარეჯი და ა.შ
თუმცა, მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი სააკაშვილს იცავენ და მის გათავისუფლებას ცდილობენ, მაინც მის მიერ შესრულებული მთავარი დავალებაა. ამერიკელებისთვის ყველაზე ფასეული იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პროვოცირება, რომელმაც რუსეთის ეკონომიკასა და საერთაშორისო იმიჯს პირველი სერიოზული დარტყმა მიაყენა და რუსეთსა და ევროპას შორის სერიოზული ბარიერი შექმნა.

🔷 მართალია, სააკაშვილმა ეს ამერიკელების დავალება უნიჭოდ და სერიოზული ხარვეზებით შეასრულა, მაგრამ ამერიკელებმა პროგრამა მინიმუმს მაინც მიაღწიეს, რასაც ისინი სააკაშვილს, ბუნებრივია, სათანადოდ უფასებენ. ამ დროს თვალს ხუჭავენ იმ მილიარდებზე, რომელიც სააკაშვილმა ამ ომით მიითვისა. საბოლოოდ, 2008 წლის ომს არაპროვოცირებული ვერ დაერქვა და მეტიც, სააკაშვილს ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, იმის აღიარება მოუწია, რომ ომი თავად დაიწყო და სახალხოდ, ტელევიზიითაც დიდი სიამაყით ამცნო საქართველოს მოსახლეობას თავისი „საამაყო“დანაშაული. თუმცა, ყველაფერი ამის მიუხედავად, სააკაშვილი მაშინ ზუსტად ისევე გამოაცხადეს მსოფლიო გმირად, როგორც ზელენსკი ჰყავთ დღეს გამოცხადებული. ისიც უნდა ითქვას, რომ „არაჟნების სპეცოპერაცია“ წარმატებით რომ განხორციელებულიყო, დღეს ამერიკელებს ერთდროულად ორი მსოფლიო გმირი ეყოლებოდა, რომლებიც რუსეთს ორი ფრონტით დაუპირისპირდებოდნენ.

🔷 ჩვენს მიერ არაერთხელ გაჟღერდა მოთხოვნა, 2008 წლის ომის გამოძიების შესახებ. თუმცა, ვფიქრობთ, მასშტაბური კოორდინაცია, რომელიც სააკაშვილის გასათავისუფლებლად წარმოებს, ყველაფერს სრულად მოჰფენს ნათელს. სააკაშვილს საკუთარი პატრონები 2008 წლის ომს უმადლიან და მას სწორედ ამ მთავარი დამსახურების გამო იცავენ. ვხედავთ, რომ ამერიკელების შიშით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე მაინც ვერ ახერხებს სახელმწიფოს ინტერესების სრულად დაცვას და საგამოძიებო კომისიის შექმნისგან ისევ თავს იკავებს. სანამდე? თუმცა, სააკაშვილის გარშემო განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ომთან დაკავშირებით გამოსაძიებელიც კი აღარაფერია, რადგან ყველაფერი ისედაც დღესავით ნათელია.

🔷 იმედი გვაქვს, სააკაშვილი და მისი თანამზრახველები საბოლოოდ აუცილებლად დაისჯებიან იმ ღალატისთვის, რომელიც მათ 2008 წელს ჩაიდინეს და რაც ჩვენი ისტორიული რეგიონის ოკუპაციით, 500- მდე ადამიანის დაღუპვით და 30 ათასი ადამიანის დევნილობით დასრულდა.

🔷 და ბოლოს,

🔷 ეს იყო ისეთი ღალატი, რომლის მსგავსი ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში საქართველოსთვის თავისი შედეგებით არავის არ მიუყენებია“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

🔷 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, დღევანდელი პრეს-კონფერენციის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს „ქართულ ოცნებას“, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია 2008 წელთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

🔷 „იმისათვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, და ამ თემას წერტილი დაესვას, აუცილებელია შეიქმნას 2008 წელთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია, რაზეც ჩვენ თვეებია ვსაუბრობთ. ხალხს აინტერსებს, თუ რა მოხდა რეალურად 2008 წელს. რასთან გვქონდა საქმე. ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს, იმისათვის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მსგავსი რამ არ განმეორდეს“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ფრიდონ ინჯიას მედიის მიღმა შეხვედრები მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ამ საკითხზე, დეპუტატმა აღნიშნა, რომ მას მსგავსი შეხვედრა არ ჰქონია და სწორედ პრეს-კონფერენციის მეშვეობით კიდევ ერთხელ აკეთებს განცხადებას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობის შესახებ.

