ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ აუცილებელია მოხდეს ქვეყნის საგადასახდო სისტემაში მოგების გადასახადის დიფერენცირება, რადგან დღეს არსებული სისტემა აშკარად ცვლილებებსა და დახვეწას საჭიროებს

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ აუცილებელია მოხდეს ქვეყნის საგადასახდო სისტემაში მოგების გადასახადის დიფერენცირება, რადგან დღეს არსებული სისტემა აშკარად ცვლილებებსა და დახვეწას საჭიროებს.

🔸 როგორც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“ განაცხადა, საგადასახადო სისტემის დახვეწის აუცილებლობაზე მეტყველებს მედიაში გავრცელებული ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოში არსებულმა კომერციულმა ბანკებმა, მხოლოდ მესამე კვარტალში, 745 მილიონის მოგება მიიღეს.

🔸 „თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი შეიძლება იყოს ეს ციფრი საერთო ჯამში? ეს არის კოლოსალური მოგება, რაც მიუღებლად მიმაჩნია. ამიტომ, საჭიროა მოხდეს საგადასახდო სისტემაში მოგების გადასახადის დიფერენცირება, რითაც ჩვენ შევძლებთ ქვედა ფენას შევუწყოთ ხელი, რათა მათ ბევრად ეფექტურად აწარმოონ თავიანთი საქმიანობა“.- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 მისივე თქმით, „ევროპელი სოციალისტების“ პარტიის წინადადებაა ქვეყანაში შეიქმნას ერთი სახელმწიფო საინვესტიციო, კომერციული ბანკი, რომელიც გარკვეუწილად დაარეგულირებს ვითარებას საბანკო სექტორში, რითაც მოგებას ნახავს სახელმწიფო ბიუჯეტი.

როგორც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამწუხაროდ, საბანკო სექტორში იკვეთება მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ინტერესები, რომლის ნების გარეშე, ქვეყნის ხელისუფლებას უჭირს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება.

🔸 „სახელმწიფომ და ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, იმოქმედოს მხოლოდ ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე და დაუმტკიცოს ამ ორგანოიზაციებს, რომ სახელმწიფო ბანკის შექმნა უპირველესად, ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და იგი მომგებიანია ჩვენი სახელმწიფოსთვის“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 „მე უნდა შევახსენო პრემიერ მინისტრს, მან ბრძანა, რომ ხელს არ მოაწერს ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებას, მაგრამ უმოქმედობაც შეიძლება იყოს ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული … რაც გაკეთდა მედიკამენტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ინიციატივა, რომელიც ფარმაცევტული საწარმოს შექმნას ითვალისწინებს, ასევე, იქნება განხორცილებული, რადგანაც ეს იქნება უდიდესი მიღწევა ჩვენი მოსახლეობისთვის, სადაც 700-800 ათასი პენსიონერია.“

🔸 „არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა დღეს არის შესაძლებელი და თუ ჩვენი ხელისუფლება უფრო მედგრად დაუდგება ზეწოლებს ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მოსახლეობისგან მას ექნება უფრო მეტი მხარდაჭერა, რაც ხელისუფლებისთვის უდაოდ საამაყო იქნება.“ – დასძინა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*