ეგრეთ წოდებული ომის პარტია ევროპასა და ამერიკაში დღეს არა მხოლოდ მუშაობს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში არამედ ძლიერია. თუ კონკრეტულად განვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინსტრაციას რამდენად არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის რეალური შანსი ამ პირობებისა და დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით?

📌 ეგრეთ წოდებული „ომის პარტია“ ევროპასა და ამერიკაში დღეს არა მხოლოდ მუშაობს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, არამედ ძლიერია. თუ კონკრეტულად განვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინსტრაციას, რამდენად არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის რეალური შანსი ამ პირობებისა და დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით?

📌 ხომ არ შედიოდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება გარკვეული ძალების ინტერესებში, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში და დასავლეთში. ასეთ მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს თუნდაც, თეორიულ დონეზე.

📌 რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის, ან დასავლეთის მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას?

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია „პოსტ ანალიტიკაში“ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ყველაზე მწვავე კითხვებს პასუხობს.

🔹„გარკვეული პოლიტიკოსები, თუ პოლიტიკური პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცალსახად არის ომის პარტია, რომელსაც ომით უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი.

🔹 მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები სხვანაირად საუბრობდნენ, გინდაც 2008 წლის ომის თაობაზე. სულ სხვა შეხედულება აქვთ მათ და გაცილებით დიდ ინფორმაციას ფლობენ და მათი მოსაზრებაც დაგვჭირდება, რომ ანალიზი გავაკეთოთ ჩვენ, თუ რა მოხდა 2008 წელს.

🔹 ამიტომ მე არაფერი არ მიკვირს. დღეს ამერიკის ელჩი საქართველოში ასრულებს ამერიკის დღევანდელი ხელისუფლების დავალებას.

🔹 მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სხვა რომ ყოფილიყო, გინდაც ტრამპი, ეს დაპირისპირება ამ დონეზე არ იქნებოდა. დღეს არამარტო უკრაინა, არამედ ევროპაც უმძიმეს მდგომარეობაშია და ეს ეკონომიკური სიძნელეები, რომელიც თავს დაატყდა ევროპას, უფრო გაძლიერდება და უფრო მწვავე იქნება.

🔹შემთხვევითი არ არის, რომ გერმანიის კანცლერი ხან ჩინეთშია, ხან ინდოეთშია. ასევეა, საფრანგეთის პრეზიდენტიც. ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები სხვადასხვა ქვეყნებში ოფიცალური ვიზიტებით მსოფლიო მნიშვნელობის უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელებთან ერთად ჩადიან.

🔹რამ განაპირობა ეს? იმდენად უჭირს ევროპას ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ წინა ათეული წლების განმავლობაში ასეთი ვიზიტები ევროპის ქვეყნების ლიდერების მხრიდან, არ ყოფილა.

🔹 ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ არც ისე ადვილია ეს ყველაფერი გადაიტანო, დაეხმარო უკრაინას, სხვადასხვა მიმართულებებით, ენერგო რესურსებით, თუ სამომხმარებლო კალათიდან გამომდინარე“. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔹პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ გადაცემაში ასევე, შეაფასა მმართველი პარტიის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

🔹„რაც შეეხება „ოცნების“ პარტიულ შემადგენლობას და „ხალხის ძალის“ რიტორიკას, მე ვიტყოდი, რომ მათ სიმწვავე აკლიათ, ბოლომდე სიმართლეს არ ამბობენ.

🔹 იგივე შემიძლია ვთქვა „ხალხის ძალის“ მიერ შემოტანილ კანონპროეტის ორ ვარიანტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება.

🔹კანონის პროექტის პირველი ვარიანტი რაც წარმოადგინა „ხალხის ძალამ“, არის ძალიან ლიბერალური და მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს. უფრო მეტიც, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ნახევრად კანონი, რომელიც არანაირ შედეგს არ იძლევა. ნებისმიერი კანონი უნდა იყოს შედეგის მომტანი და უნდა განსაზღვრავდეს თამაშის წესს საქართველოს ინტერსებიდან გამომდინარე. მე მოვუწოდებ „ხალხი ძალას“, გაიტანონ პირველი კანონი და დატოვონ მეორე პროექტის ამერიკული ვარიანტი“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹დეპუტატს მიაჩნია, რომ თუკი კანონპროექტის ამერიკული ვარიანტი გამოხატავს და თანხვედრაშია საქართველოს როგორც სახელმწიფოს ინტერსებთან, იგი საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს ყოველგვარი კითხვების გარეშე და აქედან გამომდინარე გაუგებარია მისი გაგზავნა ვენეციის კომისიაში.

