საქართველო შესაძლოა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სხვადასხვა დარგში – ფრიდონ ინჯია

📍 „საქართველო შესაძლოა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სხვადასხვა დარგში“ – ფრიდონ ინჯია

🔸 ამის შესახებ საპარლმენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც განიხილეს ქართული დიასპორის ჩართულობა ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებაში.

🔸 „ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი კომიტეტის სხდომა. აქ გაიჟღერა ისეთმა საკითმა, რომელიც მე მიმაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ასევე, იმ ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც გაფანტულნი არიან საზღვარგარეთ. მიმაჩნია, რომ საქართველო უნდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი სხვადასხვა დარგში, რისთვისაც აუცილებელია გაკეთდეს საინფორმაციო უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია მონაცემთა ბაზის შექმნა სხვადასხვა მიმართულებით.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 მისივე თქმით, იმისათვის, რომ ყველა ამ საკითხთან მიმართებაში არსებობდეს ერთიანი ხედვა, მნიშვნელოვანია შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც მოიცავს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა მიმართულებას.

ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინიტრის საათის ფორმატში საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმინეს

📍 ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

🔸საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც „მოქალაქეობის შესახებ კანონში“ ცვლილებებს შეეხება.

🔸 კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას იმ პირებისთვის, რომლებსაც ქვეყანაში სამხედრო კონფლიქტისა, თუ სხვა მძიმე მდგომარეობის გამო, მოუწიათ ქვეყნის დატოვება იძულებით, 2009 წლის ჩათვლით და აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, შექმნილი გამოუვალი ვითარების გათვალისწინებით, იძულებულნი გახდნენ, მიეღოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

🔸 დეპუტატის აზრით, საბედნიეროდ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არის საპარლამენტო კომიტეტები და კვალიფიციური იურისტები, რომლებსაც ძალუძთ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა.

🔸 „მე მაინტერესებდა თქვენი ხედვა „მოქალაქეობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებით. ჩვენს მიერ ინიცირებული ცვლილებები ეხება პირებს, რომლებიც 1992 წლიდან 2009 წლის ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ საქართველო. ამ საკითხთან დაკავშირებით მე თქვენი პასუხით არ ვიყავი კმაყოფილი. მესმის, რომ დღეს რთული გამოწვევის წინაშე დგახართ, და ეს გამოწვევა ბევრად მნიშვნელოვანია ამ საკითხზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტში არის კომიტეტები და საკმაოდ კვალიფიცირებული იურისტები, რომელთა საშუალებითაც ეს საკითხი დადებითად გადაწყდება და სამართალი აღდგება. იმ პირების შვილები და შვილიშვილები, რომლებმაც ბედის უკუღმართობის გამო დატოვეს სამშობლო, ქართული ენის არასაკმარისი ცოდნის გამო ბარიერს გაღმა არ უნდა დავტოვოთ“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიზანშეწონილად მიაჩნია, სისხლის სამართლის კოდექსში იმ მუხლების შემოღება, რომლებიც 2004-2005 წლებში ნაჩქარევად იქნა გაუქმებული.

🔸 „მე მაინტერესებდა თქვენი ხედვა როგორ მიგაჩნიათ, არის თუ არა გადასახედი ეს მუხლები? … პარლამენტში არიან კვალიფიციური იურისტები და ვფიქრობ, ეს საკითხიც დადგება დღის წესრიგში. მე ასევე, მხედველობაში მქონდა კანონი ცილისწამების, შეურაცხყოფის შესახებ. შეურაცხყოფა სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ, სახელმწიფოს პირველი პირების მიმართ ეს დაუშვებელია და ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია. მე ასევე, მაინტერესებდა თქვენი აზრი სასჯელის შეკრებითობის პრინციპთან დაკავშირებით, რომელიც ბევრ ჩვენთვის სამაგალითო ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულია და ამ მხრივ შესაძლებელია შემოვიღოთ თუნდაც, ნაწილობრივ შეკრებითობის პრინციპი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრს დედაქალაქის განტვირთვის მიზნით იუსტიციის სამინისტროს გარკვეული დეპარტამენტების რეგიონებში გადატანა შესთავაზა. დეპუტატის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება ასევე, შეიძლება მიიღოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ჭკვიანი რობოტების მომსახურეობის შემოღებაზე, რაც მისი აზრით, უწყების განვითარებას ძალიან შეუწყობს ხელს.

