მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალური პოლიტიკური მოვლენები შეაფასა ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ პირდაპირ ეთერში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ

🔴 მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალური პოლიტიკური მოვლენები შეაფასა ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.

📍 „ვაგნერის“ ლიდერის ევგენი პრიგოჟინის ქმედებები არა როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, არამედ როგორც ეგრეთ წოდებული ბუნტი, საკუთარი თავის გადასარჩენად;

📍 რეალური პოლიტიკური განწყობების ლუსტრაცია და ე.წ. პოლიტოკოსების თუ ექსპერტების ინტელექტუალური რესურის გამოვლინება პრიგოჟინის ქმედებებთან დაკავშირებით;

📍 სალომე ზურაბიშვილის ბოლო პერიოდის ანტიკონსტუტუციური და ანტიეროვნული განცხადებები;

📍 „ევროპელი სოციალისტების“ საკანონმდებლო ინიციატივა ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის შესახებ;

🔶 ეს ის ძირითადი თემებია, რომელიც ფრიდონ ინჯიამ მიმოხილვა გადაცემაში „დღის კომენტარი“

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ კერძო სამხედრო დაჯგუფების „ვაგნერის“ ლიდერის ევგენი პრიგოჟინის ქმედებები შეაფასა, არა როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, არამედ როგორც ეგრეთ წოდებული ბუნტი საკუთარი თავის გადასარჩენად.

🔶 „არავითარ სახელმწიფო გადატრიალებაზე აქ არ შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი. ეს იყო პრიგოჟინის მხრიდან საკუთარი თავის გადასარჩენად განხორციელებული ქმედებები, იმ სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, რომელიც მის წინააღმდეგ არის აღძრული.

🔶 ბოლო პერიოდში პრიგოჟინი და მისი ორგანიზაცია სკმაოდ მაღალი რეიტინგით სარგებლობდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტმა და მთლიანობაში რუსეთის ხელისუფლებამ, ჩათვალა, რომ საჭირო იყო ამ ორგანიზაციის განელება.

🔶 რაც შეეხება პრიგოჟინის ქმედებებს, ეს იყო მისი მხრიდან თავის გადარჩენის მცდელობა, რათა მას გადაეფარა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ აღიძრა“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔶 დეპუტატი დარწმუნებულია, რომ რუსეთი არ დაუშვებდა და არ დაუშვებს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება დაუპირისპირდეს ქვეყნის ოფიციალურ სამხედრო უწყებას და გენერალურ შტაბს.

🔶 „ვინ არის პრიგოჟინი? ვინ შექმნა იგი? არსებული ინფორმაციით, ეს ორგანიზაცია არაკონსტიტუციურია და იგი არ ითვლება ოფიციალურ ორგანიზაციად. რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით საკმაოდ რთული პროცედურებია გასავლელი ელემენტარულად დაცვის სამსხურის ფუნქციონირებისთვის. ამ კერძო სამხედრო ორგანიზაციას კი, გააჩნია ყველანაირი შეიარაღება ატომური ბომბის გარდა.

🔶 აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ორგანიზაცია არ არის შექმნილი ქვედა დონეზე და რუსეთის პრეზიდენტის ნებართვის გარეშე, ვფიქრობ ასეთი ორგანიზაციის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა.

როდესაც იქმნებოდა ეს ორგანიზაცია, ალბათ პრეზიდენტსა და სახელმწიფოს სჭირდებოდა იგი, რომელიც შეასრულებდა სხვადასხვა დავალებებს, სხვადასხვა მიზნებისთვის. სხვაგვარად, ამის შექმნა წარმოუდგენელი იქნებოდა, რადგან ამ ორგანიზაციას ლამის რეგულარული არმიის სტატუსი აქვს. ამიტომ, ეს კერძო სამხედრო ორგანიზაცია შეუძლებელია ყოფილიყო მე-5 კოლონის ან ლიბერალების მიერ დასმული და შემოპარული დიდ სახელმწიფო სისტემაში. მე ვფიქრობ, გარკვეულწილად ის ლიბერალები, რომლებიც მოკალათებულები არიან პუტინის ირგვლივ, ისინი იქნებოდნენ ამ ორგანიზაციის შექმნის წინააღმდეგი.

🔶 რაც შეეხება იმ დაპირისპირებას, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხდა, ეს იყო პრიგოჟინსა და რუსეთში არსებულ ლიბერალურ ფრთას შორის არსებული დაპირისპირება “, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔶 „აქდან გამომდინრე, ამ მოვლენების შეფასებისას სახელმწიფო გადატრიალების შესახებ საუბარი არის მოგონილი ამბავბი. ყველაფერი, რაც ამ ორგანიზაციას სამხედრო ტექნიკის სახით გააჩნია, მიღებული აქვს რუსეთის თავდაცვის უწყებისგან.