🔹„ვენეციის კომისიის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოების ნებისმიერი კანონი, რომელიც მოქმედებს და მუშაობს ამა თუ იმ ქვეყანაში, იგი უნდა იყოს მიღებული ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე.

რაც შეეხება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს, რომელიც გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, განსხვავება ის არის, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი არსებობს უკრაინაში, მაგრამ იგი არ არსებობს ამერიკაში. აქ არის განსხვავება და აქ მე საწინააღმდეგო არაფერი არ მქონდა. თუმცა, წინასწარ ვიცოდი, რომ სანამ იგი არ მოერგება ივანიშვილს, კანონი არ იქნება.

🔹ამ შემთხვევაში, კი, ეს კანონი მუშაობს დემოკრატიულ ქვეყანაში და გაუგებარია რატომ სჭირდება მას ვენეციის კომისიის თანხმობა“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹

დეპუტატის თქმით, ამ კანონპროექტის ირგვლივ ძირითადი კრიტიკა ისმის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებმაც მხოლოდ გასულ წელს, დაფინანსება მიიღეს 200 მილიონის ოდენობით.

🔹„ისმის კითხვა, რომელი გლეხი ან მუშა, ან მოსამსახურე გააკეთებს განცხადებას, რომ არ მივიღოთ ეს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს.

🔹 მე ამ კანონპროექტს მხარს ვუჭერ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იგი საქართველოს ინტერსებიდან გამომდინარეა, რადგან სხვა ქვეყანა, რომლიც საქართველოში დებს 200 მილიონს, მას თავისი ინტერესები აქვს, და მე მაინტერესებს, ის ქვეყანა, რომელიც ამხელა თანხას ხარჯავს ჩემს ქვეყანაში, მისი ინტერსები ემთხვევა თუ არა ჩემი ქვეყნის ინტერსებს? აი, სწორედ ეს არის მთავარი კითხვა.

🔹 აქედან გამომდინარე, სწორედ ეს კანონი იქნება ფილტრი, სურათი, ემთხვევა თუ არა იგი საქართველოს ინტერსებს. ამ კანონში ნათლად არის გაწერილი ყველა დეტალი“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹დეპუტატი დარწმუნებულია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, კომისიის მიერ მიღებული დასკვნები გამოადგება თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი ფრთის ქვეშ არსებულ პარტიებს.

🔹 ფრიდონ ინჯიამ, გადაცემაში ასევე, გააკეთა კომენტარი პოლიტოლოგ ზაზა შათირიშვილის ბოლო დროინდელ შეფასებებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „პოლიტოლოგის განცხადებები სახელმძღვანელო თუ არა, იგი ფრიად საყურადღებოა, განსაკუთრებით ხელისუფლებისთვის, რომ შესაბამისი დასკვნები გააკეთოს და ყველაფრისთვის მზად იყოს“.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებების გადახედვის მიზნით არ იქმნება მან უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი სახელმწიფოს ღალატს – ფრიდონ ინჯია

📍 საპარლამენტო საგამოძიებო კომისია სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებების გადახედვის მიზნით არ იქმნება; მან უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სახელმწიფოს ღალატს – ფრიდონ ინჯია

📍 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არ იქმნება იმისთვის, რომ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებები გადაიხედოს, სადაც ცალსახად ნათქვამია, რომ ქართული ჯარი უდანაშაულოა.

📍 ამის შესახებ გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

🔶 დეპუტატმა აღნიშნა, რომ კომისიამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი წინასწარ შეთანხმებულ მოღალატეობრივ გადაწყვეტილებებს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან და შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება.

🔶 „საგამოძიებო კომისიამ პასუხი უნდა გასცეს შემდეგ შეკითხვებს:

❓ შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება?

❓ რატომ დაკარგა საქართველომ ტერიტორიის 20% და შეიძლებოდა თუ არა ამ ტერიტორიების გადარჩენა?

❓ შეიძლებდა თუ არა უდანაშაულო ადამიანები არ დაღუპულიყო, და 30 000 ადამიანი თავის ქვეყანაში ახალი ლტოლვილი არ გამხდარიყო, ხოლო 150 000 მოსახლეს სახლ-კარი არ დაეკარგა.

❓ ხელისუფლების რა გადაწყვეტილებები უძღოდა წინ 2008 წელს?

