ფრიდონ ინჯია მიმართავს მმართველ პოლიტიკურ ძალას, გადახედოს საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობის აუცილებლობის საკითხს

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიმართავს მმართველ პოლიტიკურ ძალას, გადახედოს საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობის აუცილებლობის საკითხს.

🔹 ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც საშემოდგომო სესიის დღის წესრიგის ფარგლებში, სახალხო დამცველის არჩევის საკითზე იმსჯელეს.

🔹 „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული აქვს, რომ ისინი არ წარადგენენ სახალხო დამცველის კანდიდატურას.

🔹 ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ არ მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა. კონსტიტუციაში, ჩვენ გვაქვს სახალხო დამცველის ინსტიტუტი. მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანაა, სადაც არის ასეთი ინსტიტუტი, მაგრამ ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე გერმანია მსგავსი ინსტიტუტი არ არის“, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისივე თქმით, თუ, ეს ინსტიტუტი არ არის საჭირო, მაშინ უნდა მოხდეს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

🔹 „შევიტანოთ ცვლილებები და ამოვიღოთ ეს ინსტიტუტი კონსტიტუციიდან, ან შევეკითხოთ ხალხს და ჩავატაროთ რეფერენდუმი. ხოლო, როცა მიღწეული იქნება კონსესუსი კონკრეტულ კანდიდატურასთან დაკავშირებით, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის, მაშინ შესაძლებელია კანონის მიღებაც. ვფიქრობ, ქვეყნის ცხოვრებაში ეს საკითხი ყველაზე მთავარი არ არის. შევასრულოთ და აღვასრულოთ ყველამ კანონი და შეიძლება ეს ინსტიტუტი არც იყოს საჭირო“,- დასძინა ფრიდონ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯიას აზრით ანტიკორუფციული ღონისძიებების მიმართულებით მნიშვნელოვანია კანონმდებლობის გამკაცრება

📍 ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას აზრით, ანტიკორუფციული ღონისძიებების მიმართულებით, მნიშვნელოვანია კანონმდებლობის გამკაცრება.

🔹 „შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები. შემდეგ შეხვედრაზე ჯგუფის ყველა წევრი წარმოადგენს თავის წინადადებას. ჩემი შეთავაზება იქნება, პირველ რიგში, კანონის გამკაცრება. მნიშვნელოვანია, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ პრევენციის ღონისძიებები უფრო მეტად განახორციელოს და ყველა იმ უწყებაში, სადაც არ არის ასეთი სტრუქტურული დანაყოფი, შეიქმნას“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წინაშე ფრიდონ ინჯიამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.

🔹 „ეს არის ერის უბედურება, რომელიც მოაწყვეს საქართველოს მტრებმა, როგორც შიგნით, ისე, საქართველოს ფარგლებს გარეთ. ქართველი ხალხი პატივს მიაგებს და იცის როგორ დააფასოს ქვეყნისთვის თავდადებული და მებრძოლი ხალხი, რომლებიც აქ განისვენებენ. იმედია, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსგავსი რამ საქართველოში არ განმეორდეს და ეს იყოს ბოლო. ნათელში მათი სულები, რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის, ჩვენი მომავლისთვის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

“ევროპელი სოციალისტების” პარტიის განცხადება

“ევროპელი სოციალისტების” პარტიის განცხადება 📍

🔹 საქართველოს საპარლამენტო პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რაც დასტურდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეის 1971 წლის N2758 რეზოლუციით.

🔹 ამასთან, 1975 წლის 1 აგვისტოს, ჰელსინკში მიღებულ იქნა მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის პრინციპი, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფომ მოაწერა ხელი და შეუერთდა.

🔹 აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც ერთგულია საერთაშორისო დონეზე აღიარებული ვალდებულებების და მიერთებულია არა ერთ კონვენციას, თუ ხელშეკრულებას, მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ტაივანს აღიარებს, როგორც ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს.

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ კატეგორიულად გმობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას.

🔹 პარტიის წევრთათვის, მიუღებელია ერთიანი ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და სეპარატისტული აქტივობების ხელშეწყობა.

🔹 მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ და კანონიერ საზღვრებში, განვითარებული მოვლენები, გახლავთ მცდელობა, რომ პროვოკაციებითა და წაქეზების პოლიტიკით, მსოფლიოში წარმოიქმნას დაძაბულობის კიდევ ერთი კერა.

ქართველი ხალხი ისტორიულად კეთილგანწყობილი იყო და მუდამ მხარს უჭერდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკას.

🔹 „ცნობილია, ჩვენი ხალხის ისტორიული დამოკიდებულება ჩინელი ხალხის მიმართ, სახელმწიფოში სოციალისტური იდეოლოგიიდან გამომდინარე, რომელიც ასე კარგად არის შერწყმული კერძო საკუთრების პრინციპებთან, რაც საბოლოო ჯამში, გახდა უმთავრესი საფუძველი იმ უდიდესი ეკონომიკური წინსვლისა, რასაც ბოლო პერიოდში, ჩინეთის სახელმწიფომ სამაგალითოდ მიაღწია.“ – ნათქვამია განცხადებაში.

🔹 დღეს, საქართველოსთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა წარმოადგენს ერთერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორს, როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.

🔹 „ჩვენ მადლიერი ვართ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, იმ მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რაც მათი მხრიდან გამოიხატება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარების თვალსაზრისით“. – ნათქვამია განცხადებაში.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის შესრულება საქართველოს პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება – ფრიდონ ინჯია

👉 „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონის შესრულება საქართველოს პირობებში, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება“.

👉 „ეს კანონი ზღუდავს ადამიანის უფლებებს“.

👉 „მსგავსი კანონი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მიღებული არ არის, პირველ რიგში, ევროპის ქვეყნებში, სადაც ძალიან გვინდა მოვხვდეთ და ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“.

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წინაშე განაცხადა.

🔹 სხდომაზე, როგორც საბაზისო დოკუმენტი, განხილული იყო დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინაში მიღებული კანონი.

🔹 გაწერილი გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 5 ოქტომბრისა, ხოლო კანონის მიღება – არაუგვიანეს 2022 წლის 29 ნოემბრისა.