ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯია ტელეკომპანია ალტ ინფოს გადაცემაში ალტერნატიული ხედვა

📍 რადიკალების აქცია – სოლიდარობა უკრაინას;

📍პრეზიდენტი „ოცნების“ წინააღმდეგ;

📍დირექტივები და ზეწოლა დასავლეთიდან;

📍ერთი წელი რუსეთ-უკრაინის ომიდან;

📍ქართულ რუსული ურთიერთობები;

📍სახალხო დიპლომატია და დიალოგის აუცილებლობა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში;

🔴 ამ და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე ისაუბრა საპარალემტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“.

ფრიდონ ინჯია – საქართველოს ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური იარაღი უნდა გახდეს კანონის უზენაესობა

📍 საქართველოს ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური იარაღი უნდა გახდეს კანონის უზენაესობა;

📍 ადამიანის უფლებების დაცვას შეფარებული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ჩამოშორებაა;

📍 არსებული პოლიტიკური კატაკლიზმებიდან და საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან, აუცილებელია სახელმწიფო საგანგებო გეგმისა და სახელმწიფო რეზერვის შექმნა;

📍მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს სახელწმიფო ფარმაცევტული საწარმო, რომელიც ფასების კონტროლის გარანტი იქნება;

🔻ამ და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე ისაუბრა საქართველოს პარალმენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „სეზონი -ტვ“ -ზე პირდაპირი ჩართვისას.

🔶 „2022 წლის 23 ივნისს, როდესაც პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა ყოველწლიური ანგარიში, მე დავსვი საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კანონის ჩარჩოში მოქცევის შესახებ, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებიან.

🔶 დღევანდელი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოში ისინი გამოიყურებიან როგორც პოლიტიკური ორგანიზაციები და რაში გამოიხატება ეს?

🔶 ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს;

🔶 მათ შექმნილი აქვთ სტრუქტურები, ისევე როგორც პარტიულ ორგანიზაციებს;

🔶 ისინი აკეთებენ მოწოდებებს მთავრობის წინააღმდეგ;

🔶 ისინი აკეთებენ ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს;

🔶 მთავრობას, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული, უპირისპირდებიან ორგანიზაციები, უკვე პოლიტიკური სახით, რომლებსაც აფინანსებენ სხვადასხვა ქვეყნები, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე. მარტო გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაახლოებით 200 მილიონამდე მიიღეს დაფინანსება.

🔶 ეს ყველაფერი კი, სცილდება არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის პრინციპებს; აქედან გამომდინარე, მე ვითხოვე მომზადდეს კანონპროექტი ამ საკითხთან დაკავშირებით.

🔶 ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში წარმოდგენილია 4 დეპუტატით და შესაბამისად, თუ არ იქნებოდა მხარდაჭერა მმართველი პარტიიდან ამ კანონს ვერ მივიღებდით. ხოლო რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც იკვებება იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ჩვენ მათგან მხარდაჭერას არ ველოდებოდით.

🔶 ჩემი განცხადებიდან 8 თვის თავზე „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატთა ჯგუფმა, „ხალხის ძალის“ სახით, შემოიტანა კანონპროექტი, რომელიც უცბად გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, გახდა მიუღებელი და შეფასდა როგორც რუსული კანონი.

🔶 უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად დღევანდელი პრაქტიკით, განცხადებები, ან კანონპროექტები, რომლის ინიციატივაც არ ეკუთვნის ოპოზიციას, უფრო სწორედ, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასში შემავალი პარტიების მიერ წარმოდგენილი, ყველა ასეთი პროექტი მიჩნეულია რუსულ მოდელად.

🔶 „ხალხის ძალამ“ კანონის პროქტის პირველ ვარიანტთან დაკავშირებით, გააკეთა განმარტება, რომ ეს არის ამერიკული მოდელი, მაგრამ არის შერბილებული ვარიანტი. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი პოლემიკა მათთან. ჩვენ არ გვჭირდება არავითარი შერბილებული მოდელი.