🔸 „საქართველოს ბევრ ქალაქში არის იუსტიციის სახლი და, გარკვეულწილად, იგი ბრენდად ჩამოყალიბდა თავისი ლამაზი შენობებით და ეს თქვენი და თქვენი წინამორბედების დამსახურებაა, რაც ძალიან სასიამოვნოა“,- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის აზრით, უმძიმესი მოსასმენი იყო იუსტიციის მინისტრის მხრიდან პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერებული განაჩენი, რომელიც სააკაშვილის მმართებლობის პერიოდის ძალიან მძიმე რეალობას უკავშირდებოდა.

🔸 „აქედან გამომდინარე, მე მომივიდა აზრად ის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ ჩვენ და არ უნდა დავივიწყოთ ყოველივე ეს, თორემ გადის წლები, ათეული წლები და თითქოს არაფერი … არადა ეს ძალიან მნიშნელოვანი მონაკვეთი იყო ჩვენი ცხოვრების და ამის დავიწყება არ შეიძლება, განსაკურებით ქართველი კაცისთვის“.

🔸 „ამიტომ, მე მიზანშეწონილად მიმაჩნია და მაქვს წინადადება, რომ თქვენი ეგიდით, შექმნათ სწავლების ცენტრი მოსახლეობის განათლების მხრივ, სადაც იქნება გადაცემები, რომელიც შეეხება სხვადასხვა დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუნდაც კანონების შესწავლის მიზნით. ეს შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო, რომელიც იქნება ამ ფაქტებზე დაყრდნობით. ამით კი, სამინისტროს შრომა უფრო დაფასდება“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 გამოსვლის დასასრულს, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა მინისტრის საქმიანობა იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც ბოლო პერიოდში იუსტიციის სამინიტრო დგას.

🔸 „თქვენ ხართ, პირველი პირი, იუსტიციის მინისტრი და ბევრი რამ შეგიძლიათ. შესაძლოა ვინმეს არ მოეწონოს მიღებული გადაწყვეტილებები, მაგრამ თუ თქვენ გამოხვალთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ქვეყნისთვის მომგებიანია იქნება“,- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

მანამ, სანამ აფხაზებს პირდაპირ არ დაველაპარაკებით, არაფერი იქნება – მარტო შეშფოთებული განცხადებებით საქმე არ გაკეთდება – ფრიდონ ინჯია

