„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში

📍 საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმება;

📍 ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა;

📍 საპარლამენტო არჩევნები და ევროკავშირის ორმაგი სტანდარტები;

🔷 ამ და სხვა მნიშვნელოვან მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას.

🔷 დეპუტატის განცხადებით, „ევროპელი სოციალისტები“ მხარს დაუჭერენ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების შესახებ.

🔷 „მიმაჩნია, რომ საქართველოში ქალბატონები არასდროს არ ყოფილან დაჩაგრულები და ეს საუკუნეების განმავლობაში ასე იყო. ამიტომ, მე ადრეც ვფიქრობდი, რომ ეს ზედმეტად თავს მოხვეული, კანონით გამაგრებული მოთხოვნა იყო საარჩევნო სიების ფორმირებისას.

🔷 ვფიქრობ, ყველა პარტია და პოლიტიკური ძალა დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი ხმა მიიღოს არჩევნებში და თუ მათ რიგებში არიან ქალბატონები, რომელთაც აქვთ ხმების მიღების თვალსაზრისით დიდი პოტენციალი, ან თავიანთი კომპეტენციით მაღლა დგანან მამაკაცებზე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პარტიის ხელმძღვანელობამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ როგორ შეადგინოს საარჩევნო სია, და თუ ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება ვინმე, მას ექნება თავისი ინტერესები და ვფიქრობ, რომ ამის წინააღმდეგები იქნებიან ის ქალბატონები რადიკალური ოპოზიციური ფლანგიდან, რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილნი პარლამენტში. მოგეხსენებათ, მოქმედი კანონი პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებს, რომ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე იყოს ქალბატონი“. – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷 რაც შეეხება იაგო ხვიჩიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუკი „ქართული ოცნება“ გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას მხარს დაუჭერს, ასეთ შემთხვევაში, „გირჩი“ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატს მისცემს ხმას, ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, რომ ეს არის ერთგვარი პოლიტიკური შეთანხმება და გარიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება კიდეც.
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ევროპის საამებლად არაერთი კანონია მიღებული, რომლის შედეგებმაც დღეს იჩინა თავი, რისი ერთერთი თვალსაჩინო მაგალითია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი, რომელსაც დღევანდელი მოქმედი კანონით 90-ი ხმა სჭირდება.

🔷 „მსგავის საკანომდებლო გადაწყვეტილებები სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია. როცა შენ ხარ უმრავლესობა და არჩეული ხარ მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით, უნდა აიღო პასუხისმგებლობა და მიიღო სწორი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში მე არ მიმაჩნია სწორად, რომ ცესკოს თავმჯდომარე იყოს არჩეული 90 ხმით, მაშინ, როცა პარლამენტი პრემიერ-მინისტრს, პროკურურორს ირჩევს 76 ხმით.

🔷 რაც შეეხება შეთანხმებას „გირჩსა“ და „ოცნებას“ შორის, ეს ალბათ არის მოპალარაკების შედეგი, მაგრამ აქ მარტო „გირჩის“ ხმები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის არჩევა მოხდეს.

🔷 ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელ გიორგი კალანდარიშვილს ჩვენ მხარს დავუჭერთ, რადგან მან თავისი თავი წარმოაჩინა როგორც კომპეტენციით, ასევე თავისი საქმით, მონდომებითა და ერთგულებით და იგი იმსახურებს ცესკოს თავმჯდომარედ არჩევას“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად იმოქმედებს „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამაზე დაზუსტებით საუბარი რამდენიმე წელიწადში უფრო იქნება შესაძლებელი.
„დაველოდოთ 2030 წელს, როდესაც უფრო ნათელი და ზუსტი სურათი გვექნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, ლგბტ+ პროპაგანდის აკრაძლვის შესახებ წინადადება „ევროპელი სოციალისტების“ მხრიდან საკანონმდებვლო დონეზე წამოყენებული იყო ჯერ კიდევ გასული წლის მაისის დასაწყისში, რაც პრაქტიკულად, ერთი ერთზე თანხვედრაშია „ოცნების“ მიერ წამოყენებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან.

🔷 „ამ შემთხვცევაში არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ამ საკითხის ინიციატორი. ახლა მთავრია ჩვენს ქვეყანაში იყოს ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბავშვებს დაიცავს იმ მავნე პროპაგანდისგან, რომელიც უცხოა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ადათ-წესისთვის, ჩვენი მენტალიტეტისთვის. ასე, რომ თუ ასეთი კანონი იქნება მიღებული ამას მხოლოდ მივესალმებით.“ – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 რაც შეეხება ამ კონტექსტში ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში, დეპუტატის თქმით, „ ქართულ ოცნებას“ იგი ჯერ დარეგისტრირებული არ აქვს და დაზუსტებით არ არის ცნობილი თუ რა სახით იქნება აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში წარმოდგენილი.

