Chairman of "European Socialists" Fridon Injia believes that everyone should undergo mandatory military service in Georgia, and in this sense the legislative framework should be as complete as possible.

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაიაროს ყველამ და ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო ბაზა უნდა იყოს მაქსიმალურად სრულყოფილი.

📍 Deputy Minister of Defense Grigol Giorgadze presented the project of amendments to the "Defence Code" in the highest legislative body of the country.

🔷 „წინა ხელისუფლების პერიოდში იდეოლოგია და ქვეყნის სიყვარული არ წარმოადგენდა სახელმწიფოს ინტერესს და პრიორიტეტს. 30 წლის განმავლობაში იგი პრაქტიკულად არ არსებობდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველამ, ვისაც ჯანმრთელობა აძლევს შესაძლებლობას, უნდა გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური და იგი ამ მხრივ უნდა იყოს მაქსიმალურად მოტივირებული. დაუშვებელია, რომ კანონში არსებობდეს ისეთი ხვრელები, რაც მოქალაქეს მისცემს საშუალებას თავი აარიდოს ჯარში სამსახურს.

🔷 მე მხარს ვუჭერ თქვენს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ცვლილებების მიხედვით, „თავდაცვის კოდექსი“ არ არის სრულყოფილი და ეს უნდა გამოსწორდეს დროულად“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these <abbr title="HyperText Markup Language">HTML</abbr> tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*