🔶 ასე, რომ შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ამნისტია და პრიგოჟინის მშვიდობიანად მოშორება. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი ორგანიზაციის გარკვეული ნაწილი უკვე თავდაცვის სამინისტროში ერთიანდება და თუ პრიგოჟინი მსგავს ქმედებებს გააგრძელებს, მაშინ რადიკალური ზომებიც იქნება გატარებული მის მიმართ“, – აღნიშნა დეპუტატმა

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ტრაგიკომედია უწოდა პრიგოჟინის ქმედებებიდან გამომდინარე, საქართველოში და არა მარტო საქართველოში, პოლიტიკოსების, ექსპერტების მიერ გაკეთებეულ განცხადებებს და მათ ანალიტიკურ ხედვებს.

🔶 ფრიდონ ინჯიას შეფასებით, გაუგებარია მისთვის გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან გუშინ ატეხილი აჟიოტაჟი პრიგოჟინის ქმედებებიდან გამომდინარე. მისი აზრით, ამ ძალების სურვილია, რომ საქართველოში სიტუაცია დაიძაბოს და მოხდეს არეულობა, მაგრამ დასაიმედებელი ის არის, რომ ეს ძალები ცოტანი არიან და, რაც მთავრია, მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა.

🔶 „უნდა ითქვას, რომ ამ პროცესს საქართველოში ხელმძღანელობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, რომლის დაქვემდებარებაში არიან სხვა დანარჩენი საელჩოები, რომლებსაც უტარდებათ ინსტრუქტაჟი, მაგრამ ქართველი ხალხი არ ჰყვება ამ პროცესებს. ეს ასე რომ არ იყოს, საქრთველოს საკუნოვანი ისტორია არ ექნებოდა და ქვეყანა ამდენი ხანი ვერ იარსებებდა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔶 „მართლაც, რომ გუშინ ტრაგიკომედია იყო. პრაქტიკულად, ექსპერტებმა, ანალიტიკოსებმა, პოლიტიკოსებმა თავი მოიჭრეს … ასეთი ადამიანები, რომლებიც წლებია პოლიტიკაში არიან, სიოს უნდა გრძნობდნენ არა თუ ქარიშხალს… ან მეორე ვარიანტია, ისინი ასრულებდნენ კოლექტიური დასავლეთის დავალებებს. რამდენიმე თვის უკან, სწორედ ვაგნერელების სამხედრო დაჯგუფებამ გაანადგურა უკრაინის ქალაქები და როგორ შეიძლებოდა ვინმეს ეფიქრა, რომ იგი არის დასავლეთის მიერ დასმული. მართლაც, გასაოცარია იმ ხალხის პოზიცია, რომლებმაც პრიგოჟინი გმირად შერაცხეს და მის სახელს ფიცულობდნენ“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუკი პრიგოჟინის ქმედებები სერიოზულ სახეს მიიღებდა, ეს საქართველოსთვის უარესი უბედურების მომატენი იქნებოდა.

🔶 დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა წინა ხელისუფლების მიერ მიწების გაყიდვის საკითხზე, რაც ფრიდონ ინჯიას შეფასებით, წარმოუდგენელი გადაწყვეტილება იყო იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს მეფეები, რომელთა მმართველობის პერიოდში გაიყიდა ქართული მიწა.

🔶 „ისეთი დანაშაული, რაც წინა ხელისფლებამ ჩაიდინა, საქართველოს ისტორიას არცერთი მეფის მმართველობის პერიოდში არ ახსოვს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔶 გადაცემის წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა საზოგადობის მხრიდან სწორად აღქმადი ბოლო მოვლენები და თუ არის თვალნათელი, თუ ვინ დგას რეალური პროდასვლური ძალების უკან მებაირაღედ, ვინც მოუწოდებს ხალხს გამოვიდეს ქუჩაში, დეპუტატმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში თავისი ქმედებებით გამოირჩევა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ამ ფლანგის გაერთიანება დაიწყო და ყველა მისი განცხადება არის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი.

🔶 „ბევრმა მისცა ხმა სალომე ზურაბიშვილს და მათ შორის მეც, მაგრამ რომ დაფიქრდები, ადამიანი მიხვდები, რომ პიროვნება, რომელიც სხვა სახელმწიფოს ელჩი იყო, როგორ შეიძლება იგი იყოს საქართველოს პრეზიდენტი. ის ხომ დასმული რეზიდენტია იმ ქვეყნის, რომელმაც ელჩად მიავლინა.

🔶 ყველა საელჩოს ჰყავს თავისი უშოშროების, ასევე სპეც სამსახურები და ისინი დიპლომატიური პასორტის საფარქვეშ მოქმედებენ. აქედან გამომდინარე, საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი მინიმუმ უცხო ქვეყნის დაზვერვის ხელმძღვანელის ფუნქციას ასრულებს და იგი როგორც ქვეყნის პრეზიდენტი დღეს უფრო მეტ ქვეყანას უკეთებს კოორდინაციას თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ვიდრე ელჩობის დროს. მით უმეტეს, მისი შვილები მუშაობენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყველა საელჩო თავისი სპეცსამსახურებით, სალომე ზურაბიშვილის ფრთებ ქვეშ არის მოქცეული. იგი, როგორც პრეზიდენტი, არის იმ დავალებების და გეგმის გამტარებელი, რომელიც მას ჰქონდა საქართველოში საფრანგეთის ელჩობის დროს. ეხლა კი, მას ეს უფლებამოსილება პრეზიდენტის რანგში უფრო გაფართოებული აქვს.

