ფრიდონ ინჯია მხარს უჭერს „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც საარჩევნო სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-ისა

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მხარს უჭერს „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც საარჩევნო სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-ისა.

🔷 საკითხი პირველი მოსმენით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.

🔷„ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები არც ერთ პარტიას არ უზღუდავს დეპუტატობის კანდიდატთა საარჩევნო სია შეადგინოს თავისი შეხედულებისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ მხრივ პარტიებს სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 რაც შეეხება „გირჩის“ მეორე ინიციატივას საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ, როგორც ფრიდონ ინჯიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ეს საკითხი მან განიხილა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან მამუკა მდინარაძესთან.

🔷 დეპუტატმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფი ამ საკითხს მხარს დაუჭერს.

🔷 „საქართველოში ქალის პატივისცემა და ქალისადმი დამოკიდებულება საუკუნეებიდან მოდის და საქართველოს ისტორიის კუთვნილებაა ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანას მეფედ სწორედ ქალი ჰყავდა. აქედან გამომდინარე, კონკრეტული პარტიის პრეროგატივაა თუ რა თანმიმდევრობით და როგორ შეადგენს პარტიულ სიას წინასაარჩევნოდ პარტიის ინტერესებიდან გამომფინარე“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔷 „გირჩის“ მიერ წარმოდგენილი ცვლილებების განმარტებით ბარათში ნათლად წერია, რომ გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღება, რაც პირადად ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს.

🔷 კომიტეტის სხდომაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ კომუნისტების დროს იყო კვოტირება. დიახ, იყო კვოტირება, მაგრამ კვოტირებას მაშინ სხვა მიზეზი ჰქონდა. მაშინ არ იყო ასეთი მოთხოვნა, რომ ქალი ყოფილიყო მესამე ან მეოთხე სიაში. იქ იყო კვოტირება, იმისთვის, რომ კონკრეტული სოფლის ან ამა თუ იმ საწარმოს წარმომადგენელი ყოფილიყო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში.

🔷 მე ასევე მახსოვს, რომ საქართველოში იყო „ქალთა პარტია“ .

წარმოდგენილი ცვლილებებით არავინ არ აწესებს შეზღუდვას იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო პარტიული სიები თუნდაც სრულად ქალებით იყოს დაკომპლექტებული. ეს არის პარტიის მიერ მისაღები გადაწყვეტილება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თავად პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ.

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these <abbr title="HyperText Markup Language">HTML</abbr> tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*