🔷 ფრიდონ ინჯია დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში მთელი ქვეყანა ფეხზე დადგება, და ეს ფაქტი მოსახლეობის უდიდეს შეშფოთებას გამოიწვევს იმ 300 ათასი პატიმრის ჩათვლით.
„საკმაოდ ძლიერი კოორდინაცია მიმდინარეობს სააკაშვილის გასათავისუფლებლად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ რომ მოხდეს, ეს გამოიწვევს ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს აღშფოთებას და მთელი საქართველო ფეხზე დადგება. ამაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷 „გარკვეული წრეების ინტერესებში შედის, რომ საქართველოში დაიწყოს სამოქალაქო ომი, იყოს დაპირისპირება. ჩვენი გუნდი კატეგორიულად ემიჯნება მსგავს რამეს, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ეს გამოიწვევს ქვეყნის დანგრევას.

🔷 თქვენ წარმოიდგინეთ, აქ რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო, რა დღეში ვიქნებოდით. თქვენ გადახედეთ, რა დღეშია დღეს უკრაინის ქალაქები, იმ ქალაქებიდან ეხლა ნატამალიც კი აღარ არის. გვინდა ეს ჩვენ? საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია და დაპირისპირება. სწორედ, ამან მაიძულა მე, კიდევ ერთხელ გამეკეთებინა განცხადება 2008 წელთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“,- განაცხადა დეპუტატმა.

🔷 ფრიდონ ინჯიამ პრეს-კონფერენციაზე ცალსახად აღნიშნა, რომ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკურ გუნდს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებაში არანაირი ეჭვი არ შეაქვს, და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ამას არ ემსახურება.

🔷 „ჩვენი მოთხოვნაა, დადგინდეს, თუ რატომ მოხდა მაგალითად, კოდორის ხეობის გადაცემა მაშინ, როდესაც კოდორის ხეობა შედიოდა საქართველოს იურისდიქციაში. ასევე, რატომ მოხდა ტექნიკის გადაცემა. არის ბევრი კითხვა ამ საკითხებიდან გამომდინარე. როგორ მოხდა პატარა, ერთსართულიანი სახლების აშენება, რომელიც დასავლეთისკენ მიმავალ გზაზეა განლაგებული. როგორ აშენდა, რა თანხები იყო გამოყოფილი, და ვინ ააშენა იგი. იცით თქვენ თუ არა, რომ ეს მშენებლობა საერთო ჯამში სულ 200 მილიონი დოლარი დაჯდა … სად არის დანარჩენი 3 მილიარდ ნახევარი … ამაშია საქმე“, – დასძინა დეპუტატმა.

🔷 ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ დაუშვებელია საქართველოს მოსახლეობის სახელით საუბრობდეს 150 დაქირავებული ადამიანი.
„ბათუმში დაგეგმილ აქციებზე, მართლაც უხერხულია, რომ 150 კაცის გამოსვლას ეწოდოს საქართველოს მოსახლეობის პოზიცია და ისინი საუბრობდნენ საქართველოს მოსახლეობის სახელით.

🔷 მე მეუხერხულება ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მათ ხელმძღვანელებმა 150 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს ბათუმში, მით უფრო, როცა ეს ყველაფერი კეთდება ქართველი ერის სახელით.
ჩადით რაიონებში, მოძებნეთ ნეიტრალური ადამიანი და ჰკითხეთ, სურთ თუ არა, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ ტურისტები. არ აქვს მნიშვნელობა საიდან იქნებიან ისინი, რუსეთიდან, თუ ევროპიდან. ჩვენ ყველა უნდა მივიღოთ. თქვენ ნახეთ, თუ რა მოგება მიიღო საქართველომ? … ესე იგი, თქვენ არ გინდათ ამის დაფიქსირება, ან ის, რომ საქართველომ მოგება მიიღოს და გაძლიერდეს ეკონომიკურად.

🔷 საქართველოში ომის დაწყება ქვეყნის მოღალატეების ინტერესებში შედის, რომელთა სურვილია ქვეყნის განადგურება, და მე ვებრძვი ამ მოღალატეებს“, – დასძინა ფრიდონ ინჯიამ.