🔶 კარგია რომ „ხალხის ძალამ“ ხელმეორედ შემოიტანა კანონის პროექტის ამერიკული ვარიანტი. ამერიკულ კანონზე, შეიძლება ითქვას, რომ ეს კანონი საკმაოდ გამოცდილია, მას გავლილი აქვს 1938 წლიდან საკმაოდ დიდი გზა და იგი მუშაობს ეფექტურად, არის ადაპტირებული და ამ კანონზე დაფუძნებით მსგავსი კანონი სხვა ქვეყნებმაც მიიღეს. მაგალითისთვის, ავსტრალიამ, გერმანიამ და ასე შემდეგ“.- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 მისი თქმით, „ევროპელი სოციალისტები“ ხმას მისცემენ კანონის პროექტის ამერიკულ მოდელს, რადგანაც მას მიაჩნია, რომ ამერიკაში დღეს მოქმედი კანონი არის მკაცრი.

🔶 „ჩვენ მხარს დავუჭერთ კანონის პროექტის ამერიკულ მოდელს, რომელიც მუშაობს, რომელიც მკაცრია და არ არის ლიბერალური. გვეყოფა ჩვენ ლიბერალური კანონის მიღება. სწორედ ლიბერალურმა კანონებმა მოგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე.

🔶 ამერიკული კანონის მიხედვით, თვითონ სახელმწიფო განსაზღვრავს და ამტკიცებს, თუ რომელი არასამთავრობო ორგანიზაციაა შესატანი რეესტრში, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი და თუ ის ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების კანონს, ასეთი ორგანიზაცია, შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც გადაეცეს. ასეთი მკაცრია ამერიკული კანონი.

🔶 უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნახევრად კანონი არ მოქმედებს თავზე ხელაღებულ გარკვეულ პოლიტიკოსთა ჯგუფებზე. მე სწორედ ეს კანონი მომწონს თავისი სიმკაცრით, რადგანაც მიმაჩნია, რომ სწორედ კანონის ასეთი მოდელი სჭირდება ჩვენს საზოგადოებას.

🔶 ვფიქრობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყოს ბავშვთა დაცვის და ადამიანი უფლებების დაცვის მიმართულებებით დაკავებული და ვინ ეტყვის უარს და ვინ გაუწევს წინააღმდეგობას მათ, რომ ამ მიმართულებით აწარმოონ თავიანთი საქმიანობა, მაგრამ დღეს ადამიანის უფლებების დაცვას შეფარებული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ჩამოშორებაა“. – აღნიშნა პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ.

🔶 დეპუტატი დარწმუნებულია, რომ რადიკალურ ოპოზიციას „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასში შემავალი პარტიების სახით არ შესწევთ უნარი მიზანს მიაღწიონ და შეძლონ ხელისუფლების გადაყენება.

🔶 „მე მეეჭვება რომ აქციებით რადიკალურმა ოპოზიციამ რაიმე შედეგს მიაღწიოს. აბა გავიაროთ რაიონებში, სადაც არავითარი პოლარიზაცია არ არის. დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია ქვეყნაში მოწესრიგებული იყოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ხალხს ჰქონდეს ნორმალური ხელფასი და არ იყოს ფასების მატება“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია საფრთხე გარკვეული რადიკალური ძალების მხრიდან პროვოკაციების შედეგად ქვეყანაში დაიძაბოს ვითარება, რამაც შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და იყოს საფუძველი მეორე ფრონტის გახსნისა, დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ასეთი საშიშროება სამწუხაროდ, არსებობს და ამის თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლების მთავარ პოლიტიკურ იარაღად სახელმწიფოში უნდა იქცეს კანონის უზენაესობა“.

🔶 „გეთანხმებით, რომ არსებობს გარკვეული საშიშროება, მაგრამ მთავარი პოლიტიკური იარაღი საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა იყოს კანონის უზენაესობა.

🔶 აქედან გამომდინარე, შესაბამისი უწყებები, უნდა დადგნენ თავის სიმაღლეზე, ყველა ანტიკონსტიტუციურ ქმედებას დაუპირისპირდნენ კანონით, რითაც იქნება დაცული სახელმწიფო და ხალხი. ხელისუფლებამ ნებისმიერი ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე მყისიერად უნდა მოახდინოს რეაგირება. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ მაგალითად ის ხალხი, ვინც 2008 წელს მოაწყო აგვისტოს ომი, გაასხვისა, გააჩუქა თუ დაუთმო საქართველოს ტერიტორიების 20% -ი, იგივე ხალხი მოქმედებს დღესაც“.- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ასევე, შეაფასა ევროპარლამენტის და ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებები, რაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ გარკვეულ ზეწოლაში გამოიხატება.

