პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობაში, პირველ რიგში, ხელისუფლებაა დაინტერესებული – ფრიდონ ინჯია

👉 პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობაში, პირველ რიგში, ხელისუფლებაა დაინტერესებული – ფრიდონ ინჯია

🔹 „თუ ვინმეს უნდა ჯანმრთელად ჰყავდეს პატიმარი სააკაშვილი, პირველ რიგში, ეს არის ხელისუფლება. მე ვფიქრობ, ხელისუფლება ყველანაირად დაინტერესებულია იმაში, რომ ის იყოს ჯანსაღად იქ, სადაც არის. რა თქმა უნდა, ყველა პატიმარი უნდა იყოს დაცული, და სახელმწიფო პასუხისმგებელია მათ ჯანმრთელობაზე… რამე რომ მოუვიდეს პატიმარ სააკაშვილს, და ამაში დამნაშავე იყოს სახელმწიფო, ეს იქნება დიდი პრობლემა ხელისუფლებისთვის და უარყოფითი იმიჯი – მთლიანად ქვეყნისთვის“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” პირდაპირ ეთერში.

🔹 დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ სახელმწიფო ვერ უმკლავდება პატიმრის მკურნალობას, ამ შემთხვევაში თავად სახელმწიფომ უნდა მიმართოს დახმარებისთვის სხვა ქვეყანას, იმ მიზნით, რომ ჩამოიტანონ ან აპარატურა, ან მედიკამენტები და ყველაფერი, რაც საჭიროა პატიმრის სამკურნალოდ.

🔹 „რა თქმა უნდა, დედა და მამა იტყვიან, წაიყვანეთ უცხოეთში, მაგრამ აქ სასამართლომ უნდა აჩვენოს თავისი დამოკიდებულება, რადგან საქართველოსთვის ეს უპრეცედენტო საქმეა, და რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანს, ის უნდა იყოს ძალიან არგუმენტირებული, რადგან ის ხანგრძლივი მსჯელობის საგანი გახდება“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔹რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გეგმებს საქართველოში დაბრუნების დროს, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ ციხეში ყოფნა მის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა.

🔹„დაკავება მის გეგმებში არ იყო, შესაძლოა, სხვების გეგმაში იყო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ დაკავება მას აზრად არ ჰქონდა. მან იცოდა, რომ მას ვერ კი არა, არ დააკავებდნენ. ალბათ ფიქრობდა, რომ ამისთვის საზოგადოების აზრი მომზადებული იყო, და მას ელოდნენ. გეგმის გარეშე, მისი ჩამოსვლა გამორიცხული იყო, თუმცა რა იყო მისი გეგმა, ეს აუცილებლად გამოჩნდება“, – განაცხადა დეპუტატმა.

ევროპელმა სოციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ სემინარში

🔹 „ევროპელმა სოციალისტებმა“ მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ სემინარში

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ და პოლიტსაბჭოს წევრებმა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიწვევით, მონაწილეობა მიღეს სემინარში, რომელიც ეხებოდა ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე განხილულ თემებს.

🔹 კერძოდ, ჩინეთის მომავალი განვითარების პროგრამები მოიცავს: „სოციალისტურ საბაზრო ეკონომიკის უმაღლესი სისტემის ფორმირებას“, „თანამედროვე წარმოების სისტემის ფორმირებას“, „სოფლის ყოველმხრივი სტიმულირების პროგრამას“ და მრავალ სხვა მიმართულებას.

ვიცე-სპიკერი ავთანდილ ენუქიძე პრემიერ ღარიბაშვილს – თაობები დადებითად შეაფასებენ იმას, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრობისას საქართველო ომში არ ჩაერთო

🔹 „გავა წლები, და თაობები დადებითად შეაფასებენ იმ ფაქტს, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრად ყოფნისას ამ დაძაბულ სიტუაციაში, საქართველო ომში არ ჩაება. მადლობა, რომ აქამდე შეინარჩუნეთ ქვეყანა ომში ჩართვის გარეშე“.

🔹 ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენისას.

🔹 „აბსოლუტურად სწორი იყო, ის სანქციები, რომ არ განხორციელდა. ჯერ ერთი, ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა ასე, და მეორე – თუ პარალელს გავავლებთ იმასთან, რომ მისჯილების გათავისუფლება წაადგება დეპოლარიზაციას, მაშინ ამ სანქციების დადება არ წაადგებოდა იმ ვითარებას, რომ 30 კილომეტრში ჯარი დგას, და, შესაძლოა, მოგიტრიალდეს…“

