საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა კანონშემოქმედებითი საქმიანობა წარმართონ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერსებიდან გამომდინარე

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა კანონშემოქმედებითი საქმიანობა წარმართონ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერსებიდან გამომდინარე.

🔴 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში, მიმოიხილა გასული წლის ყველაზე აქტუალური პოლიტიკური თემები, რასაც წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მოხსენება 2022 წელს პარლამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

🔴 ფრიდონ ინჯიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის „ხელოვნურად მოგონილ და შემუშავებულ“ 12 პუნქტიან მოთხოვნას, რომელიც პრაქტიკულად, გახლდათ 2022 წლის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხი. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე თვლის, რომ ამ საკითხებზე მუშაობა დროის ტყუილად კარგვაა და უმჯობესია ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს ისეთი მნიშვნელოვანი კანონები, რომლებიც ქვეყანაში გააუმჯობესებს ეკონომიკურ თუ სოციალურ მდგომარეობას, რომელიც შექმნის საფუძველს და გარანტიას მოქალაქეებს ჰქონდეთ სტაბილური და ნორმალური ცხოვრების პირობები.

🔴 დეპუტატმა ასევე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოსთვის ისეთ ფუნდამენტურ და პრინციპულ საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნის ისტორიის, ტრადიციებისა თუ ადათ-წესების შენარჩუნება, რაზედაც დგას სახელმწიფო და რაც ძირითადი ხერხემალია ქვეყნის იდენტობის შესანარჩუნებლად.

ევროპელი სოციალისტები მხარს არ დაუჭერენ კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ – ფრიდონ ინჯია

📍 „ევროპელი სოციალისტები“ მხარს არ დაუჭერენ კანონპროექტს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ – ფრიდონ ინჯია

👉 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ მხარს არ დაუჭერენ კანონპროექტს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“.

🔴 ამის თაობაზე დღეს „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრების დისტანციური შეხვედრისას განაცხადა.

🔴 მისი თქმით, ამის უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, არ არის დახვეწილი და, გარდა ამისა, მსგავსი კანონი მიღებული არ აქვს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანას.

🔴 „ამ კანონპროექტს, ამ სახით ჩვენ ხმას არ მივცემთ. ის არ შეესაბამება საქართველოს უზენაეს კანონს – კონსტიტუციას. ეს პირველი ფაქტორი.
მეორე – საქმის სამართლიანი განხილვისა და ასევე, მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო კანონმდებლობით და რომელიც, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემთხვევაში, დაირღვევა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔴 მისივე თქმით, კანონპროექტი სრულად გადმოღებულია უკრაინის კანონმდებლობიდან, სადაც სულ სხვა რეალობაა, ხოლო საქართველოში – სხვა.

🔴 დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაული ისედაც ისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობით.

🔴 „ერთ საინტერესო დეტალზე მინდა ყურადღება გავამახვილო. კერძოდ, თუ ოლიგარქი აკმაყოფილებს იმ მოგონილ კრიტერიუმებს და მოხვდა ოლიგარქთა რეესტრში, მისი გაკოტრების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელია ამ პირის რეესტრიდან ამოღება. ეს კანონში გათვალისწინებული არ არის. მაშინ, როდესაც ნასამართლევი ადამიანის შემთხვევაში, ნასამართლეობის მოხსნაც კი შესაძლებელია, ხოლო გაკოტრებული ოლიგარქის რეესტრიდან ამოღება – არა”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს კითხვებით მიმართა

🔴 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს კითხვებით მიმართა.

🔹 ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტის მუშაობის ანგარიში წარადგინა.

🔹 „ბატონო მიხეილ, თქვენს კომიტეტს დიდი დატვირთვა აქვს, განსაკუთრებით ხელოვნურად ამ დაძაბულ პერიოდში და ბევრ შემთხვევაში თქვენი დამაჯერებელი განცხადებები ამაგრებს იმ სიმართლეს, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ეს მნიშვნელოვანია, რისთვისაც მადლობა მინდა გითხრათ.