🔶 „ხაზი მინდა გავუსვა ევროპის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას და ავღნიშნო, რომ ევროპის პარალმენტის მხრიდან მსგავსი რეზოლუცია არ არის პირველი. გავიხსენოთ ბოლოს წინ მიღებული რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა 6- მა პარლამენტარმა, რომელთაგან ნაწილი ციხეშია და დადანაშაულებულია კორუფციაში, ხოლო ნაწილთან მიმართებაში მიმდინარეობს გამოძიება. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რამდენი პარლამენტარი იქნება მომავალში დადანაშაულებული კორუფციაში. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ.

🔶 ხოლო, რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მას, თავისი დავალება აქვს და ამით ნათლად ჩანს მისი ქვეყნის ინტერესები.

🔶 დეპუტატმა პარალელი გაავლო დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებასა და 2003 წლის პოლიტიკურ ვითარებას შორის და აღნიშნა, რომ მაშინდელი და დღევანდელი სიტუაცია მკვეთრად განსხავებულია.

🔶 „2003 წლის მოვლენები, რომელსაც „ვარდების რევოლუცია“ დაერქვა, იქ იყო არა რევოლუცია, არამედ ხელისუფლების გადაბარება. იმ პერიოდში, საპარლამეტო არჩევნებიდან გამომდინარე, სააკაშვილის გუნდი ითხოვდა, 7- თუ 8 ხმის დამატებას, ან ახალი არჩევნების ჩატარებას. მათ ჰქონდათ პრეტენზია იმ დროინდელი „მოქალაქეთა კავშირის“, მმართველი პარტიის მიმართ, რომ არჩევნები გაყალბდა. აქედან გამომდინარე, მათთვის შევარდნაძის გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება იფიქრა, რომ სისხლი დაიღვრებოდა, აიღო და გადააბარა ხელისუფლება, იყო საკმაოდ მოულოდნელი და ეს კარგად ჩანს სატელევიზიო კადრებში, როცა ისინი ამ გადაწყვეტილებით ძალიან დაბნეულები არიან. ასე, რომ მაშინ იყო სხვა სიტუაცია. დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს ვერ მოიგებს და ეს არაერთხელ დამტკიცდა 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე.

🔶 ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ წინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სხვა სიტუაცია იყო, შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტია უფრო იყო შერწყმული და მათ მართლაც, მიიღეს 500 ათასამდე ხმა.

🔶 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ის ცდომილებები, რომელიც დააფიქსირა საგამოძიებო კომისიამ, საბოლოო ჯამში, ვერანაირ გავლენას, ვერ მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.

🔶 ეხლა სულ სხვა სიტუაციაა. თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ჯგუფად არის გაყოფილი ბევრი ტოვებს საერთოდ პარტიას და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაგრძელდება და ამას ჩვენ ვხედავთ ყოველდღე. ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეურთდებიან სატელიტი პარტიები და მოხდება გადაჯგუფება და მე ეჭვი მეპარება მათ რაიმე გავლენის მოხდენა შეძლონ შემდეგ არჩევნებზე, რომელიც 2024 წელს ჩატარდება.

🔶 ერთადერთი საშიშროება აქ ის არის, რომ რაიმე განსაკუთრებული პროვოკაცია არ მოხდეს და რაც მთავარია, ჩვენ არ ჩავერთოთ საომარ მოქმედებებში და საქართველოში არ გაიხსნას მეორე ფრონტის ხაზი.

🔶 თქვენ წარმოიდგინეთ დღეს რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველო არ იარსებებდა. ჩვენთან ორნიშნა ეკონომიკური ზრდა კი არა, ნახევარი საქართველო დაიცლებოდა.

🔶 მთავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა, ვიმოქმედოთ და ყველა ნაბიჯი გადავდგათ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე. როგორც ამას აკეთებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, შორს არ წავალ აგერ, აზერბაიჯანი და თურქეთი. ისინი იყენებენ ყველა იმ საომარ მდგომარეობას, რომელიც მიდის კონტინენტზე თავიანთი ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე. ეს იქნება სავაჭრო ბრუნვა, მიმოსვლები, ტურიზმი და სხვა. სწორედ ამ პრინციპით უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამაც“. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔶 დეპუტატი თვლის, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეიმუშავოს სახელმწიფო საგანგებო გეგმა, რომელიც გახდება მთავრობისთვის სამოქმედო დოკუმენტი.

