Category Archives: სიახლეები

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასამართლომ ნდობა აიმაღლოს?!“ –  ფრიდონ ინჯიას შეკითხვები მოსამართლეობის კანდიდატებს

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასამართლომ ნდობა აიმაღლოს?!“ – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას შეკითხვები მოსამართლეობის კანდიდატებს.

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ორ კანდიდატს, გოჩა აბუსერიძეს და გიორგი გოგიაშვილს გაესაუბრა.

ფრიდონ ინჯიას განცხადება “თბილისი პრაიდის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ძვირფასო თანამემამულეებო, დებო და ძმებო, მამებო, დედებო და შვილებო!

საქართველო უდიდესი კულტურისა და ისტორიის ქვეყანაა. ის ოდითგანავე გამოირჩეოდა თავისი ტოლერანტობით და შემწყნარებლიბით. საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად ცხოვრობდნენ სხვადსხვა ეროვნების, აღმსარებლობის თუ უმცირესობების წარმომადგენლები. ტრადიცია არც დღეს დარღვეულა. უფრო მეტიც, მათი უფლებები კონსტიტუციურად არის გამყარებული და სახელმწიფო მათ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას და მზრუნველობას იჩენს, ეს კი იმის დასტურია, რომ საქართველო ევროპული ცივილიზებული, დემოკრატიული ღირებულებების ქვეყანაა.

ჩვენ კარგად გვესმის, სახელმწიფო რომ შედგეს და განვითარდეს, მისი ყველა წევრი თავს სრულუფლებიან მოქალაქედ უნდა გრძნობდეს და კონსესუსურ საზოგადოებაში ცხოვრობდეს – არ შეიძლება ერთის სასარგრბლოდ, მეორის უფლება ირღვეოდეს.

დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო ასპარეზზე. ამას თან ერთვის კოვიდ 19-ით განპირობებული ვითარება. ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ოპოზიცია კი იმის ნაცვლად, რომ ამ პრობლემების დაძლევაზე ფიქრობდეს, შემთხვევას არ უშვებს, რომ სიტუაცია დაძაბოს, ქვეყანა ქაოსსა და არეულობაში გახვიოს და მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს.

“თბილისი პრაიდის” ჩატარების თაობაზე, თავიდანვე ცნობილი იყო საზოგადოების განწყობა და პრაიდის ორგანიზატორებსა და მათ უკან მდგარ რადიკალურ ოპოზიციას არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებამ და ცალკეულმა პოლიტიკოსებმა, თავი შეეკავებინათ ასეთი ღონისძიების ჩატარებისაგან, რათა თავიდან აგვეცილებინა მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირება და არეულობა.

მართლაც, პრაიდის ჩატარების წინააღმდეგ, თავისი პროტესტის დასაფიქსირებლად, თბილისის მთავარ პროსპექტზე სამღვდელოების წარმომადგენლები და ათასობით მოქალაქე გამოვიდა. მიუხედავად სამართალდამცავი ორგანოების პროფესიონალური მოქმედებისა, ეს არასაკმარისი აღმოჩნდა და სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტების გამოვლინებას, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ. ასეთ ძალადობას ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ და ვემიჯნებით, მაგრამ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას და იმ ძალებს, რომლებმაც არ გაითვალისწინეს შექმნილი ვითარება.

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი, უნიკალური კულტურის, გენეტიკური კოდის, რელიგიური აღმსარებლობის, განსაკუთრებული მისიის მატარებელი ქვეყანაა. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, სათუთად უნდა ვუფრთხილდებოდეთ ამ ყველაფერს, ერთამანეთს და ერმა და ბერმა საერთო თანხმობისა და მომავლისათვის ერთად უნდა ვიღვაწოთ.

ღმერთი ფარავდეს საქართველოს და თითოეულ ჩვენთაგანს!

“მოსახლეობა უნდა გამაგრდეს რეგიონებში, სოფლად და ამ კუთხით უნდა მოხდეს მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან” – ინჯია

„ევროპელ სოციალისტებს“ მნიშვნელოვან საკითხად მიგვაჩია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა, რომელიც ნახევარ მილიონზე მეტია საქართველოში და მათ შორის არიან ბავშვები. – ამის შესახებ

„ევროპელ სოციალისტებს“ მიგვაჩნია, რომ მოსახლეობა უნდა გამაგრდეს რეგიონებში, სოფლად და ამ კუთხით უნდა მოხდეს მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. კარგია 10 წლიანი პროგრამა და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა, მაგრამ აუცილებელია, მოკლევადიანი, ვთქვათ 3 წლიანი გეგმაც. რომელ გლეხს ეტყვით თქვენ? აი, გვაქვს 10 წლიანი პროგრამა და ამ პერიოდში მე-8 მე-9 წელს იქნება რაღაცა. მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ. მე ამაში ვერ დაგეთანხმებით.

დღეს სოფელს სჭირდება გადამამუშავებელი მრეწველობა, საწარმოები და ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. ამაში უნდა იყვნენ ჩართულები გამგებლები და მერები. ისინი უნდა აგებდნენ პასუხს სოციალურ მდგომარეობაზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არიან არჩეულები ხალხის მიერ.

დავით ზილფიმიანის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრის დავით ზილფიმიანის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიურ ანგარიშზე პოლიტიკური დებატები გაიმართა.

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FEUsocialistsOfficial%2Fvideos%2F183304893741951%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”314″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>

“ეს ნაბიჯი მიმართულია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისკენ” – “ევროპელი სოციალისტები” მმართველი პარტიის მხრიდან შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს ეხმაურება

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტსაბჭო მიესალმებიან „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს და გამოთქვამენ მზადყოფნას, შეუერთდნენ აღნიშნულ დოკუმენტს.
,,მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მიმართულია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისკენ, რაც ასევე სრულად რეკომენდირებული და მხარდაჭერილია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“ – ნათქვამია განცხადებაში.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ აღნიშნული გადაწყვეტილება და ხელმოწერილ დოკუმენტში შემავალი მუხლების „ოცნების“ მიერ შესრულების პასუხისმგებლობა, საფუძველს უყრის სრულიად ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციულ ურთიერობას კიდევ უფრო რეალურს გახდის.