Category Archives: განცხადებები

“ყოვლად მიუღებელია კახა ოქრიაშვილის მხრიდან უარგუმენტო და არაკორექტული განცხადებები” – ევროპელი სოციალისტები

პოლიტიკური პარტია „ ევროპელი სოციალისტების“ წევრები კახა ოქრიაშვილის გამონათქვამებს აფასებენ.
პარტიაში თვლიან, რომ სამწუხაროა და ყოვლად მიუღებელია კახა ოქრიაშვილის მხრიდან მსგავსი უარგუმენტო და არაკორექტული განცხადებები და მით უფრო, არამართებულია პიროვნული შეურაცხყოფები, რომელიც ოქრიაშვილის მხრიდან გაისმა.
 „დღეს პოლიტიკური სპექტრი დაყოფილია შემდეგ ნაწილად: მმართველი პარტია, კონსტრუქციული ოპოზიცია, და ეგრეთ წოდებული ქუჩაში მოკალათებული დესტრუქციული ჯგუფები, რომელნიც თავის თავს ასაღებენ როგორც, პოლიტიკური ძალა, რომლის მიზანია ქვეყანაში არეულობა და რევოლუციური გზით მოახდინონ ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლა. სხვა მიზანი ამ ძალებს არ გააჩნიათ“ – ნათქვამია განცხადებაში.
„ევროპელი სოციალისტების“ წევრები კატეგორიულად ემიჯნებიან სახელმწიფოს და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, რაც სამწუხაროდ, შეინიშნება ქუჩაში დარჩენილი დესტრუქციული ძალების მხრიდან.
 „მიგვაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს და ჯანსაღ ოპონირებას ალტერნატივა არ აქვს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო ტრიბუნა, რომლის მანდატები მონიჭებულია ხალხის მხრიდან, უნდა იქნას გამოყენებული ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარებისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში

პარტია „ევროპელი სოციალისტები“  საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“  საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა. პარტიამ ყველა საჭირო პროცედურა კანონის სრული დაცვით გაიარა.

პარტია როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, სრულ ოპონირებას  გაუწევს   ხელისუფლებას,  ქვეყანაში არსებულ  ყველა მნიშვნელოვან საკითხთან  დაკავშირებით.

ამასთანავე, „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური გუნდი  მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს  გაშალოს პარტიული საქმიანობა და ღირსეულად მოემზადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

„პარტიის საქმიანობის მთავარი მიზანი იქნება  აქტიური მუშაობა ქვეყანაში სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და  კონსტრუქციულ გარემოში ოპონირება ხელისუფლებასთან.  ამ კუთხით   მოხდება  სხვადასხვა მნიშვნელოვანი კანონპროექტების ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში, რაც სოციალური სამართლიანობის პრინციპზე  დამყარებული სახელმწიფოს შექმნის საფუძველი გახდება “ – ნათქვამია განცხადებაში.

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ბათუმში მომხდარ ინციდენტს კატეგორიულად გმობს

პოლიტიკური პარტია  „ევროპული სოციალისტების“  წევრები ბათუმში, ევროპის მოედანზე მომხდარ ინციდენტს კატეგორიულად გმობენ.

„ევროპელი სოციალისტები კატეგორიულად ვგმობთ  ბათუმში მომხდარ ინციდენტს და მიგვაჩნია, რომ ეს არის უხამსი, მიუღებელი ფაქტი, რომელიც აბსოლუტურად სცილდება ყოველგვარ ზნეობრივ და მორალურ ქმედებას. ეს არის ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვის სამარცხვინო ფაქტი“ –  ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტები“  თვლიან, რომ ბათუმში მომხდარი ინციდენტი საჭიროებს მკაცრ რეაგირებას შესაბამის უწყებების მხრიდან, წინააღმდეგ  შემთხვევაში, მსგავსი ფაქტების უგულვებელყოფა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

„აუცილებელია, მოხდეს  მკაცრი რეაგირება ბათუმში მომხდარ ინციდენტთან მიმართებაში, წინააღმდეგ შემთხვვაში,  მისი უგულვებელყოფა,  ქვეყანას  უმძიმეს შედეგს მოუტანს. „ევროპელი სოციალისტების“  უმთავრესი მიზანია,  ავაშენოთ დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა  არის უზენაესი  და ვერც ერთი დემოკრატიული ძალა ვერ შეეგუება მსგავისი ფაქტების წახალისებას ჩვენს ქვეყანაში“ – ნათქვამია განცხადებაში.