🔶 „მე რამდენჯერმე გავაჟღერე, რომ კარგი იქნებოდა, თუ ხელისუფლება შეიმუშავებდა საგანგებო გეგმას განსაკუთრებული შემთხვევის დროს. ყველა მინისტრს უნდა ჰქონდეს თავისი მიმართულება, მას უნდა ჰქონდეს კონტროლზე აყვანილი თავისი სფერო, რომ გასაგები და გარკვეული იყოს, განსაკუთრებულ შემთხვევაში, რომელი მინისტრი რაზე აგებს პასუხს. ყველაფერი მოსალოდნელია…

🔶 მთავრობის მოქმედების საგანგებო გეგმა უნდა შემუშავდეს, რომლის კორექტირება უნდა ხდებოდეს იმ მომენტში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატის აზრით, ასევე აუცილებელია სახელმწიფო რეზერვის შექმნა.

🔶 „აუცილებლად მიმაჩნია, მედიკამენტებზე, თუ პროდუქტებზე, სახელმწიფო რეზერვის შექმნა იმ კატაკლიზმებიდან და გეო პოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე. ამიტომ სახელმწიფო რეზერვები აუცილებლად უნდა არსებობდეს. ეს იქნება გაზის მომარაგების საკითხი, ელექტრო ენერგია, პურ- პროდუქტების მოწოდების გზები და ასე შემდეგ.

🔶 ასევე უმნიშვნელოვანესია ფასების რეგულირება სამომხმარებლო პროდუქციაზე. ეს საკითხი დავალებული აქვს შესაბამის ორგანოებს, ეს იქნება ანტი მონოპოლური სამსახური, თუ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინიტროები, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში, უნდა იყოს მთავრობის გადაწყვეტილება განკარგულების სახით, ან მთავრობამ უნდა შემოიტანოს კანონპროექტი, რომელიც დააწესებს კონტროლს, ისეთ პროდუქციაზე როგორიც არის, პურ-პროდუქტები, მედიკამენტები.

🔶 ასევე მნიშვნელოვანია, განისაზღვროს რენტაბელობის საკითხი კომპანიების მოგების მარჟასთან მიმართებაში. ამ მხრივ, ძალიან საინტერესოა ისრაელის მაგალითი, სადაც კომპანიებს არ შეუძლიათ 15% ზე მეტი იყოს მათი მოგება. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს და სახელმწიფომ კონტროლზე უნდა აიყვანოს ფასები.

🔶 სამწუხაროდ, რამდენიმე დღეა ისევ მოხდა ფასების ზრდა მედიკამენტებზე. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ფარმაცევტული საწარმო, რომელიც აწარმოებს პირველადი და ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტებს, რომელიც გაიყიდება ყოველგვარი ნამატის გარეშე. ეს გადაარჩენს ამ მიმართულებას. რადგან დღეს ამის სრულფასოვანი კონტროლი ვერ ხერხდება. რაც არ უნდა ძლიერი იყოს ანტი მონოპოლური სამსახური, რაც რ უნდა ძლიერი იყოს სახელმწიფო უწყებები, მაინც ძნელია ამ სფეროზე კონტროლი და ამას მოწმობს ორი დღის წინ ფასების მატების ფაქტი მედიკამენტებზე.

🔶 ხელისუფლებამ ხელში უნდა აიღოს ამ მნიშვნელოვანი სფეროების მართვის სადავეები. უნდა იყოს მიღებული კანონი და კანონის უზენაესობა უნდა არსებობდეს სახელმწიფოში. აქ საუბარია ხალხის გადარჩენაზე, მოსახლეობის და ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე. აქ შეილება საუბარი იყოს 10 დასახელების პროდუქტზე, რომლიც კონტროლის ქვეშ იქნება და ვერავინ ვერ შეძლებს თვითნებურად ფასების მატებას. ეს გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას და სტიმულს მისცემს მეწარმეს”. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

გვეყოფა კოჰაბიტაცია და ნახევრად კანონის მიღება რომელიც არ იმუშავებს – ფრიდონ ინჯია

📍 ჩვენს საზოგადოებას სჭირდება გამოცდილი და მკაცრი კანონი და თუ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების კანონის ვარიანტით, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი გამჭვირვალეობისკენ და ვიმედოვნებ დადებით შედეგს მოგვიტანს.