https://youtube.com/watch?v=ZmnT0Sya3Ws
📍 „მანამ, სანამ აფხაზებს პირდაპირ არ დაველაპარაკებით, არაფერი იქნება, მარტო შეშფოთებული განცხადებებით საქმე არ გაკეთდება“! – ფრიდონ ინჯია
🔴 „თქვენ, როგორც მინისტრი, ვერ იყენებთ ბევრი ადამიანის შესაძლებლობებს, კონტაქტებს, ურთიერთობებს, ცოდნას, გამოცდილებას, ტაქტიკას, რაც არსებობს აფხაზეთთან და აფხაზებთან მიმართებაში. საქმე არის ნული. ამ წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ ჩვენ დავახლოვებულიყავით აფხაზებთან. ცენტრი აფხაზეთშია და იქ წყდება ყველაფერი, ჩვენ კი ირგვლივ დავდივართ. არაფერი გამოგვივა, სანამ მათ პირდაპირ არ დაველაპარაკებით. მხოლოდ რეზოლუციებით, შეშფოთებებით, განცხადებებით და ფონდებით, რომლებიც აფხაზეთის გარეთ ხორციელდება, არაფერი არ მოხდება, საქმეს ძვრა არ ექნება. განათლების, ჯანდაცვის დაფინანსება და სხვა, ეს არის ჰაერში მოფარფატე ბუმბულივით და არაფერი იცვლება“, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, სადაც სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს მოუსმინეს, რომელიც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში
„მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშით წარსდგა.
🔴 დეპუტატის თქმით, უნდა მოხდეს აფხაზების დაინტერესება ყველა იმ წარმატებული პროექტებით, რაც დანარჩენ საქართველოში ხორციელდება.
🔴 „გამოსაყენებელია ყველა გზა… რა ინტერსები აქვთ მათ, რატომ არ მოდიან შენთან და ურჩევნიათ რუსეთთან. ეს უნდა გავაანალიზოთ. ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ რაც დანარჩენ საქართველოში სასიკეთო კეთდება, მათთვისაც მისაღები იყოს. ხომ არის რაღაც ინტერსები, რაც მათ აჩერებთ…დალაპარაკება აუცილებელია. პირველად, შესაძლოა, არ გამოვიდეს, მეორეჯერ, მესამეჯერ… შემდეგ, მათ შორისაც მოიძებნება ადამიანები, რომლებიც დაინტერესდებიან. ისინი ჩვენი ძმები არიან, მათ ვერსად გადავასახლებთ და ისინი ჩვენს გვერდით იქნებიან. ამიტომ, თუ ჩვენ რამეს ვაკეთებთ, ეს მათთვისაც მომგებიანი უნდა იყოს, თუნდაც ის ანაკლიის პორტი და სხვა…“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
🔴 მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია დე-ფაქტო ადგილობრივ ხელისუფლებასთან საუბარი, და ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს ის კონსტიტუცია, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს.
დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ დღეს, საერთოდ არ არის გამოყენებული სანათესაო კავშირები, აფხაზური უხუცესთა ინსტიტუტი და ბევრი სხვა არსებული შესაძლებლობა.
🔴“ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ წამოაყენა ინიციატივა საქართველოს პარლამენტში კონფლიქტების დარეგულირებისა და ინტეგრაციის საკითხებზე შესაბამისი კომიტეტის შექმნის შესახებ.
🔴„კომისია კი არა პარლამენტში უნდა იყოს კომიტეტი, რომელიც დარეგულირებისა და ინტეგრაციის საკითხებზე იმუშავებს. იაპონიას, რომელიც, ისევე როგორც ჩვენ, დაპირისპირებულია რუსეთთან ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, მინისტრთა კაბინეტში ჰყავს მინისტრი, რომელიც რუსეთის მიმართულებით სხვადასხვა საკითხებს კურირებს. ჩემთვის ეს იყო აღმოჩენა“, – განაცხადა დეპუტატმა.
🔴მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, თუ ვის ინტერესებშია, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის დიალოგი არ შედგეს.
🔴 „ალბათ არიან ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არ არიან, რომ ეს დიალოგი შედგეს. აშშ-ს საელჩოს ბოლო წლებში ერთხელაც არ გაუკეთებია განცხადება მხარეებისადმი დიალოგთან დაკავშირებით, არ გაუჟღერებია მოთხოვნა რუსეთისადმი, მზადყოფნა არ გამოუთქვამს… რამდენი ხანი უნდა ვიყოთ ასე დაშორებულები? თქვენ, როგორც მინისტრმა, უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა და საქართველოს ინტერსებიდან გამომდინარე დაუმტკიცოთ ყველას, ვინც ხელს გიშლით, თუ რა არის გასაკეთებელი. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით და ვიცხოვრებთ ერთად, ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
🔴 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თეა ახვლედიანის მოსმენის დაწყებამდე პლენარულ სხდომაზე დააყენა საკითხი სხდომის დახურულ ფორმატში ჩატარების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც მინისტრმა თავისი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მისთვის მისაღები იქნებოდა მსჯელობა და განხილვა ნებისმიერ ფორმატში.
🔴 ფრიდონ ინჯიას შეფასებით, ეს იყო მინისტრისთვის ტესტი, თუ რამდენად გამოიჩენდა იგი ინიციატივას, რომ მხარი დაეჭირა სხდომის დახურულ ფორმატში ჩატარების საკითხისთვის.
🔴 „ეს იყო ტესტი მინისტრისთვის, გამოიჩენდა თუ არა იგი ინიციატივას, რომ მას ჰქონდა სურვილი დახურულ ფორმატში განხილულიყო საკითხი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მინისტრისთვის ეს სულ ერთი იყო, რადგან მას განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა სალაპარაკო.“
🔴 „მე ვაკეთებ განცხადებას ჩვენი ძმების, აფხაზების მიმართ. ჩემო აფხაზებო, ჩემო ძმებო, ჩვენ ღია ვართ. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. როგორც მინისტრმა თქვა არაფერი დასამალი არ აქვს, რადგანაც არაფერი არ კეთდება და ამას მე ვეუბნები ჩვენს ძმებს, რომელთანაც საერთო სახელმწიფო ისტორია გვაქვს, სადაც ჩვენი ნათესავები ჩვენი მიცვალებულები არიან და ეს საყურადღებო და საფიქრალია“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
🔴 დეპუტატის აზრით, მისთვის ბევრად მისაღები და მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ნაცვლად აფხაზეთიდან ომში დაღუპული მიცვალებულების თბილისში გადმოსვენებისა, სამინისტროს ძალისხმევით გაჩენილიყო შესაძლებლობა საეკლესიო დღესასწაულებზე ადგილზე ჩასვლის.
🔴 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ, თავის გამოსვლაში ასევე, ყურადღება გაამახვილა „ევროპელი სოციალისტების“ კანონპროექტზე, რომელიც მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.
🔴 „ცვლილებები ეხებოდა იმ მოქალაქეებს, რომელთა შვილებს და შვილიშვილებს იძულების წესით მოუწიათ ქვეყნიდან წასვლა, რომლებიც სახელმწიფომ ვერ დაიცვა, და ამ დროს, დღევანდელი ჩვენი კანონმდებლობით, მათ უარს ვეუბნებით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე, რადგანაც მათ ქართული ენა არ იციან.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
🔴 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის სიძლიერისთვის საღი აზრი გაიმარჯვებს და ეს საკითხიც დადებითად გადაწყდება.

