ჩვენ არ ვაპირებთ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რევიზიას. მათ მიერ მიღებული რეზოლუციების შედეგად დადგინდა რომ ქართველ ჯარისკაცებს დანაშაული არ ჩაუდენიათ

📌 ჩვენ არ ვაპირებთ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რევიზიას. მათ მიერ მიღებული რეზოლუციების შედეგად დადგინდა რომ ქართველ ჯარისკაცებს დანაშაული არ ჩაუდენიათ;

📌დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანია დადგინდეს სიმართლე:

📌რატომ მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთ-საქართველოს შორის;

📌შეიძლებოდა თუ არა თავიდან აგვეცილებინა ეს დიდი უბედურება ქვეყნისთვის, და საქართველოს არ დაეკარგა ტერიტორიების 20% -ი;

📌სიმართლე უნდა იყოს ერთი;

📌კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია ქვეყნის ისტორიისთვის, ხალხისთვის, საზოგადოებისთვის, რომელმაც უნდა იცოდეს სიმართლე. ასევე, ეს სჭირდება თავად ხელისუფლებას, რომ მსგავსი ქმედებები არასდროს არ განახორციელოს;

📍 ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „სეზონი ტვ“ ზე – გადაცემაში „დღის შეჯამება“ პირდაპირი ჩართვისას.

📍 ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლის ცოდნა სჭირდება თავად „ნაციონალურ მოძრაობასაც“.

📍„სიმართლის ცოდნა მნიშვნელოვანია თავად „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ახალგაზრდებისთვისაც, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ ამ პერიპეტიებში და მათ უნდა იცოდნენ თუ როგორ მოქმედებდნენ მათი პარტიის წინამორბედნი.

📍 სააკაშვილის მიმართ დღეს წაყენებული ყველა ბრალდება უმნიშვნელოა იმ ქმედებასთან შედარებით, რომლის შედეგადაც საქართველომ ქვეყნის ტერიტორიების 20% დაკარგა.

📍 მოსახლეობა უნდა იყოს ინფორმირებული და პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვას, ვინ იყო დამნაშავე იმაში, რომ სახელწიფომ დაკარგა ქვეყნის ტერიტორიის 20% -ი. ეს არის უმნიშვნელოვანესი კითხვა.

📍 ფრიდონ ინჯია თვლის, რომ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმების გარეშე ნაბიჯს არ გადადგამდა და ამ პროცესში არა მარტო ამერიკა, არამედ რუსეთიც მონაწილეობდა.

📍„საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმების გარეშე ნაბიჯს არ გადადგამდა. მეორე მხარეც არის, შეიძლება ყველაფერი რუსეთთანაც იყო შეთანხმებული და სააკაშვილი პაკეტს უმზადებდა რუსეთს, კოდორის ხეობისა თუ ახალგორის სახით. ამ პროცესში, თავისი კერძო ინტერესი ჰქონდა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

📍ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მართებულია, როცა საქართველოში აკრედიტირებული ელჩები პირდაპირ ერევიან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში და მიუთითებენ თუ რომელი კანონი უნდა მიიღოს პარლამენტმა, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს არის ზეწოლა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან.

📍„ეს არის ზეწოლა საქართველოში დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებზე. პარლამენტის წევრები არჩეულები არიან ხალხის მიერ და პარლამენტი ვალდებულია ხალხის წინაშე და არა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე.

📍 ის, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ხდება, ეს ჩვენი ხელისუფლების პრობლემაა. ვფიქრობ, თანმიმდევრულად მოხდება სირთულეების გადალახვა. მთავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა და არ გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომ ქვეყენაში დესტაბილიზაცია მოხდეს“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

https://www.facebook.com/SezoniiTV/videos/1264192807524971/

სამხედრო სამსახური ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს მათ შორის სასულიერო პირებისთვისაც – ფრიდონ ინჯია

📍 სამხედრო სამსახური ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს, მათ შორის სასულიერო პირებისთვისაც – ფრიდონ ინჯია

📍 სამხედრო სამსახურში გაწვევა უნდა იყოს ყველასთვის სავალდებულო, მათ შორის სასულიერო პირებიც უნდა მსახურობდნენ, რაც სამხედროებისთვის დამატებითი დიდი მოტივაცია იქნება.