🔹 ადამიანის უფლებების დაცვის ეგიდის ქვეშ, ხომ არ ხდება, შეპარულად, ქვეყნის იდენტობაზე, მის თვითმყოფადობაზე, ან ქართული იდენტობის განეიტრალებაზე, გაუფერულებაზე, გათანაბრებაზე ზემოქმედება, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, რადგან ადამიანის უფლებების დაცვის სფერო, იდეოლოგიასაც მოიცავს.

🔹აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს თქვენი კომიტეტის მუშაობას. როგორ ფიქრობთ, პირადად თქვენ, როგორ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ იმ დიდ ძალისხმევას, რომლითაც ადამიანის უფლებების ეგიდის ქვეშ, სურთ შეარყიონ და დააზიანონ ჩვენი იდენტობა, ინდივიდუალიზმი და მსოფლმხედველობა?

🔹 რამდენად დაცულია რუსეთის ფედერაციაში ქართული ემიგრაციის უფლებები, სადაც ერთ მილიონამდე ქართველია? რა კეთდება ამ მხრივ? გაქვთ თუ არა კონტაქტი მათთან ? და როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის ხალხი არ მოწყდეს საქართველოს? მათი უფლებების დაცვა საქართველოს ინტერსებშია.“

ფრიდონ ინჯიამ თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში დიპლომატიური მისიების საქმიანობა შეაფასა

📍 ფრიდონ ინჯიამ თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში დიპლომატიური მისიების საქმიანობა შეაფასა.

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მწუხარება გამოთქვა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და მადლობა გადაუხადა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი ჯანჯღავას, რომლის საქმიანობაც, დეპუტატის თქმით, სამაგალითოა და იგი თურქეთში მოღვაწე ათი ათასობით საქართველოს მოქალაქის გვერდში დგას ჭირსა თუ ლხინში.

🔸 „მოგესალმებით კოლეგებო, მეც ვუერთდები იმ მწუხარებას, რასაც თურქი ხალხი განიცდის დღეს. მე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ელჩისა და დიპლომატიური კორპუსის მუშაობას თურქეთში და პირადად გიორგი ჯანჯღავას ჩემი პარტიის სახელით გადავუხადო მადლობა, რომელიც ათი ათასობით ქართველის გვერდში დგას ჭირსა, თუ ლხინში. იგი აწყობს სხავადასხვა კულტურულ ღონისძიებებსა და ბიზნეს შეხვედრებს. გიორგი ჯანჯღავა მოქმედებს საქართველოს სახელით და იგი ხიდია ჩვენს ხელისუფლებასა და თურქეთის ხელისუფლებას შორის. ის გვერდში უდგას თურქეთში ქართულ დიასპორას და მისი საქმიანობა მართლაც, რომ სამაგალითოა“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔴 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ, პარალელი გაავლო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის გიორგი ქაჯაიასა და კონსულის სოზარ კვინჩიას საქმიანობასთან, რომლებიც დეპუტატის თქმით, ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, უფრო მეტიც, გაუგებარია, რისთვის არიან და საერთოდ ვის დავალებებს ასრულებენ ისინი და რამდენად გვერდში უდგანან იმ მილიონიან დიასპორას, რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაში.

🔴 „მე პარალელი მინდა გავავლო, რუსეთის ფედერაციასთან, სადაც ერთ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. საქართველოს ინტერსების სექციის ხელმძღვანელობა მოწადინებული უნდა იყოს ჩვენი თანამემამულეების დახმარებით, მათთან გვერდში დგომაზე. ამ დროს კი, ხდება პირიქით. მათთან შეუძლებელია დარეკვა და თუ დარეკავ და მიღებაზე ჩაეწერები, შეიძლება შეურაცხყოფაც მოგაყენონ. არ ვიცი რისთვის არიან ისინი იქ. ალბათ, რაღაც დავალებებს ასრულებენ და გაუგებარია ვის დავალებებს“.