❓ იგივე 2007 წლამდე სტრატეგიული ობიექტების ჩალის ფასად გასხვისება, რაც სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მყიდველმა ეს ობიექტები იაფად იყიდა… რა იყო სხვაობა სახელმწიფო ხაზინაში შესულ თანხასთან შედარებით?

❓ რატომ ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლი?

❓ იგივე კოდორის ხეობის ზემო აფხაზეთად გადარქმევა, რითაც გარკვეულ წილად აფხაზეთის რეგიონი გააფართოვეს ისევე, როგორც გააფართოვეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები. ეს ყველაფერი წინასწარ მომზადდა.

❓ რატომ ჩააბარეს უბრძოლველად კოდორის ხეობა?

❓ რატომ და როგორ აღმოჩნდა უეცრად ახალგორი, რომელიც ქართული მხარის კონტროლქვეშ იყო, მოწინააღმდეგის კონტროლქვეშ და კიდევ სხვა.

როდესაც ეს ყველაფერი დაიდება, მაშინ გასაგები გახდება, ვინ რას აკეთებდა და ვისი დავალებით. მე ახლავე შემიძლია 10-მდე პიროვნება ჩამოვთვალო, რომლებიც იღებდნენ გადაწყვეტილებებს 2008 წლის ომთან მიმართებაში და რომლებიც ახლაც აქტიურად იბრძვიან იმისთვის, რომ როგორმე საქართველოში მეორე ფრონტი გახსნან“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატის თქმით, მისთვის მოულოდნელი არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა და რეაქცია მის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რადგან ისინი თავად იყვნენ ამ ომის შემოქმედნი.

🔶 ამასთანავე დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სურვილის შემთხვევაში, გააჩნდა საჭირო ბერკეტები იმისთვის, რომ ეს ომი თავიდან აერიდებინა საქართველოსთვის, ისევე როგორც თავიდან აერიდებინა დღევანდელი ომი უკრაინისთვის.

ჩემი ბრიფინგის მიზეზი გახდა ბოლო დღეებში საპარლამენტო უმრავლესობის და პარტია ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით თუმცა აშკარაა რომ როგორც ქართული ოცნების ისე ხალხის ძალის ლიდერები ღიად მაინც ვერ ამბობენ იმ სიმართლეს რომელიც საქართველოში ყველამ იცის მაგრამ რომლის თქმასაც საჯაროდ ვერავინ ბედავს.


📍 ჩემი ბრიფინგის მიზეზი გახდა ბოლო დღეებში, საპარლამენტო უმრავლესობის და პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით. თუმცა, აშკარაა, რომ როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ხალხის ძალის“ ლიდერები ღიად მაინც ვერ ამბობენ იმ სიმართლეს, რომელიც საქართველოში ყველამ იცის, მაგრამ რომლის თქმასაც საჯაროდ ვერავინ ბედავს.

📍 ამას დაემატა „ხალხის ძალის“ მიერ შემოტანილი ორი კანონპროექტი. გაუგებარია ერთი და იგივე საკითხზე ორი სრულიად განსხვავებული კანონის შემოტანა. ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია.

📍 ყველას მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის ომისთვის საფუძვლიანად მომზადება სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წლიდან დაიწყო, თუ ადრე არა;

❗️ ნაციონალებმა კოდორის ხეობას დაარქვეს ზემო აფხაზეთი;

❗️ 2008 წლამდე ომის დაწყებამდე ყველა სტრატეგიული ობიექტი გაასხვისეს ჩალის ფასად. თუმცა, მყიდველებმა მათი შეძენისთვის დიდი ფინანსური ხარჯი გაწიეს.

❗️ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები;

❗️ ომის დაწყებას წინ უსწრებდა პროვოკაციული სროლები, რის შემდეგაც სააკაშვილმა ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დააანონსებინა, მის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების მეშვეობით.

❗️ ამ ყველაფრის ლოგიკური კულმინაცია იყო 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით სააკაშვილის ბრძანებით, არტილერიის მიერ ცხინვალის დაბომბვა, რითაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო.

🔴 შეგახსენებთ, რომ იმავე წელს ნაციონალებმა ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლითაც მათ სააკაშვილის მიერ ომის დაწყება აღიარეს. ხოლო შედეგად, რუსეთს ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია გაუფორმეს.

🔴 მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქმეები მოიგო, ამ თემაზე გაჩუმების მიზეზი აღარ არსებობს. ისმის კითხვა – რატომ არიან ჩუმად, გაუგებარია.