🔸 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტზე მსჯელობდნენ.

🔸 „სამხედრო სამსახურში გაწვევა უნდა იყოს ყველასთვის სავალდებულო, მათ შორის მღვდელმსახურებისთვის… ეს იქნება დიდი მოტივაცია სამხედროებისთვის. ლოცვებიც უნდა წაიკითხონ და სამხედრო წვრთნაც გაიარონ… გოგონებმაც უნდა იმსახურონ, თუ ამის სურვილი ექნებათ და ამისთვის ყველაფერი მომზადებული უნდა გქონდეთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია სამხედრო სტრუქტურაში არსებობდეს იდეოლოგიის სამსახური, რომელიც ახალგაზრდების იდეოლოგიურ აღზრდა-განათლებაზე იქნება ორიენტირებული, და ეს მიმართულება განათლების სამინისტროსთან ერთად უნდა შემუშავდეს.

🔸 „ოფიცრები უნდა კითხულობდნენ ლექციებს სასწავლებლებში, სკოლებში. თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი მუშაობის გარეშე, ეს ვერ მოხდება. ამ პროექტში ეს საერთოდ არ ჩანს. თითქოს თქვენ ხართ ცალკე, ხოლო სახელმწიფო – ცალკე. არა და, თქვენ ხართ სახელმწიფოსთვის და თქვენ უნდა აღზარდოთ საქართველოსთვის იდეოლოგიურად ყველაზე თავდადებული მოქალაქეები“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔸 ამასთანავე, ფრიდონ ინჯიამ კანონპროექტის ავტორებს ურჩია ისრაელის მაგალითის გათვალისწინება, ნაცვლად ფინეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისა.

🔸 „რატომ იხელმძღვანელეთ ფინეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითით? რა საერთო აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებს საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობასთან? იყო თუ არა განხილული ისრაელის მაგალითი, რომელიც ისეთივე რთულ გარემოშია, როგორც ჩვენ, და მიუხედავად ამისა, მათთან სამხედრო მიმართულება უმაღლეს დონეზე არის… მე ვფიქრობ რომ, შესაძლოა, ატომური იარაღიც აქვთ…“, – აღნიშნა ინჯიამ.

🔸 მან ასევე ისაუბრა პრივილეგიების დაწესების აუცილებლობაზე იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სრულად გაივლიან სამხედრო სამსახურს.

ფრიდონ ინჯიას აზრით კარგი იქნებოდა ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებში გარე მოვაჭრეთათვის მომზადდეს სპეციალური ადგილები სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი პროდუქციის გაყიდვას.

📍 პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიას აზრით, კარგი იქნებოდა ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებში გარე მოვაჭრეთათვის მომზადდეს სპეციალური ადგილები, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი პროდუქციის გაყიდვას.

📍 ამასთან დაკავშირებით, დეპუტატს მიზანშეწონილად მიაჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პარალელურად, შეიქმნას სპეციალური კანონი, რომელიც დაარეგულირებს გარე მოვაჭრეთა საკითხს საკანონმდებლო დონეზე.

📍 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პირველი მოსმენით განხილულ იქნა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედების ფარგლები გაფართოვდა და მეტად დაზუსტდა, რაც ასევე, გულისხმობს გარე მოვაჭრეების მიმართ კანონის გამკაცრებას და მათთვის ჯარიმების დაწესებას.

🔸 „შეიძლებოდა თუ არა მიგვეღო ამ კანონპროეტის პარალელურად კანონი, რომელიც დაავალდებულებს მუნიციპალიტეტს, სანამ ჯარიმებზე და დასჯით მექანიზმებზე გადავიდოთ, როგორც ეს არის პროექტში გაწერილი, მოამზადოს ყველა ქალაქის ცენტრში, გარეუბანში ისეთი ადგილები, სადაც გარე მოვაჭრეებს შეეძლებათ გაყიდონ თავიანთი პროდუქცია“.- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 დეპუტატის აზრით, კანონპროექტში მოყვანილი მუხლები, რაც ჯარიმებისა და დასჯის სხვადასხვა მეთოდებს გულისხმობს, მისთვის მიუღებელია.