🔶 აქედან გამომდინარე, ხელისფლება ყველა მის ნაბიჯზე და ყველა მის ქმედებაზე, უნდა იყოს დიდი ყურადღებით, რადგან მისი ქმედებები ქვეყნის არეულობისკენ არის მიმართული“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔶 დეპუტატის აზრით, იგივე შეიძლება ითქვას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, სადაც გამოჩნდა, რომ ევროკომისარმა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იცოდა. ამით ის დასტურდება, რომ სალომე ზურაბიშვილი დასავლეთის დაკვეთას ასრულებს.

🔶 „ნიკა გვარამიას შეწყალება იყო დადგმული თავიდან ბოლომდე. ეს იყო გარკვეული რეპეტიცია შემდგომი ნაბიჯის – სააკაშილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააკაშვილს შეწყალების შემთხევვაში, ისევ დაპატიმრება ემუქრება, რადგან იგი დამნაშავეა სხვა ქმედებებშიც, რომლებზეც საქმე ჯერ აღძრული არ არის და განაჩენი არ არის გამოტანილი. სააკაშვილთან მიმართებაში ამ ტიპის სცენარის განხხორცილება გამორიცხულია, რადგან ხელისუფლება ამ მხრივ კარგად აანალიზებს რეალურ ვითარებას. ყველაზე მთავარი და წონიანი დავალება, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს, ეს არის ის, რომ შეიწყალოს ადამიანი, ამ შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც შეუძლია რაღაც დესტაბილიზაციის მსგავის შემოიტანოს ქვეყანაში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 ამიტომ, დეპუტატს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ყველა ნაბიჯი თანმიმდვერულად უნდა გადადგას და მისი ყველა გადაწყვეტილება უნდა გამომდინარეობდეს კანონის უზენაესობიდან.

🔶 „რომ არა ხელისუფლების მშვიდობის პოლიტიკა, დღეს შეუძლებელი იქნებოდა საუბარი ეკონომიკის წინსვლაზე, ორნიშნა ეკონომიურ ზრდაზე, სოციალურ ინიციატივებზე. კიდევ ბევრი რამე არის გასაკეთებელი სახელმწიფოში და ამაზე ჩვენი პარტია რეგულარულად საუბრობს და არგუმენტირებულად ითხოვს ხელისფლებისგან ცვლილებების განხორციელებას“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 რაც შეეხება „საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტს, სადაც ერთ-ერთი პროექტი ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის საკითხს შეეხება, დეპუტატის განცხადებით, აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რომ პროექტი არ ითვალისწინებს რაიმე ტიპის აკრძალვას ამ თვალსაზრისით, არამედ პროექტით იზღუდება ლგბტ პროპაგანდა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.

🔶 „ჩვენ მომზადებული გვაქვს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ელოდება, თუ როდის იქნება მზად „ქართული ოცნება“ მის მისაღებად, რადგანაც „ევროპელ სოციალისტებს“ არ აქვთ საჭირო ხმები პარლამენტში. მოგეხსენებათ, ჩვენ სულ 4 დეპუტატით ვართ წარმოდგენილნი საკანონმდებლო ორგანოში. ამიტომ, ჩვენ რომ კანონპრეიქტი შევიტანოთ და იგი დაიბლოკოს, ეს პროცესს გაწელავს.

🔶 ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტით არ არის საუბარი აკრძალვაზე, პროექტი ზღუდავას ლგბტ პროპაგანდას საზოგასოების თავშეყრის ადგილებთან, სკოლებთან თუ საბავშვო ბაღებთან, სკვერებთან თუ პარკებთან.

🔶 განსხვავებული ორინეტაციის ადამიანები ყოველთვის იყვნენ. მსოფლიოში ასეთი ადამიანების 2% თუ იქნება. საქართველოში ჩვენ ვიცით საკმაოდ წარმატებული, ცნობილი და გამოჩენილი ადამიანები, რომლებიც განსხვავებული ორიენტაციის იყვნენ. ამიტომ, კანონპროექტი არ ითვალისწინებს მათ მიმართ რაიმე აკრძალვას, კანონპროქტში შეზღუდულია პროპაგანდა გარკვეულ ლოკაციებში”.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველი პოლიტიკური ძალა მართალია ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც ყველანაირად ცდილობს გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს სჭირდება დღეს.

🔶 დეპუტატი იმედოვნებს, რომ ქვეყნის ხელისუფლების ყველა ქმედება იქნება გონივრული ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*