🔴 ჩვენს მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან, გავიდა ნახევარ თვეზე მეტი, მაგრამ უმრავლესობას არც კი განუხილავს, არც უმსჯელია ამ საკითხზე. ერთადერთი ხალხის ძალამ, საზოგადოების სახით გამოხატა დადებითი დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში.

🔴 გაუგებარია, რატომ უნდა დავაფაროთ და ვაფარებთ ხელს სააკაშვილის რეჟიმს მის მთავარ დანაშაულზე, რომელიც მან ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა. მე არ მაინტერესებს იმ 4 საქმიდან არც ერთი, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა და ამ მიმართულებით კი, არაფერი არ კეთდება. ხოლო ის 4 საქმე რომელზეც ნაწილი დამთავრებულია და მისჯილი აქვს, გამოდის, რომ ამით სააკაშვილის ძირითად დანაშაული იჩქმალება.

🔴 ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილი ყველა ნაბიჯს ამერიკელებს უთანხმებდა და მათ გარეშე ვერცერთ ზემოთ ნახსენებ ქმედებას ვერ დაგეგმავდა და განახორციელებდა. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ბუშის 2005 წლის ვიზიტის შემდეგ საქართველოში.

🔴 ამერიკელებმა კარგად იცოდნენ, რომ სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვას, რუსეთის პასუხი მოყვებოდა, რაც საბოლოოდ რუსეთსაც და ევროპასაც სერიოზულ დაპირისპირებას მოუტანდა, 2008 წლის ომმა პირველად გააჩინა ბზარი ევროპასა და რუსეთს შორის, როგორც ეს ეხლა გრძელდება უკრაინის ომიდან გამომდინარე. ამერიკამ მაშინ ჩვენ და ეხლა კი მთელი ევროპა და უკრაინა გაწირა.

🔴 ასევე, ცნობილია, რომ ომის დაწყებით პერსონალურად იყო დაინტერესებული ჯონ მაკკეინი, რომელმაც 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია სწორედ რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე ააგო.

🔴 ამ ევროატლანტიკური შეთქმულების შედეგად გაიწირა ჩვენი ორი ისტორიული კუთხე – აფხაზეთი და სამაჩაბლო, დაიღუპა ასეულობით ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე და საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა 30 ათასი ადამიანი.

🔴 ის, რაც სააკაშვილმა და მისმა უცხოელმა მფარველებმა 2007-2008 წლებში გააკეთეს, სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი. ამ ფონზე, გასაკვირი არაა, თუ რატომ ამოიღო სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წელს სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მუხლები. სრულიად ცხადია, რომ მათ დააზღვიეს სამომავლო დანაშაულები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ ქონდათ ჩასადენი. უფრო მეტი, სააკაშვილმა შეგნებულად დატოვა საქართველოს მოქალაქეობა, რის აუცილებლობა იმ პერიოდში უკრაინის პრაქტიკიდან გამომდინარე, არ არსებობდა.

🔴 ჩვენ გავაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა პროკურატურამ გამოიძიოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და პარლამენტშიც შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია. ადამიანებს, რომლებიც დღესაც საქართველოს ომში გახვევას ცდილობენ, 2008 წლის უმძიმესი დანაშაული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შერჩეთ.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თუ არ მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან მიმართებაში კანონის პროექტის ამერიკულ მოდელს, ესე იგი ჩვენ არ ვიქნებით ღირსი ვიყოთ პარლამენტარები და ვიყოთ იმ ხალხის წარმომადგენლები, ვისი ინტერსებიც ჩვენ უნდა დავიცვათ.

📍 ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თუ არ მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან მიმართებაში კანონის პროექტის ამერიკულ მოდელს, ესე იგი ჩვენ არ ვიქნებით ღირსი ვიყოთ პარლამენტარები და ვიყოთ იმ ხალხის წარმომადგენლები, ვისი ინტერსებიც ჩვენ უნდა დავიცვათ.

📍 ეს არის ის კანონი, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, რაც ამყარებს პრინციპს – კანონის უზენაესობის შესახებ და ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებების დაცვას შეფარებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი შეცვალონ ქვეყნის ხელისფლება, რისი სამწუხარო მაგალითები უახლოეს ისტორიაში არსებობს.

📍 არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებმაც მხოლოდ ერთ წელიწადში დახარჯეს 200 მილიონი, არის თუ არა მათი საქმიანობა საქართველოს, როგორც ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერსებიდან გამომდინარე?

🔶 ამის შესახებ პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარალმენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროქტის დარეგისტრირება მოხდა.