📍 გვეყოფა კოჰაბიტაცია და ნახევრად კანონის მიღება, რომელიც არ იმუშავებს.

📍 ჩვენ ვითხოვთ კანონის უზენაესობას.

📍 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ მედიის წინაშე განაცხადა, სადაც კიდევ ერთხელ შეაფასა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას არეგულირებს. „მე აღმოვაჩინე, რომ „ქართულ ოცნებას“ კარგად აქვს დახელოვნებული სხვა ქვეყნის კანონის გადმოწერა. მაგალითად, როგორც ეს იყო უკრაინის კანონის მაგალითზე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“.

📍 მე შევთავაზე მათ შემოეტანათ ამერიკის შეერთებული შტატების კანონი, რომელიც ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, რადგანაც ეს კანონი უკვე გამოცდილია და მოქმედებს ჯერ კიდევ 1938 წლიდან და თუ ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის კანონს ავიღებთ ერთი ერთზე, ეს იქნება დიდი მიღწევა და შედეგზე ორიენტირებული.

📍 ამერიკის შეერთებული შტატების კანონი არის გამოცდილი, მუშაობს და როგორც ცნობილია, საკმაოდ მკაცრია, რაც დღეს სჭირდება ჩვენს საზოგადოებას. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ჩარჩოში მოქცევის შესახებ კანონმდებლობის დონეზე, განცხადება მე გავაკეთე 2022 წლის 23 ივნისს, როცა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით მობრძანებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ეს არის აუცილებელი, რადგანაც დღევანდელი სტატუსით და მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციები სცილდებიან იმ ზღვარს, იმ ჩარჩოებს, რასაც ჰქვია მათი საქმიანობის ფარგლები. ისინი ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც პოლიტიკური პარტიები. მათ შექმნილი აქვთ პოლიტიკური სტრუქტურები, აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, აყენებენ ანტი სახელმწიფოებრივ და ანტი კონსტიტუციურ მოთხოვნებს, ჰყავთ ლამის შეიარაღებული ჯგუფები, და ყოველივე ეს კი, გარკვეულწილად წარმოადგენს საშიშროებას. მისასალმებელია, რომ ჩემი განცხადებიდან, 8 თვის თავზე, უმრავლესებიდან გასულმა დეპუტატებმა „ხალხის ძალის“ სახით, მიიღო გადაწყვეტილება, შემოეტანათ ეს კანონპროექტი.

📍 „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტის პირველი ვარიანტი ჩემთვის მიუღებელი იყო და მე ერთერთი პირველი ვიყავი, როცა გავაკეთე განცხადება და მივმართე მათ, აეღოთ და ეხელმძღვანელათ კანონის ამერიკული ვარიანტით.

📍 პირველი ვარიანტი ჩემთვის გაუგებარი იყო და ამასთანავე იყო ძალიან ლიბერალური. გარდა ამისა, იყო საუბარი, რომ ეს იყო რუსული კანონის ანალოგი. არ გვინდა ჩვენ რუსული ვარიანტი. ავიღოთ ის ვარიანტი, რომელიც არის აპრობირებული, რომელი კანონითაც ხელმძღვანელობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტაბების სახით.

📍 გვეყოფა ჩვენ კოჰაბიტაცია და ნახევრად კანონის მიღება, რომელიც არ იმუშავებს. ჩვენ ვითხოვთ კანონის უზენაესობას“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს რამდენიმე მნიშვნელოვანი წინადადებით და რეკომენდაციით მიმართა

🔴 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს რამდენიმე მნიშვნელოვანი წინადადებით და რეკომენდაციით მიმართა.