🔷 „ამასთან დაკავშირებით შესაძლებელია, იყოს წარმოდგენილი პროექტი ორგანული კანონის სახით, ხოლო თუკი ასეთი ცვლილებები კონსტიტუციის დონეზე განხორციელდება, რა თქმა უნდა, ამას უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნება და ბევრ რამეს წერტილი დაესმევა, რაც მისასალმებელი იქნება. ასევე, არ არის გამორიცხული მოხდეს კანონპროეტთა პაკეტის ორად გაყოფა. კერძოდ, პირველ ეტაპზე იყოს მიღებული ის კანონები, რომლებიც აუცილებელია და სრულიად თავისუფლად შეიძლება იყოს მიღებული 76 ხმით, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კი, დაიწყოს საერთო სახალხო განხილვა და კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი პროცედურის გავლა.

🔷 ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუ „ოცნებას“ მართლა აქვს გადაწყვეტილი გვერდში დაუდგეს ქართველ ხალხს, ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს სწორედ ამ პრინციპით.
საქართველოში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები პროცენტულად ძალიან ცოტაა. მათი რაოდენობა შესაძლოა დაახლოებით 3% -ი იყო. აქედან გამომდინარე, არჩევნების შედეგებზე მათ არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ „ლგბტ + პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღება არ უნდა გახდეს საფუძველი არჩევნების არ აღიარებისა დასავლეთის მხრიდან, რადგან საქართველოს მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭრეს მხარს, ყოველგვარი უცხო ქვეყნების ჩარევის გარეშე.

🔷 „თუკი არჩვენები ჩატარდება ღიად და გამჭვირვალედ და რომელიმე პოლიტიკური ძალა მიიღებს ხმათა უმრავლესობას, აქ დასავლეთის მხრიდან არჩევნების აღიარება არ აღიარების საკითხი ჩვენს მოსახლეობას ნაკლებად აინტერსებს. თუნდაც მოხდეს არჩევნების არ აღიარება, აქ მოსახლეობის პოზცია იქნება პრინციპული, რომელმაც აირჩია თავისი ხელისუფალი, რომელიც განკარგავს სახელმწიფოს ქონებას, იღებს კანონებს და არის საკუთარი მოსახლეობის დამცველი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა შევეგუთ იმას, რომ საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი. მით უფრო, თუ გავითვალსიწიბთ ევროკავშირის ორმაგ სტანდარტს, რომელსაც არ აქვს ობიექტური და სამართლიანი მიდგომა მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში. უფრო მეტიც, ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ სასამართლო სისტემა იყოს მათ დაქვემდებარებაში და მათ კონტროლქვეშ, რაც ქვეყნის შეურაცხყოფად მიმაჩნია“. – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ გადაცემაში სტუმრობისას მიმოიხილა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პერიპეტიები, როდესაც „რადიკალური ოპოზიციური პარტიები და გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლეთის კარნახით მოქმედებდნენ იმისთვის, რომ არ მომხდარიყო არჩევნების აღიარება“.

🔷„ჩვენ ვიყავით ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც შევიდა პარლამენტში და ჩაერთო საპარლამენტო საქმიანობაში და ეს გაგრძელდა მთელი 6 თვის განმავლობაში. ამ რეალობის გათვალისწინებით, დასავლეთს უკვე აღარ აწყობდა, რომ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს გარედან ემოქმედათ, რადგან პარლამენტში უკვე დაცული იყო დემოკრატიის პრინციპი მრავალპარტიულობის შესახებ, სადაც უმრაველობაც იყო და ოპოზიციაც ჩვენი – „ევროპელი სოციალისტების“ სახით. ამიტომ, დასავლეთმა და შარლ მიშელმა კვლავ ორმაგი სტანდარტი აამოქმედეს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შემოვიდნენ პარლამენტში.

🔷 პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი უფრო გამყარდა მას მერეც, რაც არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომლის წევრიც მე გახლდით, მიიღო დადგენილება, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2020 წლის საპარალემნტო არჩენების დროს არ ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელსაც შეეძლო ემოქმედა არჩევენების შედეგებზე.

🔷 მაშინდელი დემარში, ეს იყო კვლავ დასავლეთის მიერ მოგონილი და დაორგანიზებული, რომლის სათავეში იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 რაც შეეხება არჩევნების შედეგების პროგნოზირებას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ დღეის მონაცემებით, ცალსახად „ოცნებას“ ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ აჯობებს, თუმცა კონკრეტულად პროცენტულ გადანაწილებას არჩევნების შედეგები აჩვენებს.

🔷 „დღეს „ქართული ოცნების“ განვლილი საქმიანობიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩვენებში წინააღმდეგობას ვერცერთი სხვა პარტია ვერ გაუწევს. მით უმეტეს, დღეს წარმოდგენილი პარტიები დაშლილია გარკვეულ ჯგუფებად.
ჯერ კიდევ ნაადრევია გადაჭრით საუბარი თუ რა შედეგებით დასრულდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. მანამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს როგორც საქრთველოს პოლიტიკურ ასპარეზზე, ასევე გლობალურად, რადგან გასათვალისინებელია მსოფლიო კატაკლიზმები დაწყებული უკრაიანის ომიდან, დამთავრბეული საპრეზიდენტო არჩევნებით ამერიკაში.“- მიაჩნია დეპუტატს.

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these <abbr title="HyperText Markup Language">HTML</abbr> tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*