მზად ხართ, თუ არა ჩახვიდეთ ჩემთან ერთად სოხუმში, ჩავიდეთ პირდაპირ მათთან და ვესაუბროთ ჩვენს მეზობლებს, ჩვენს ძმებს ჩვენს საერთო მიწაზე, და გჭირდებათ თუ არა ამისთვის ამერიკის საელჩოს თანხმობა?

📍 „მზად ხართ თუ არა ჩახვიდეთ ჩემთან ერთად სოხუმში… ჩავიდეთ პირდაპირ მათთან და ვესაუბროთ ჩვენს მეზობლებს, ჩვენს ძმებს ჩვენს საერთო მიწაზე … და გჭირდებათ თუ არა ამისთვის ამერიკის საელჩოს თანხმობა?

🔹 ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს, რომელიც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშით წარსდგა.

🔹” აქ სია მაქვს და მე ვარჩევ ხალხს და ისინი მზად არიან და ისეთი ენთუზიაზმით მიიღეს ეს წინადადება, რომ ნამდვილად მისასალმებელია. მთავარია, თქვენ დაგრთონ ნება. თქვენ ამაზე არ მიპასუხეთ. დადექით მაღლა, როგორც საქართველოს მინისტრი, როგორც ამას ამბობს ღარიბაშვილი, რომ ის არ გააკეთებს არაფერს ისეთს, რაც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო იქნება, ისე მოიქეცით თქვენც”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 არის თუ არა ქვეყნები, რომლებსაც არ აწყობთ ჩვენი შერიგება აფხაზებთან? და თუ კი, რატომ არ აწყობთ მათ შერიგება?

🔹 რატომ არ სურს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას ჩვენთან კონტაქტი?

🔹 გქონდათ თუ არა თქვენ მცდელობა მოლაპარაკება გეწარმოებინათ პირდაპირ – ერთი ერთზე?

🔹 არის თუ არა შესაძლებლობა, რომ დიალოგის გარეშე მოხდეს შერიგება?

🔹 შეგიძლიათ თუ არა უთხრათ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას, რომ მათ ესაუბრებით როგორც ავტონომიურ რესპუბლიკას, როგორც ეს იყო კონსტიტუციით განსაზღვრული 1992 წლის პირველ ნახევარში. რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, როდესაც მათ გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, ეს სხვა განხილვის საგანია.

🔹 იყო თუ არა მცდელობა, რომ ეს საკითხი, როგორც ერთ-ერთი მექანიზმი, გამოყენებული იყოს კონფლიქტის დარეგულირების კუთხით, ქმედითი ნაბიჯის გადასადგმელად.

ქვეყნის ტურისტული პოტენციალი ბახმაროსა და ლებარდეს კურორტების განვითარებით უნდა გაიზარდოს – ფრიდონ ინჯია

📍 “ქვეყნის ტურისტული პოტენციალი ბახმაროსა და ლებარდეს კურორტების განვითარებით უნდა გაიზარდოს” – ფრიდონ ინჯია

🔸 საქართველოში აუთვისებელი ტერიტორიების ოპტიმალურად გამოყენებასა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.

🔸 დეპუტატმა თავის გამოსვლაში ბახმაროსა და ლებარდეს კურორტების პოტენციალზე ისაუბრა.

🔸„ბახმაროში კეთდება რაღაც, მაგრამ ბოლომდე არ არის მოწესრიგებული. კარგი იქნება, თუ თბილისის მერია აიღებს ხელმძღვანელობას და თუნდაც, ერთ ობიექტს გააკეთებს ისე, როგორც თბილისში მრავალ სკვერსა და პარკს აკეთებს. მინდა კურორტ ლებარდეზეც გითხრათ, რომელიც გამოყენებული არ არის. იქ უნდა გაკეთდეს გზა, არ ვიცი, ეს ბიუჯეტში გაიწერება თუ არა, მაგრამ თუკი კურორტ ლებარდეს სათანადო ყურადღება დაეთმობა, იგი ბახმაროსა და სხვა ტურისტული, თუ საკურორტო ზონების ტოლფასი გახდება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.