„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაიაროს ყველამ და ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო ბაზა უნდა იყოს მაქსიმალურად სრულყოფილი

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაიაროს ყველამ და ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო ბაზა უნდა იყოს მაქსიმალურად სრულყოფილი.

📍 ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი წარადგინა.

🔷 „წინა ხელისუფლების პერიოდში იდეოლოგია და ქვეყნის სიყვარული არ წარმოადგენდა სახელმწიფოს ინტერესს და პრიორიტეტს. 30 წლის განმავლობაში იგი პრაქტიკულად არ არსებობდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველამ, ვისაც ჯანმრთელობა აძლევს შესაძლებლობას, უნდა გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური და იგი ამ მხრივ უნდა იყოს მაქსიმალურად მოტივირებული. დაუშვებელია, რომ კანონში არსებობდეს ისეთი ხვრელები, რაც მოქალაქეს მისცემს საშუალებას თავი აარიდოს ჯარში სამსახურს.

🔷 მე მხარს ვუჭერ თქვენს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ცვლილებების მიხედვით, „თავდაცვის კოდექსი“ არ არის სრულყოფილი და ეს უნდა გამოსწორდეს დროულად“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*