ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით 500-ლარიანი დახმარების გაცემის თაობაზე სოფლად მყოფი იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 2023 წელს შვილი შეეძინებათ

👉 ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით 500-ლარიანი დახმარების გაცემის თაობაზე სოფლად მყოფი იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 2023 წელს შვილი შეეძინებათ

🔹 ვისთვის ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მაშინ როცა საქართველოს სოფლები დაცლილია, ხოლო საქართველოს 1 მილიონამდე მოქალაქე, მათ შორის სტუდენტები და შრომისუნარიანი მოსახლეობა საზღვარგარეთ არის გადახვეწილი.

🔹 ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და გამოთქვა ინიციატივა 500-ლარიანი დახმარების გაცემის თაობაზე სოფლად მყოფი იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 2023 წელს შვილი შეეძინებათ.

🔹 „მთელი მასმედია და დღეს პარლამენტიც საუბრობს, როგორც მე ვფიქრობ, მეორეხარისხოვან საკითხებზე: თავსმოხვეულ კანდიდატობის სტატუსზე, 12-პუნქტიან მოთხოვნებზე; ვინ იქნება სახალხო დამცველი და როგორ შევთანხმდეთ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე, თუ ვერ შევთანხმდით, ეს უკვე შემდეგი სასაუბრო თემა იქნება; ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე; ვსაუბრობთ ომზე იმ დიდ ქვეყნებს შორის, რომელიც ევროპასა და მთელს მსოფლიოშია გაჩაღებული; ვსაუბრობთ დეოლიგარქიზაციაზე და გვინდა ერთი მეცენატი პიროვნება როგორმე გავაქციოთ ქვეყნიდან, ნაცვლად იმისა, რომ მოვიზიდოთ შეძლებული ადამიანები. ამ დროს რას წარმოადგენს საქართველო დღეს? დაახლოებით 3 700 000 მოსახლეობაა, აქედან 1 მილიონამდე ადამიანი, მათ შორის სტუდენტები და სამუშაოს მაძიებლები გადახვეწილი არიან სამშობლოდან, და კაცმა არ იცის, დაბრუნდებიან თუ არა. 2021 წლის მონაცემებით, გარდაცვალება 15 000-ით აღემატება შობადობას – გარდაიცვალა 60 000 ადამიანი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს სოფლები დაცლილია ახალგაზრდებისგან, შრომისუნარიანი მოსახლეობისგან, მაშინ როცა აქ ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

🔹 „ვაშენებთ ინფრასტრუქტურას, გაგვყავს გზები, გაზი, ელექ ტროენერგია, წყალი… ვისთვის ვაკეთებთ ამას, თუ ჩვენ მოსახლეობა არ გვეყოლება? მე მიმაჩნია, დღეს ყველაზე მთავარი არის მოსახლეობის სოფლად დამაგრება, შობადობის გაზრდა და ხელშეწყობა, ასევე მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. სხვაგვარად ეს ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ხვალ“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი თქმით, სოფლად ერთი ბავშვის გაზრდაზე ოჯახს დაახლოებით 500 ლარი სჭირდება.

🔹 „გავაკეთოთ ისე, რომ 2023 წელი იყოს შობადობის გაზრდის წელიწადი, დავეხმაროთ 500 ლარით იმ ოჯახებს, სადაც 2023 წელს ბავშვი დაიბადება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

“ევროპელი სოციალისტების” გამოხმაურება ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის შედეგებთან დაკავშირებით

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავჯდომარეს,

ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს,

ბატონ,  სი ძინპინს

პატივცემულო, ამხანაგო სი ძინპინ!

საქართველოს „ევროპელი სოციალისტების“ სახელით გილოცავთ სრულიად ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის დიდი წარმატებით დამთავრებას და მივესალმებით კვლავ თქვენს არჩევას ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის საიუბილეო მე-20 ყრილობა გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობამ ჩინელ ხალხსა და მთელ მსოფლიოს შეატყობინა გასული ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმების შესახებ, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე სოციალიზმის მოდერნიზაციის და ახალი დიდი პარტიული მშენებლობის პროგრამის განხორციელების საქმეში.