🕓 უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

🔸 აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული გეგმა, რომელიც ნარკოდანაშაულის პრევენციას შეუწყობს ხელს;

🔸 მიზანშეწონილი იქნებოდა განათლების სამინისტროსთან გაფორმებულიყო სპეციალური მემორანდუმი, რომელიც სკოლებში მოსწავლეთათვის წარმატებული პოლიციელების მხრიდან ლექციების ჩატარებას უზრუნველყოფდა;

🔸 მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს და უწყების თანამშრომელთა საქმიანობის მეტი პოპულარიზაცია;

🔸 დამერწმუნეთ, თუ, ყველა სახელწმიფო დაწესებულება მუშაობას დაიწყებს დილის 9 საათზე, დედაქალაქი განიტვირთება.

🔸 „კიდევ ერთხელ მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები მინისტრს და სამინისტროს წარმომადგენლებს.
პირველ რიგში, დიდი მადლობა მშვიდობისთვის, რომელიც დღეს საქართველოში სუფევს და ამაში თქვენი დიდი ძალისხმევაა.

🔸 აქ ჩემმა კოლეგამ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთერთი უმნიშვნელოვანესი უწყება და მიმართულებაა ქვეყანაში. მას მე დავამატებდი, რომ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი უწყებებია: შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლების სფერო და სამედიცინო დარგი.
მიუხედავად ამისა, მე მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ერთერთი ყველაზე ფუნდამენტური უწყებაა ქვეყნისთვის, იგი არის ქვეყნის სახე.

🔸 როდესაც სახელმწიფოში უცხოელი შემოდის, ის პირველ რიგში ხედავს პოლიციელს, რომელიც ქვეყნის სახეს წარმოადგენს.

🔸 თქვენ, საკმაოდ დადებითი მუხტი გაქვთ და არ გიჭირთ საზოგადოებასთან ურთიერთობა… თქვენი საუბარი, ღიმილი, მოთმინება, მადლობა ამისთვის.

🔸 მე მინდა დავიწყო საუბარი როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ, რომელსაც დღეს, მომეცა საშუალება, როგორც პარლამენტის წევრმა გითხრათ ჩემი სათქმელი.
მე მოვისმინე ის ციფრები, რაც თქვენ დღეს დაასახელეთ ნარკო რეალიზატორებთან დაკავშირებით, რომ მოხდა 202 ნარკო რეალიზატორის დაკავება. ჩემი აზრით, ეს ძალიან შემაშფოთებელი ციფრია და ვფიქრობ, რომ აქ მარტო ციფრების დასახელებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. აქ აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული გეგმა, რაც დანაშაულის პრევენციას შეუწყობს ხელს.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა განათლების სამინისტროსთან გაფორმებულიყო სპეციალური მემორანდუმი, რომელიც სკოლებში მოსწავლეთათვის წარმატებული პოლიციელების მხრიდან ლექციების ჩატარებას უზრუნველყოფდა;

🔸 „არის თუ არა მემორანდუმი ან ხელშეკრულება ან მსგავსი, საქართველოს განათლების სამინისტროსთან?
მე მაგალითად, გავაფორმებდი ხელშეკრულებას განათლების სამინისტროსთან და ავიღებდი ვალდებულებას, რომ ყველა სკოლაში თქვენი წარმომადგენელი, წარმატებული პოლიციელი, მაღალ კლასებში, ჩაატარებდა ლექციებს სხვადასხვა მიმართულებით.

🔸 ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიციისთვის, მოსწავლეებისთვის ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც შესაძლოა პროფესიად სწორედ ეს მიმართულება აირჩიონ“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 დეპუტატმა, ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინიტროს საქმიანობისა და ზოგადად უწყების თანამშრომელთა უფრო მეტი პოპულარიზაციის საკითხზე, რადგან მისი აზრით, საზოგადოებისთვის სრულყოფილად არ არის ცნობილი უწყების საქმიანობის შესახებ.

🔸 „არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდი, სადაც არის ლამაზი გადაცემები მაგრამ საზოგადოების ძირითადმა ფენამ ეს არ იცის და მიუწვდომელია მისთვის.
ჩემი აზრით, ამ გადაცემებს და შსს თანამშრომლებს პოპულარიზაცია აკლია. ეს იქნება გადაცემები სპეციალურ არხზე, თუ კინო ფილმების გადაღება, ან ბილბორდებზე პოლიციელების გამოჩენა. ეს გარკვეულწილად იქნება მოტივაცია პოლიციელებისთვის თუ გამომძიებლებისთვის.

