საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას შეკითხვები საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრს.

🔹 საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას შეკითხვები საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრს.

🕒 „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებმა პარლამენტში ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

❓ „ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყანა თავს არიდებს პირდაპირ დიალოგს აფხაზებთან და სამაჩაბლოსთან, რა არის ამის მიზეზი?

❓ იყო თუ არა თქვენი მხრიდან კონტაქტის დამყარების მცდელობა ამ რეგიონებთან?

❓ როგორ ფიქრობთ, ამ ორ რეგიონთან პირდაპირი დიალოგის გარეშე შეიძლება გადაწყდეს ეს დიდი პრობლემა საქართველოს ისტორიაში?

❓ 14 წელი გავიდა 2008 წლის ომიდან და ერთი ნაბიჯი თუ გადაიდგა ორი მოძმე ერის დაახლეობისკენ?

❓ 4000 ათასი კვადრატული მეტრი მიწა, რომელიც წმინდა მიწაზე ჩვენ გვაჩუქეს, ბევრს აინტერსებს, ვინ იყო ამის ინიციატორი. გთხოვთ, ნათელი მოჰფინოთ ამ კეთილშობილურ საქმეს“.

ისე გამოდის, რომ საქართველოს კონსტიტუცია ევროსტრუქტურების საბურთაოა – ფრიდონ ინჯია

🔹 ისე გამოდის, რომ საქართველოს კონსტიტუცია ევროსტრუქტურების საბურთაოა – ფრიდონ ინჯია

🔹 „არ მეგულება ვინმეს მიაჩნდეს, რომ ლოგიკასთან ახლოსაა ის ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნით გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით კონსტიტუციაში უნდა შევიტანოთ. გამოდის, რომ საქართველოს კონსტიტუცია ევროსტრუქტურების საბურთაოა, როგორც მათ უნდათ, ისე უნდა მივიღოთ“.

🔹 ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც, გენერალური პროკურორის არჩევის წესი იცვლება.

🔹 მისი თქმით, საქართველო უკვე არის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი, ისევე როგორც თურქეთი, რომელმაც 1993 წელს გააკეთა შესაბამისი განაცხადი ევროკავშირში.

🔹 „ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან რომელიმე ქვეყანა თუ გეგულებათ, რომელმაც ევროკავშირის მოთხოვნით კონსტიტუცია შეცვალა? არის თუ არა იმის ალბათობა, რომ ევროსტრუქტურებმა კიდევ ერთი წერილი გამოგზავნონ, როგორც ეს 12 პუნქტიანი რეზოლუციის შემთხვევაში იყო, რომლის შემუშავებაში საქართველოს ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია, რომელშიც ისინი მოითხოვენ, რომ 90 ხმით იყოს გადაწყვეტილი მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხი, აუდიტის სამსახური, სპეციალური საგამოძიებო კომისია და ა.შ. ხომ არ ჯობდა ჩვენ წინასწარ შეგვეტანა ეს ცვლილება, რომ ეს წერილი იქიდან გამოსაგზავნი აღარ იყოს. ირღვევა თუ არა ამით ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხის უფლებები? გამოდის, რომ კონსტიტუციას ვიღებთ დროებით და საქართველოს კონსტიტუცია ევროსტრუქტურების საბურთაოა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 წარმოდგენილი პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ანუ 90 ხმით აირჩევს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით მოხდება და მისი უფლებამოსილების ვადა 6 წლის ნაცვლად ერთი წლით განისაზღვრება.

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მან თავისი შეფასება გააკეთა ევროკომისიის 12 პუნქტიდან გამომდინარე, გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მან თავისი შეფასება გააკეთა ევროკომისიის 12 პუნქტიდან გამომდინარე, გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.

ფრიდონ ინჯია მხარს არ დაუჭერს კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მხარს არ დაუჭერს კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

🔹 ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

🔹 „ არცერთი კონსტიტუციური ინსტიტუტი ერთწლიან არჩვენებს არ ითვალისწინებს. კარგი მაგალითი გვაქვს ჩვენ მიღებული საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევის წესთან დაკავშირებით და ჩვენ ამ მაგალითს არ ვითვალისწინებთ და ვეყრდნობით იმ შეურაცხმყოფელ 12 პუნქტს, რომელიც ჩვენ გამოგვიგზავნეს. ჩემთვის ეს არის შეურაცხმყოფელი. მერე კიდევ რომ მოგვიწიოს შეცვლა, არასწორად მიგიღიათო, რა საბავშვო ბაღია? კონსტიტუცია გავხადეთ დროებით რაღაც კანონად… ვისაც რა მოეწონება, ისე გაკეთდება… როგორ ფიქრობთ თქვენ, ამ კანონის მიღებით ხელს შევუწყობთ დეპოლარიზაციას?“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით აირჩევს. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.
სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა კი, ერთი წელია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს შეხვდნენ

🔹საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს შეხვდნენ.

🔹 გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე მიაწოდა ინფორმაცია, მაკროეკონომიკური და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები გააცნო და სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობებზე და იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებზეც აღნიშნული თანხების განკარგვა იგეგმება.

🔹 „მიგვაჩნია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს. მეცნიერების ხელშეწყობისთვის ბიუჯეტში რესურსები უნდა იყოს გათვლილი. მეცნიერება უნდა განვითარდეს და ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან მეტი ხელშეწყობაა საჭირო. ასევე მიგვაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება და იქ იმაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდეს, ვიდრე დღეს არის განსაზღვრული. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ შეიქმნას სახელმწიფო საინვესტიციო კომერციული ბანკი, რომელიც სხვადასხვა ისეთ პროგრამებს დააფინანსებს, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“ და სხვა. ეს იქნება ერთგვარი სოციალური პროგრამა, რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობის კეთილდღეობისკენ“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.