You saved many journalists in your time and helped Georgian journalism a lot - TV presenter Maka Razmadze Fridon Injia

👉 „თქვენ თავის დროზე გადაარჩინეთ ბევრი ჟურნალისტი და ძალიან ეხმარებოდით ქართულ ჟურნალისტიკას – ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე ფრიდონ ინჯიას.

🔹 „თქვენ მუდმივად პოლიტიკაში ხართ 95 წლიდან და მინდა ავღნიშნო, რომ თქვენ თავის დროზე გადაარჩინეთ ძალიან ბევრი ჟურნალისტი, როდესაც გქონდათ ტელევიზია და ძალიან ეხმარებოდით მაშინ ქართულ ჟურნალისტიკას“. ასე მიმართა ტელეწამყვანმა მაკა რაზმაძემ ფრიდონ ინჯიას ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას.

🔹 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, დღეს ჟურნალისტიკა გაცდა ჟურნალისტიკას, იმდენად პოლიტიზირებულია.

🔹 „ეხლა ჟურნალისტებს დიდი დატვირთვა აქვთ და უდიდესი პასუხისმგებლობა. ბევრი რამაა ჟურნალისტებზე დამოკიდებული. მართლაც რომ მე-4 ხელისუფლება ხართ. ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ. ელემენტარულმა საკითხებმა ბევრ რამეზე შეიძლება იმოქმედოს ცუდად ან კარგად ქვეყნის ურთიერთობებზე რეგიონალურ ჭრილში. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ პროფესიონალიზმი უნდა იყოს უპირველესი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these <abbr title="HyperText Markup Language">HTML</abbr> tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*