🔹 „გსაყვედურობენ, რომ აზიის ქვეყნებში დადიხართ… ძალიან კარგი, რომ დადიხართ აზიის ქვეყნებში იმიტომ, რომ ავტორიტეტი გვქონდა იმ ქვეყნებში დაკარგული და ეს ავტორიტეტი აღდგენისკენ მიდის და უნდა აღდგეს. თუ ინვესტიციებს ეძებთ ქვეყანაში მოსაზიდად, აზიიდან იქნება, აფრიკიდან, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან, ნურავინ გაგვისაზღვრავს. ამის უკან მე ვხედავ ერთს – არ უნდათ ქვეყნის განვითარება.“

🔹 „ელჩებზე თავდასხმა არ მოსწონთ… არ მიმაჩია, რომ ელჩებზე თავდასხმაა. თუ ელჩი ისეთ რამეს იტყვის, რაც ჩემს ქვეყანას არ სჭირდება და პასუხი გასაცემია, უნდა გაეცეს. თუ გაურკვევლობას აქვს ადგილი, ესეც გამოჩნდება“.

ფრიდონ ინჯია – პარლამენტში დღეს რაც ხდება, დადგმულია და მეორეხარისხოვანია

👉 ფრიდონ ინჯია – პარლამენტში დღეს რაც ხდება, დადგმულია და მეორეხარისხოვანია

🔹 „რაც დღეს პარლამენტში ხდება, მეორეხარისხოვანია, ეს სახელმწიფოს არ სჭირდება. ეს არის დადგმული… პარლამენტი დღეს უნდა მსჯელობდეს მთავარ სოციალურ გამოწვევებზე. დღეს უნდა იხილებოდეს, თუ როგორ დავამაგროთ მოსახლეობა სოფლად, როგორ შევამციროთ მოქალაქეების გადინება ქვეყნიდან და როგორ უზრუნველვყოთ მაღალი დონის განათლება და იდეოლოგია საქართველოში“.

🔹 ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.

🔹 „ვაშენებთ ინფრასტრუქტურას და სოფლები იცლება. ქართველი გლეხის სოფლად დამაგრება და გაძლიერება გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. გამოვაცხადოთ და მივცეთ ოჯახებს სოფლად ყოველთვიურად 500-500 ლარი, ვინც მეორე შვილს გააჩენს. წარმოგიდგენიათ, ქვეყანაში იბადება 45 000 და კვდება 60 000, ხოლო 100 000 ყოველწლიურად მიდის ქვეყნიდან. ამას სჭირდება განხილვა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

როდესაც საქართველო დაიკავებს თავის ღირსეულ ადგილს ამიერკავკასიაში, მაშინ ევროკავშირი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს გაწევრიანების შესახებ – ფრიდონ ინჯია

📍 როდესაც საქართველო დაიკავებს თავის ღირსეულ ადგილს ამიერკავკასიაში, მაშინ ევროკავშირი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს გაწევრიანების შესახებ – ფრიდონ ინჯია

🔹 როდესაც საქართველო დაიკავებს თავის ღირსეულ ადგილს ამიერკავკასიაში, რომელიც მას ეკუთვნის, და თუ განხორციელდება ის ეპოქალური მეგაპროექტი, რომელიც შავი ზღვის გასწვრივ ენერგომატარებლების ტრანზიტს უზრუნველყოფს, მაშინ, შესაძლოა, ევროკავშირმა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების შესახებ.

🔹 ამის თაობაზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უსმენდნენ.

ფრიდონ ინჯიას თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და საჭიროა ასეთივე პოლიტიკური გადაწყვეტილება მის მისაღებად.

🔹 „რაც დღეს აქ ხდება, ეს არის მეორეხარისხოვანი და სახელმწიფოს არ სჭირდება. ეს არის დადგმული, რომ პასუხისმგებლობა აგკიდონ თქვენ პირადად და ხელისუფლებას… ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი და, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გვინდა ევროკავშირში. ეს იქნება ისეთივე პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორიც თავის დროზე ბალტიისპირეთის ქვეყნებთან მიმართებაში მიიღეს. დღეს რაც გვაქვს, და რასაც თქვენ მიაღწიეთ ამ წლების განმავლობაში, ეკონომიკური წინსვლა, ეს არის ყველაფრის მაჩვენებელი. ასე გააგრძელეთ, და როგორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იყო საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება, ასეთივე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება საქართველოს მიღება. როდესაც საქართველო დაიკავებს იმ ადგილს ამიერკავკასიაში, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის და თუ განხორციელდა ის ეპოქალური მეგაპროექტი, რომელიც წამოიწყეთ და რომელიც შავი ზღვის გასწვრივ ენერგომატარებლების ტრანზიტს უზრუნველყოფს, ეს იქნება უდიდესი გამარჯვება, და მაშინ ევროკომისრები ჯერ საქართველოში ჩამოვლენ და მერე გადავლენ აზერბაიჯანში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.