🔸 თუმცა, მოტივაცია, ჩემი აზრით, პირველ რიგში დაფინანსებაა და ამ დროს, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ამბობს, რომ შევზღუდოთ სახელმწიფოში შემოსვლა. პირობითად, 100 კაცის შემოსვლა საქართველოში ეს ერთი მილიონი შემოტანილი თანხაა და რომ არა ეს ფაქტორი, ის მოგება, რომელიც სახელმწიფომ წინა წელს მიიღო ნამატის სახით, ნამდვილად არ იქნებოდა“.- აღნიშნა დეპუტატმა.

🔸 ფრიდონ ინჯიამ პარალმენტის ტრიბუნიდან მოუწოდა ვახტანგ გომელაურს, იმოქმედოს კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, რაც მის საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის და მისი ავტორიტეტი გაცილებით მაღალი იქნება.

🔸 „გარკვეული ძალები ყველაფერს ეწინააღმდეგებიან და უნდათ დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა. მათი ქმედებები მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში წინსვლა და განვითარება არ მოხდეს. ამიტომ, თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ თავაწეულად, რასაც კანონი ითვალისწინებს და თუ იქნება კანონის უზენაესობა თქვენი მხრიდან, თქვენი ფასი გაცილებით მაღალი იქნება.“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე გამოვიდა წინადადებით, რომ საჯარო სამსახურებმა მუშაობა დაიწყონ დილის 9 საათზე, რაც დედაქალაქში არსებული საცობების განტვირთვას შეუწყობს ხელს.

🔸 „კიდევ ერთი საკითხი, ამ შემთხვევაში, მინდა გთხოვოთ როგორც მთავრობის წვერს და არა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს. გთხოვთ მთავრობის სხდომაზე გააჟღეროთ ჩემი წინადადება და მთავრობამ მიიღოს დადგენილება, იმის შესახებ, რომ ყველა სამთავრობო დაწესებულება მუშაობას იწყებდეს დილის 9 საათზე, ეს გადაწყვეტილება განტვირთავს ქალაქს. დამერწმუნეთ, თუ, ყველა სახელწმიფო დაწესებულება მუშაობას დაიწყებს დილის 9 საათზე, ქალაქი განიტვირთება“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონის ამერიკული ვარიანტის საქართველოს რეალობაში გადმოტანა სავსებით შესაძლებელია

🔹”არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონის მიღებისას უნდა იყოს გათვალისწინებული კანონის მაქსიმალური სიმკაცრე, რომ 50 თუ 100 კაციან ჯგუფს, თავში არ მოუვიდეს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის იდეა“.
🔹”არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონის ამერიკული ვარიანტის საქართველოს რეალობაში გადმოტანა სავსებით შესაძლებელია”.
🔺ამის შესახებ პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „რუსთავი-2“თან საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
🔺„გასული წლის 23 ივნისს, როდესაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი მე დავსვი საკითხი, რომ აუცილებელია საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობა მოექცეს კანონის ჩარჩოში, როგორც არის ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბევრ სხვა ქვეყანაში.
🔺არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში გამოდიოდა და აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს და მოუწოდებდა ხელისუფლების დამხობისკენ. ამიტომ, მე დღის წესრიგში დავაყენე საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კანონის ჩარჩოში ჩასმის აუცილებლობის შესახებ.
🔺კარგია, რომ ჩემი განცხადებიდან 8 თვის შემდეგ, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა ჯგუფმა „ხალხის ძალის“ სახით დააინიცირა ეს კანონპროეტი (უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონის პროექტი).
🔺მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ამერიკული კანონის ჩვენს რეალობაში გადმოტანა. რა თქმა უნდა, ჩვენ ხმას მივცემთ ამ კანონს იმ შესწორებების გათვალისწინებით, რომელიც მასში შევა და აქ უპირველესად, გათვალისწინებული უნდა იყოს კანონის მაქსიმალური სიმკაცრე, რომ 50 თუ 100 კაციან ჯგუფს, თავში არ მოუვიდეს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის იდეა“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
🔺დეპუტატმა ასევე, კომენტარი გაკეთა ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, გამოიყენოს ვეტოს უფლება.
🔺„პრეზიდენტის განცხადება ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი, ამიტომ მის განცხადებზე მე კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ის დაბლოკავს ამ კანონს, მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ პარალმენტს შესწევს ძალა დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.