The party "European Socialists" was addressed by a part of the civil society of Georgia

  • ქართული საზოგადოების ნაწილის ხმა;
  • პოლიტიკურ პარტია „ევროპელ სოციალისტებს“ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა მიმართა;

 საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახალხო

წარმომადგენელთა დეკლარაცია (მიმართვა)

საქართველოს პრემიერ – მინისტრს

– ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,

შალვა პაპუაშვილს

საქართველოს პარლამენტის წევრებს

მივმართავ ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, ევროკავშირის, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობას, მოკავშირე ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს, საქართველოში აშშ-ს, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელის ელჩებს; აშშ-ს კონგრესმენებს და სენატის ცალკეულ წევრებს, რომლებიც ჩართულნი არიან ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში.  

საქართველოს მოსახლეობამ მადლიერებით მიიღო საერთაშორისო ნდობა ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულობისა და აქტიური მხარდაჭერისათვის; მმართველ პარტიას  12-პუნქტიანი დავალების შესრულება დესტრუქციული ძალების და  საზღვარგარეთიდან დაფინანსებული პირების ზეწოლის პირობებში მოუხდა.  მაშინ, როდესაც  ე.წ. რადიკალური  ოპოზიცია  საერთოდ არ მონაწილეობდა საკითხთა მომზადების,  განხილვის და მსჯელობის პროცესში.

      საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ძალები, მიზანდასახულად ძალადობისკენ მოუწოდებენ  საქართველოს მოქალაქეებს, ტერორის ქვეშ ამყოფებენ მთელ ქვეყანას. შეცდომაში შეჰყავთ ახალგაზრდები და უბიძგებენ არეულობაში ჩართვისაკენ. ცუდია, რომ რეალურ ვითარებას ხელს უწყობს თვით აშშ-ს და ევროკავშირის წარმომადგენლობები.

      ამდენად, პოლიტიკურ ასპარეზზე შექმნილი განუკითხაობა, არეულობა, ანტისახელმწიფოებრივი, აგრესიული ქმედებებით დაკავებული „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული ჯგუფები არ წარმოადგენენ ოპოზიციას.  დაპირისპირებული მხარეები მხოლოდ ხელისუფლების დამხობას, დარბევას ღაღადებენ და არ აინტერესებთ ქვეყნის ბედი.

      რაც შეეხება ოლიგარქიულ, არაფორმალურ მმართველობას, გარემოებები ცხადყოფენ, რომ ადგილი აქვს, სწორედ,  „ნაციონალური მოძრაობის“  მხრიდან.        

      ყოფილი პრეზიდენტი არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებულის სტატუსით იმყოფება საპყრობილეში (თუმცა, თითქმის ორი წელი მაღალი დონის კლინიკაში მკურნალობს პატიმრისთვის სანატრელ პირობებში) და სხვა მსჯავრდებულებთან შედარებით განსხვავებულ პირობებში  იხდის სასჯელს. სასამართლო პროცესებს პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს და ჭიანურდება განაჩენის გამოტანა საზღვრის სამარცხვინო წესით დარღვევის, კონტეინერში დამალვის ფაქტზე. ამ ეტაპზე  წამოიწია კიდევ ერთი საკითხი პრეზიდენტობის დროს საბიუჯეტო სახსრების პირადი სარგებლობისათვის გამოყენების თაობაზე.

      ამდენად პოლიტპატიმრის სტატუსის, პირადი პოლიტიკური დაინტერესებით გამოყენება   დაუშვებელია.

     უნდა  შეწყდეს ქვეყნის დამაკნინებელი განცხადებები, ცრუ საინფორმაციო ომი. სატელევიზიო ეთერი უნდა დაეთმოს ქვეყნის სასიკეთო, ხალხის კეთილდღეობის ასამაღლებელ  საკითხებს, კონსტრუქციულ მიდგომებსა და მსჯელობებს.

      ამის აუცილებლობაზე მეტყველებს და მიგვითითებს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და  მოსალოდნელი საფრთხეები.

        ქვეყნის მართვა სიმკაცრეს მოითხოვს, ხოლო უმსგავსო დანაშაულებრივ ქმედებებზე ქმედით რეაგირებას, რაც თავიდან ააცილებდა ქვეყანას ბოლო 7 წელიწადში“ ნაციონალური მოძრაობის“ და სატელიტი დაჯგუფების მიერ ტერორს, დარბევებს, რევოლუციის და გადატრიალების მცდელობებს.

       სახალხო დიპლომატიის ფორმატით მიგვაჩნია დავაფიქსიროთ სახელმწიფო ინტერესების, სუვერენიტეტის, მშვიდობის შეუქცევადობა, უკრაინიზაციის პროცესის, ,,მაიდნის“ მოწყობის მცდელობის თავიდან აცილება.

       ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობას მიაჩნია და სჯერა, რომ 31 ოქტომბრის დოკუმენტში ასახული მიდგომა გათვალისწინებული იქნება.

      ამასთან, მსოფლიო წესრიგის დამყარების და გლობალიზაციის პროცესში საქართველოს ხელისუფლების დამსახურებების საპასუხოდ, უნიკალური შანსი ეძლევა ევროკავშირის შესაბამის მესვეურებს განიხილონ და იმსჯელონ დაშვებული შეცდომისა და გაუგებრობის გამოსასწორებლად.

      გლობალიზაციის პროცესში გამოწვევებსა და სირთულეებთან ერთად ქვეყნისთვის უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება.

      საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, არსებული წესით მოსახლეობის ნდობით განახორციელონ ტექსტის სრულყოფა, რათა შესაძლებელი გახდეს მათი დანიშნულებისამებრ მიწოდება.

სამოქალაქო საზოგადოების სახალხო

წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფი

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these <abbr title="HyperText Markup Language">HTML</abbr> tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*