ფრიდონ ინჯიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წინადადებები შესთავაზა

✏️საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წინადადებები შესთავაზა.

🔷საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამა წარმოადგინა, რომელსაც ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა ერთობლივი სხდომის ფორმატში მოუსმინეს.

🔷„ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ოპოზიციური პარტია და მიგვაჩნია, რომ ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს იყო მთავრობის მოწინააღმდეგე.

🔷ამ წლების განმავლობაში ჩვენ მივეცით ხმა კანონებს და პარლამენტის იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიგვაჩნდა ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამ მხრივ ბევრჯერ დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის უმთავრეს გამოწვევად სოციალური საკითხების გადაწყვეტა რჩება, რასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობის აღება და ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი სამაგალითო ქვეყნების გამოცდილების გაზიარება როგორებიცაა ჩინეთი, სკანდინავიისა, თუ ბენილუქსის ქვეყნები.

დეპუტატის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით გაიზარდოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტების დონეზე.

🔷„საქართველო არის სოციალური სახელმწიფო და რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო ადვილია სოციალური საკითხების გადაწყვეტა. მაგალითისთვის, ავიღოთ ჩინეთი (მილიარდ ოთხასი მილიონიანიანი ქვეყანა), თუ როგორ გადაწყვიტა მან სოციალური საკითხები თავის ქვეყანაში, სადაც მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. იგივე შეიძლება ითქვას სკანდინავიისა და ბენილუქსის ქვეყნებზე.

🔷ამ ნაწილში ჩვენთან არ არის ასე. ნაკლებია პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტების დონეზე. მე არაერთხელ მქონდა ამაზე საუბარი. მუნიციპალიტეტებში მერები ელოდებიან პროგრამებიდან დაფინანსებას და თავად ისინი პასუხს არ აგებენ მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს მიმართა თხოვნით, ერთი თვის თავზე წარმოადგინოს ახალი სამთავრობო პროგრამა, სადაც გათვალისწინებული იქნება პარლამენტში დღევანდელ განხილვაზე გამოთქმული შენიშვნები, იდეები, პოზიციები თუ მოსაზრებები, რადგან მის მიერ დღეს წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა პრაქტიკულად, წინა პრემიერ-მინისტრის პროგრამისგან დიდად არ განსხვავდება და ეს ბუნებრივიცაა, არსებული მოკლე ვადებიდან გამომდინარე.

🔷„თქვენი მოხსენება დიდად არ განსხვავდება წინა პრემიერ-მინისტრის მოხსენებებიდან და პრაქტიკულად, შეუძლებელიც იყო ერთი კვირის განმავლობაში თქვენ ახალი წინადადებები და პროგრამა წარმოგედგინათ.

თქვენ თქვენი გამოსვლით დაადასტურეთ ის პოლიტიკური გეზი, რაც აქვს თქვენს პარტიას – „ქართულ ოცნებას“.

🔷მე ვფიქრობ, რომ იმ შენიშვნებიდან, იდეებიდან, მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაც დღეს აქ გამოითქვა, კარგი იქნება, რომ ერთი თვის შემდეგ თქვენ წარმოადგინოთ საინფორმაციო ხასიათის ან დაზუსტებული 10 თვის პროგრამა, რომელიც იქნება განსხვავებული, სადაც გათვალისწინებული იქნება ის წინადადებები და მოსაზრებები, რაც დღევანდელი განხილვის პროცესის დროს გამოითქვა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად მოსახლეობის უმთავრეს და ძირითად პრობლემას წარმოადგენს იაფ ფულზე წვდომის არ არსებობა.

🔷“მოსახლეობას რა სჭირდება ? – იაფი ფული. მაშინ ყველაფერი დალაგდება. მისაღები საბანკო პროცენტების პირობებში შეიქმნება საწარმო და გაჩნდება სამუშაო ადგილები, სოფელი არ დაიცლება, და თუ თქვენ, საპარლამენტო საქმიანობის გამოცდილებიდან გამომდინარე, კანონებით გაამყარებთ ამ მიმართულებას, კერძოდ, ვინც სოფლად საწარმოს შექმნის, გაათავისუფლებთ გადასახადებისგან 3-5 წლის განმავლობაში, მოსახლეობას უკვე მოტივაცია ექნება, რაც სოფლის აღორძინებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება ბანკებს და ქვეყანაში არსებულ საბანკო პროცენტებს, ამასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული წინადადებები და ეს საკითხი გადაწყვეტადია“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷დეპუტატის თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ასეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები გაკეთდა და კეთდება, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთავრობა მეტად გადაეშვა ამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, და ამ დროს ხალხი, რომელიც სოფლად არის, მათ ხელისუფლების ყურადღება დააკლდათ.

🔷„მიმაჩნია, რომ ეს საკითხი საჭიროებს სიღრმისეულ გადახედვას და შესწავლას, თუ რატომ ხდება ასე. თუ სოფლად ჩვენ მოსახლეობა არ გვეყოლება, რისთვის გვინდა ინფრასტრუქტურა და დაგებული გზები?!“ – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷თავის გამოსვლაში ფრიდონ ინჯიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს და მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

🔷„თქვენ დიდი ბრძოლა მოგიწვეთ, რადგან რთული გარემოა და თქვენ დიდი მხარდაჭერა გჭირდებათ ყველა ჩვენგანის მხრიდან და ჩვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლებას, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

https://fb.watch/qltz-MuY3y/

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these <abbr title="HyperText Markup Language">HTML</abbr> tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*