Monthly Archives: November 2023

Fridon Injia called the project of the century on the existing section of the Rikoti road, the main works of which have been completed.

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საუკუნის პროექტი უწოდა რიკოთის სავალი გზის არსებულ მონაკვეთზე მიმდინარე პროექტს, რომლის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია.

🔷 უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში რეგიონული გავნითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

🔷 „ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული მნიშვნელობისაა. მინდა იმედი გამოთქვა, რომ დარჩენილი სამუშაოებიც ბოლომდე წარმატებით დასრულდება“, – აღნიშნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ასევე, ყურადღება გაამახვილა ტარელი-ლებარდის გზის მონაკვეთის მშენებლობის საკითხზეც, რომელიც მისი თქმით, ასევე განსაკუთრებული დანიშნულებისაა, რადგანაც იგი პირდაპირ უკავშირდება საკურორტო ზონის განვითარებას, რომლის განხორციელება სავალი გზის მოწესრიგების გარეშე შეუძლებელია.

🔷 „ვიმედოვნებ, რომ თქვენი პოტენციალიდან გამომდინარე ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტაც შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მიმართა შეკითხვით „3+3 ფორმატში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ ქვეყნისა და ხალხის ინტერსებიდან გამომდინარე.

🔷 „საუკუნის გზა, აშენებული სატრანსპორტო მაგისტრალები, რომელიც გაივლის სომხეთს, აზერბაიჯანს, ჩრდილოეთს და იგი იქნება სტრატეგიული მნიშვნელობის, ხომ არ ფიქრობთ, რომ იგი მაქსიმალურად უნდა დაიტვირთოს, რათა ქვეყანას მოუტანოს ფინანსური სარგებელი?!…

🔷 თქვენ როგორ მიგაჩნიათ, პროექტი, რომლის ინიციატორიც არის ნატოს წევრი ქვეყნის წარმომადგენელი, თურქეთი, რომელიც „3+3 ფორმატში“ მონაწილეობს, იქნება თუ არა მომგებიანი საქართველოსთვის ამ პროექტში მონაწილეობა? მე პირველ რიგში გამოვდივარ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ხალხის კეთილდღეობისთვის და რომ სახელმწიფო გახდეს უფრო ძლიერი.

🔷 ამ პროექტში შეიძლება იყოს ჩადებული პოლიტიკური ნაწილიც, რადგან იგი არ არის მარტო მოგებაზე გათვლილი. „3+3 ფორმატის“ ფარგლებში შეიძლება იყოს ქვეყნის გამთლიანებისკენ ეფექტური ნაბიჯების გადადგმის საშუალება. სწორედ ამიტომ მთელი რიგი საკითხებია, რომელიც თანდართულია ამ პროექტთან, და ეს ყველაფერი კი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. აქედან გამომდინარე მე მაინტერესებს თქვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით“,- მიმართა ფრიდონ ინჯიამ ირაკლი ქარსელაძეს.