🔶 „კანონპროექტის პირველი ვარიანტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ წარმოადგინა, უნდა ითქვას, რომ იყო ნახევრად კანონი და იგი ჩემთვის თავშივე მიუღებელი გახდა, რადგანაც იყო ლიბერალური კანონი და ქვეყნისთვის არაფრის მომცემი. ასეთი კანონი კი, არ სჭირდება ჩვენს საზოგადოებას.

🔶 რაც შეეხება კანონის პროექტის მეორე ვარიანტს, რომელიც გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების კანონის ანალოგი, ამ პროექტზე შეიძლება ითქვას, რომ მისი ყოველი პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ეს არის ის კანონი, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას. რაც ამყარებს პრინციპს – კანონის უზენაესობის შესახებ და ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებების დაცვას შეფარებული არასამთავრობო ორგანიზაციებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი შეცვალონ ქვეყნის ხელისფლება.

🔶 მარტო გასულ წელს, საქათველოში მოქმედმა არასამათავრობო ორგანიზაციებმა 200 მილიონი რომ მიიღეს. აქედან 88 მილიონი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, და დანარჩენი კიდევ სხვა ქვეყნებიდან.

🔶 მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას ხმარდება ეს თანხები და ემსახურება თუ არა იგი ქვეყნის ინტერსებს? ამიტომ, აუცილებელია მივიღოთ სწორედ კანონის პროექტის ამერიკული მოდელი და თუ ჩვენ არ მივიღებთ მას, ესე იგი ჩვენ არ ვიქნებით ღირსი ვიყოთ პარლამენტარები და ვიყოთ იმ ხალხის წარმომადგენლები საქართველოში, ვისი ინტერსებიც ჩვენ უნდა დავიცვათ“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიჩნევს, რომ საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, კანონი კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს, რადგანაც საქართველო ჯერ დასაწყისშია, განვითარების გზაზეა, ხოლო ამერიკას 200 წლიანი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით.

🔶 „თუ ჩვენ გვინდა რომ კანონი კანონობდეს, სწორედ კანონის ამერიკული ვარიანტია მისაღები და არა ის პირველი ვარიანტი, ნახევრად მკვდარი პროექტი. მე ჯერ კიდევ 2022 წლის 23 ივნისს განვაცხადე, რომ კანონის ჩარჩოში უნდა მოექცეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რადგან მათ აქვთ სტრუქტურა, როგორც პოლიტიკურ პარტიას და ფინანსდებიან უცხო ქვეყნიდან; ჰყავთ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც შტურმზე მიდიან, აკეთებენ განცხადებებს როგორც პოლიტიკური პარტიები. ისინი როგორც პოლიტიკური პარტიები, მთავრობისგან ითხოვენ სხვადასხვა თანამდებობის პირების დანიშვნას, თუ გათავისუფლებას. ესე იგი, ისინი ერევიან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. აი, სანამდე მივდივართ ჩვენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მიღებული იყოს ეს კანონი, წინააღმდეგ შემთხევაში, ეს ვითარება მომავალშიც გაგრძელდება“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატმა უარყოფითად შეაფასა პარლამენტის შენობაში, ბიუროს სხდომათა დარბაზის წინ ონლაინ მედიის ნაწილის წარმომადგენელთა მხრიდან გამართული აქცია, სადაც ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა გამოხატეს პროტესტი “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტებთან დაკავშირებით.

🔶 დეპუტატის განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტის თამჯდომარეს ეკუთვნის, რადგანაც დაუშვებელია საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მსგავსი საპროტესტო აქციები იმართებოდეს.

🔶 „რას დაემსგავსება პარლამენტის მუშაობა, თუკი ყველა პოლიტიკური ჯგუფი თავის მომხრეებს მოიყვანს პარლამენტში და ამ გზით გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში პროტესტს გამოთქვამს. ასეთი რამ დაუშვებელია და აუცილებლად მისაღებია მკაცრი ზომები პარლამენტის ხელმძღვანელობის მხრიდან.“ – განცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯია ტელეკომპანია ალტ ინფოს გადაცემაში ალტერნატიული ხედვა

📍 რადიკალების აქცია – სოლიდარობა უკრაინას;

📍პრეზიდენტი „ოცნების“ წინააღმდეგ;

📍დირექტივები და ზეწოლა დასავლეთიდან;

📍ერთი წელი რუსეთ-უკრაინის ომიდან;

📍ქართულ რუსული ურთიერთობები;

📍სახალხო დიპლომატია და დიალოგის აუცილებლობა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში;

🔴 ამ და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე ისაუბრა საპარალემტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“.