🔸 „ჩემთვის ეს საკითხები მიუღებელია და არა მგონია გარე მოვაჭრისთვის, რომელიც სახლიდან მოტანილ პროდუქტს თუ სხვა რამეს ყიდის, ჯარიმის ეს ფორმა მისაღები იყოს. ამიტომ, ხომ არ იქნებოდა სწორი, ამ კანონთან ერთად, ყოფილიყო ვალდებულება კანონის დონეზე, რომ ყველა მუნიციპალიტეტმა შექმნას სპეციალური ადგილი და შექმნას შესაბამისი პირობები გარე მოვაჭრეთათვის. რა თქმა უნდა, წესრიგი უნდა იყოს და მათ შორის, გარე მოვაჭრეებთან მიმართებაშიც, მაგრამ ეს უნდა იყოს დაბალანსებული და სახელმწიფო, მუნიციპალიტეტებთან ერთად ყველაფერს უნდა აკეთებდეს ამისთვის და ვფიქრობ, ეს ყველასთვის მისაღები წინადადება უნდა იყოს“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

ეგრეთ წოდებული ომის პარტია ევროპასა და ამერიკაში დღეს არა მხოლოდ მუშაობს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში არამედ ძლიერია. თუ კონკრეტულად განვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინსტრაციას რამდენად არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის რეალური შანსი ამ პირობებისა და დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით?

📌 ეგრეთ წოდებული „ომის პარტია“ ევროპასა და ამერიკაში დღეს არა მხოლოდ მუშაობს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, არამედ ძლიერია. თუ კონკრეტულად განვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინსტრაციას, რამდენად არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის რეალური შანსი ამ პირობებისა და დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით?

📌 ხომ არ შედიოდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება გარკვეული ძალების ინტერესებში, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში და დასავლეთში. ასეთ მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს თუნდაც, თეორიულ დონეზე.

📌 რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის, ან დასავლეთის მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას?

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია „პოსტ ანალიტიკაში“ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ყველაზე მწვავე კითხვებს პასუხობს.

🔹„გარკვეული პოლიტიკოსები, თუ პოლიტიკური პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცალსახად არის ომის პარტია, რომელსაც ომით უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი.

🔹 მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები სხვანაირად საუბრობდნენ, გინდაც 2008 წლის ომის თაობაზე. სულ სხვა შეხედულება აქვთ მათ და გაცილებით დიდ ინფორმაციას ფლობენ და მათი მოსაზრებაც დაგვჭირდება, რომ ანალიზი გავაკეთოთ ჩვენ, თუ რა მოხდა 2008 წელს.

🔹 ამიტომ მე არაფერი არ მიკვირს. დღეს ამერიკის ელჩი საქართველოში ასრულებს ამერიკის დღევანდელი ხელისუფლების დავალებას.

🔹 მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სხვა რომ ყოფილიყო, გინდაც ტრამპი, ეს დაპირისპირება ამ დონეზე არ იქნებოდა. დღეს არამარტო უკრაინა, არამედ ევროპაც უმძიმეს მდგომარეობაშია და ეს ეკონომიკური სიძნელეები, რომელიც თავს დაატყდა ევროპას, უფრო გაძლიერდება და უფრო მწვავე იქნება.

🔹შემთხვევითი არ არის, რომ გერმანიის კანცლერი ხან ჩინეთშია, ხან ინდოეთშია. ასევეა, საფრანგეთის პრეზიდენტიც. ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები სხვადასხვა ქვეყნებში ოფიცალური ვიზიტებით მსოფლიო მნიშვნელობის უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელებთან ერთად ჩადიან.

🔹რამ განაპირობა ეს? იმდენად უჭირს ევროპას ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ წინა ათეული წლების განმავლობაში ასეთი ვიზიტები ევროპის ქვეყნების ლიდერების მხრიდან, არ ყოფილა.

🔹 ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ არც ისე ადვილია ეს ყველაფერი გადაიტანო, დაეხმარო უკრაინას, სხვადასხვა მიმართულებებით, ენერგო რესურსებით, თუ სამომხმარებლო კალათიდან გამომდინარე“. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔹პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ გადაცემაში ასევე, შეაფასა მმართველი პარტიის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

🔹„რაც შეეხება „ოცნების“ პარტიულ შემადგენლობას და „ხალხის ძალის“ რიტორიკას, მე ვიტყოდი, რომ მათ სიმწვავე აკლიათ, ბოლომდე სიმართლეს არ ამბობენ.

