„აქ დაისვა ასეთი შეკითხვა, – ეს კანონპროექტი გვაშორებს თუ გვაახლოებს ევროკავშირს? და მიმაჩნია, რომ ეს არის პროვოკაციული კითხვა

🟥 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ თუკი ამა თუ იმ ორგანიზაციის ან პიროვნების ქმედება საშიშროების მომტანია ქვეყნის ერთიანობის, მდგრადობისა და საფრთხეს უქმნის მშვიდობას, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან წინასწარ უნდა იყოს მიღებული შესაბამისი ზომები.
სწორედ ამიტომ არის საჭირო „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონის მიღება – ფრიდონ ინჯია

🔷 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ბათუმში საერთო-სახალხო განხილვის ფარგლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მმართველმა პარტიამ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კონსტიტუციური კანონპროექტის პრეზენტაცია მოაწყო.
საერთო-სახალხო განხილვის ფარგლებში საზოგადოების მხრიდან დასმული შეკითხვები „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივაც დაისვა.

🔷 „აქ დაისვა ასეთი შეკითხვა, – ეს კანონპროექტი გვაშორებს თუ გვაახლოებს ევროკავშირს? და მიმაჩნია, რომ ეს არის პროვოკაციული კითხვა.

🔷 ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობის კეთილდღეობაზე და ქვეყნის გაერთიანებაზე ზრუნვა.

🔷 კანონებს ჩვენ ვიღებთ იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს თავისი თამაშის წესი და რომ ყველა ქმედება იყოს ჩარჩოში მოქცეული.

🔷 თუკი, სახელმწიფომ იგრძნო, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციის ან პიროვნების ქმედება საშიშროების მომტანია ქვეყნის ერთიანობის, მდგრადობის და საფრთეს უქმნის მშვიდობას, წინასწარ უნდა იყოს მიღებული შესაბამისი ზომები. სწორედ ამისთვის არის საჭირო ამ კანონის მიღება, და ეს კანონი მარტო საქართველოს არ სჭირდება. ეს სჭირდება ევროპასაც და ეს კანონი ევროპას უფრო დააახლოებს საქართველოსთან“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these <abbr title="HyperText Markup Language">HTML</abbr> tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*