🔴 „საქართველოს ინტერსების სექციის ხელმძღვანელობა უნდა იყოს ხიდი რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებსა და საქართვლოს შორის. იმ ერთ მილიონ ხალხთან, რომელთაც ერთი მილიონზე მეტი ნათესაობა ჰყავთ საქართველოში. ისინი ასევე, უნდა ეხმარებოდნენ ქართულ დიასპორას რუსეთის ფედერაციაში“.

🔴 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს რეალურად, საქართველოს ინტერსების სექციის ხელმძღვანელობის მოვალეობას ასრულებს რუსეთის ფედერაციაში ქართული დიასპორა და მისი ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე.

🔴 „მათ მოვალეობას დღეს ასრულებს ქართული დიასპორა და მისი ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე, რომელმაც მთელ რუსეთის ფედერაციაში დიასპორა შეკრიბა. ჩაატარა ორი ყრილობა. მოაწყო კონცერტები, გამოფენები და ის ნამდვილ ქართულ საქმეს აკეთებს. ის დღეს არის მართლაც, რომ საქართველოს წარმომადგენლობა რუსეთში და საკონსულოს მოვალეობას ასრულებს.“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔴 დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო უნდა დაინტერესდეს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერსების სექციის საქმიანობით.

🔴 „ვფიქრობ, გასარკვევია, რას აკეთებენ ისინი. ისინი როგორც ცალკე სამეფოსავით არიან. კაციშვილი არ აკონტროლებს მათ საქმიანობას. ხელისუფლება იქ არ ჩადის. ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა. რასაც უნდა იმას აკეთებენ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საგარეო საქმეთა სამინიტრო, რომელიც აქტიურად მუშაობს და გვერდში უდგას თავის თანამემამულეებს, გინდაც თურქეთი რომ ავიღოთ მაგალითად, ამ საკითხითაც უნდა დაინტერესდეს. რა გახდა ეს, ორი ქაჯაია და კვინჩია, მოგვჭრეს თავი მსოფლიოს მასშტაბით.“ – დასძინა ფრიდონ ინჯიამ.

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ განცხადება

📍 პარტია „ევროპელი სოციალისტების“ განცხადება

🔴 პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი, მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც, საქართველოს გაერთიანების შემთხევაში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, პირველ სამ წელიწადში, 10 მილიარდის ინვესტიციის განხორციელებას შეეხება.

🔴 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში, აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი – მეორე მონტე-კარლო და შესაძლებელია საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, პირველ სამ წელიწადში, 10 მილიარდის ინვესტიცია განახორციელოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. პრემიერმა ასევე, აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკა არ გადაიხედება და მთავრობა შეეცდება ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანებას.

🔴 „მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის განცხადება ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში მშვიდობიანი პოლიტიკის გაგრძელების, შერიგებისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის, ნდობის აღდგენის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შეგნებულად გაყოფილი საზოგადოების შერიგების შესახებ“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

🔴 „სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან შექმნილი პოლიტიკური ამინდიდან გამომდინარე, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რომელიც წარმოადგენს ნებისმიერი სახელმწიფოს სიძლიერის, კეთილდღეობის, სტაბილური განვითარების ფუნდამენტს, დღეს არააქტუალური და მეორეხარისხოვანია, რაც დაუშვებელია და აუცილებლია პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

🔴 „აქედან გამომდინარე, ხელოვნურად შექმნილი და თავს მოხვეული ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების დარეგულირება ქვეყნის ხელისუფლების ძირითადი ამოცანა უნდა გახდეს. უნდა განისაზღვროს ახალი მიდგომები – საჭიროა პირდაპირი მოლაპარაკებების რეჟიმზე გადასვლა, ყველა დაინტერესებული (შიდა თუ გარე) მხარის მონაწილეობით“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.