🔹 იგივე შემიძლია ვთქვა „ხალხის ძალის“ მიერ შემოტანილ კანონპროეტის ორ ვარიანტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება.

🔹კანონის პროექტის პირველი ვარიანტი რაც წარმოადგინა „ხალხის ძალამ“, არის ძალიან ლიბერალური და მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს. უფრო მეტიც, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ნახევრად კანონი, რომელიც არანაირ შედეგს არ იძლევა. ნებისმიერი კანონი უნდა იყოს შედეგის მომტანი და უნდა განსაზღვრავდეს თამაშის წესს საქართველოს ინტერსებიდან გამომდინარე. მე მოვუწოდებ „ხალხი ძალას“, გაიტანონ პირველი კანონი და დატოვონ მეორე პროექტის ამერიკული ვარიანტი“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹დეპუტატს მიაჩნია, რომ თუკი კანონპროექტის ამერიკული ვარიანტი გამოხატავს და თანხვედრაშია საქართველოს როგორც სახელმწიფოს ინტერსებთან, იგი საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს ყოველგვარი კითხვების გარეშე და აქედან გამომდინარე გაუგებარია მისი გაგზავნა ვენეციის კომისიაში.

🔹„ვენეციის კომისიის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოების ნებისმიერი კანონი, რომელიც მოქმედებს და მუშაობს ამა თუ იმ ქვეყანაში, იგი უნდა იყოს მიღებული ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე.

რაც შეეხება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს, რომელიც გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, განსხვავება ის არის, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი არსებობს უკრაინაში, მაგრამ იგი არ არსებობს ამერიკაში. აქ არის განსხვავება და აქ მე საწინააღმდეგო არაფერი არ მქონდა. თუმცა, წინასწარ ვიცოდი, რომ სანამ იგი არ მოერგება ივანიშვილს, კანონი არ იქნება.

🔹ამ შემთხვევაში, კი, ეს კანონი მუშაობს დემოკრატიულ ქვეყანაში და გაუგებარია რატომ სჭირდება მას ვენეციის კომისიის თანხმობა“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹

დეპუტატის თქმით, ამ კანონპროექტის ირგვლივ ძირითადი კრიტიკა ისმის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებმაც მხოლოდ გასულ წელს, დაფინანსება მიიღეს 200 მილიონის ოდენობით.

🔹„ისმის კითხვა, რომელი გლეხი ან მუშა, ან მოსამსახურე გააკეთებს განცხადებას, რომ არ მივიღოთ ეს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს.

🔹 მე ამ კანონპროექტს მხარს ვუჭერ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იგი საქართველოს ინტერსებიდან გამომდინარეა, რადგან სხვა ქვეყანა, რომლიც საქართველოში დებს 200 მილიონს, მას თავისი ინტერესები აქვს, და მე მაინტერესებს, ის ქვეყანა, რომელიც ამხელა თანხას ხარჯავს ჩემს ქვეყანაში, მისი ინტერსები ემთხვევა თუ არა ჩემი ქვეყნის ინტერსებს? აი, სწორედ ეს არის მთავარი კითხვა.

🔹 აქედან გამომდინარე, სწორედ ეს კანონი იქნება ფილტრი, სურათი, ემთხვევა თუ არა იგი საქართველოს ინტერსებს. ამ კანონში ნათლად არის გაწერილი ყველა დეტალი“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹დეპუტატი დარწმუნებულია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, კომისიის მიერ მიღებული დასკვნები გამოადგება თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი ფრთის ქვეშ არსებულ პარტიებს.

🔹 ფრიდონ ინჯიამ, გადაცემაში ასევე, გააკეთა კომენტარი პოლიტოლოგ ზაზა შათირიშვილის ბოლო დროინდელ შეფასებებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „პოლიტოლოგის განცხადებები სახელმძღვანელო თუ არა, იგი ფრიად საყურადღებოა, განსაკუთრებით ხელისუფლებისთვის, რომ შესაბამისი დასკვნები გააკეთოს და ყველაფრისთვის მზად იყოს“.