ყრილობის შედეგებში მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რა კურსი იქნა მიღებული მომავალ ხუთწლედში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განვითარების თანამედროვე არქიტექტურიკის შესაქმნელად, მოდერნიზირებული სოციალისტური, ჩინურ სპეციფიკაზე დაყრდნობილი, სახელმწიფო სისტემის ასაშენებლად.

მჯერა, რომ თქვენს სიტყვაში გაჟღერებული, ჩინეთის მომავალი განვითარების თეზისები: „სოციალისტურ საბაზრო ეკონომიკის უმაღლესი სისტემის ფორმირება“, „თანამედროვე წარმოების სისტემის ფორმირება“, „სოფლის ყოველმხრივი სტიმულირების პროგრამა“, „რეგიონების კოორდინირებული განვითარების ხელშეწყობა“, „გარე სამყაროსთან მაქსიმალური გახსნილობა“, მიიყვანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ახალი სისტემის – „უფრო მოდერნიზირებული სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით“ ჩამოყალიბებამდე.

ქართველი სოციალისტები უსურვებენ თავიანთ ჩინელ თანამოაზრეებს და მეგობრებს კეთილდღეობას და მათი ყველა გეგმის განხორციელებას.

დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს და ჩინეთის მეგობრობა სრულად აკმაყოფილებს ჩვენი ხალხების ღრმა ინტერესებს.

ჩვენი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად.

ძვირფასო სი ძინპინ, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ახალ წარმატებებს თქვენს რთულ, ამავდროულად კეთილშობილურ საქმიანობაში!

პატივისცემით,

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ და პოლიტსაბჭოს

თავმჯდომარე  ფრიდონ ინჯია

კანონის პროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ ანტიკონსტიტუციურია – ფრიდონ ინჯია

🔹„კანონის პროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ ანტიკონსტიტუციურია“.

🔹 ამის შესახებ საპარალამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“ განაცხადა.

🔹 „ჩვენ ბოლომდე ვიქნებით ამ კანონპროექტის წინააღმდეგი, რადგან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ე.წ. რეესტრში პიროვნების შეყვანა, მისი გამოცხადება ოლიგარქად ისე, რომ მას გასაჩივრების უფლება არ ჰქონდეს, ეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლს ეწინააღმდეგება. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნებისმიერი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. თუ პარლამენტი ამ სახით მიიღებს კანონპროექტს „დეოლიგაქიზაციის შესახებ“, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ კონსტიტუციურ სარჩელს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 დეპუტატის თქმით, მმართველმა პარტიამ, ძალიან ოსტატურად გამოიყენა უკრაინის კანონი და ერთი ერთზე გადმოიტანა იგი საქართველოში.

🔹„თუკი, კანონი მისაღებია უკრაინაში, ლოგიკით, აქაც მისაღები უნდა იყოს იგი. თუკი ოლიგარქის ცნება უკრაინაში არსებული რეალობის პარამეტრებში ჯდება, მაშინ, აქაც უნდა ჩაჯდეს და ასეთ შემთხვევაში, ამ სიაში შეიძლება მოხვდეს ბევრი ადამიანია, მათ შორის ოპოზიციიდან. ამიტომ, მმართველი პარტია, აქ ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას. ამასთან, მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის დასკვნა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც მმართველი პარტია ელოდება“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს და გააგრძელოს მუშაობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით და ასევე, სამშვიდობო პოლიტიკის კუთხით, რომლის შედეგების მომსწრე ვართ ჩვენ დღეს.

🔹 „სწორედ ქვეყნის ინტერსები და სახელმწიფოებრივი აზროვნებაა მნიშვნელოვანი, ვიდრე 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, რისთვისაც ასე იღწვის დღევანდელი ხელისუფლება. მნიშვნელოვანია ხისტი პოლიტიკის გატარება, რაშიც, სამწუხაროდ, მოიკოჭლებს ჩვენი მთავრობა“, – დასძინა ფრიდონ ინჯიამ.

“ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს სახელმწიფო საქმეებში უხეშ ჩარევად შეაფასა ევროპარლამენტის დოკუმენტი, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებენ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას

🔹ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო დოკუმენტს, რომელშიც ჩადებულია მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია სახელმწიფო საქმეებში უხეშ ჩარევად აფასებს.

🔹 “ეს არის ცალსახად საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ეს არის შეურაცხყოფა სახელმწიფოსი, კონსტიტუციის, იმ კანონების, რომელიც ავლენს დამნაშავეს. პრაქტიკულად, გვეუბნებიან, გაათავისუფლე დამნაშავეო. დამნაშავე არის დამნაშავე, არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ, მათი კანონმდებლობითაც. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მიუხედავად მისი პოლიტიკური ხედვისა თუ სტატუსისა“, – განაცხადა დეპუტატმა ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“.

🔹 დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მიზნით და გამოიყენოს ეს როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება.

🔹 რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეს, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თუ მათ რაიმე დანაშაული ჰქონდათ, შესაბამის უწყებებს ცოტა ადრე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება მათთან მიმართებაში, სანამ ჯაფარიძე – ხაზარაძე პოლიტიკაში ჩაერთვებოდნენ.

🔹 „ამისთვის იყო მთელი 7-8 წელი და მეტიც კი. ამიტომ, აქ ცოტა სხვანაირად არის საქმე. მიუხედავად ამისა, ესეც საქართველოს ხელისუფლების საქმეა“, – დასძინა დეპუტატმა.

ფრიდონ ინჯიას მიაჩნია რომ მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე ბევრი რამ კარგად არის გასაანალიზებელი და დასაფიქრებელი რადგანაც იკვეთება მსოფლიო ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრები

🔹 საპარალამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, ბევრი რამ კარგად არის გასაანალიზებელი და დასაფიქრებელი, რადგანაც იკვეთება მსოფლიო ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრები.

🔹 ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“ სტუმრობისას ჟურნალისტის კითხვაზე, „ხომ არ დაიკნინა თავი საქართვლომ სხვადასხვა ხელისუფლებების მეშვეობით ევროკავშირისა თუ მსოფლიო ქვეყნების წინაშე“, ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი წინა ხელისუფლების დროს, და ზოგ შემთხვევაში, ეს იყო დანაშაული.

🔹 „ყველა ხელისუფლებას თავისი ინტერსი და ამოცანა აქვს. წინა ხელისუფლებას თავისი ინტერესი, ამოცანა ჰქონდა. დღევანდელ ხელისუფლებას აღმოაჩნდა, სხვა ინტერსები და მიზნები, რომელიც უფრო ახლოს არის ხალხის ინტერესებთან და მე მივესალმები ამ მიმართულებას. თუმცა, ვიტყოდი, რომ ბევრ შემთხევაში გადაჭრით ეს ასე არ არის … შესაძლოა ჯერ დრო არ არის დამდგარი. დაველოდოთ კიდევ არჩევნებს, როგორი სიტუაცია იქნება მსოფლიოში. მაგალითად, იგივე ჩინეთის ფაქტორი, სადაც ჩატარდა ყრილობა და ისინი ეხლა არიან მზადების პროცესში, რომ აჩვენონ თავისი გეგმები. ამიტომ შემდეგი ნაბიჯები ალბათ გამოჩნდება. ესეც მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, გამოჩნდება როგორ და რით დამთავრდება ის პოლარიზაცია, ის დაპირისპირება პარტიებს შორის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია“.

🔹„ასევე, მნიშვნელოვანია მდგომარეობა თვითონ ევროკავშირში. კერძოდ, საყურადღებოა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის (მარტინ შულცი- გერმანიის კანცლერი) ვიზიტი ჩინეთში. პრაქტიკულად, ევროპის ქვეყნების პირველი პირები იქ ნაკლებად ჩადიოდნენ. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის კანცლერი ჩავიდა ჩინეთში და მას თან ახლდნენ მრეწველობის ისეთი კონცერნების მფლობელები, რომლებიც ევროკავშირის ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. ეს კი, დასაფიქრებელი, კარგად გასაანალიზებელია და შესაბამისი დასკვნა უნდა გამოიტანოს ყველამ“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.