ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერეპელაციის წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი წარსდგა

📍 პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერეპელაციის წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი წარსდგა.

🔹 „დღეს, საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებების 95%-მდე გაყიდულია, რაც ევროპის არც ერთ ქვეყანაში ასე არ არის. პროცენტული მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებში განაწილებულია სახელმწიფოებსა და კერძო კომპანიებს შორის დაბალანსებულად.

🔹 თქვენ როგორც ჯანდაცვის მინისტრი, პასუხს აგებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობაზე და მის ხარისხზე.

🔹 აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ყველა რაიონში, პირველ ეტაპზე უნდა იყოს თუნდაც ერთი მაინც, სამედიცინო დაწესებულება, რომელზედაც პასუხს აგებს სამინიტრო, ხოლო შემდეგ ეტაპზე სამედიცნო დაწესებულებები უნდა გაიხსნას მსხვილ დასახლებულ პუნქტებში და ეს სამედიცინო დაწესებულებები აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ.
მეორე საკითხი ეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც ყოველთვის იყო სამაგალითო და წარმატებული. ეს დაწესებულება დღეს სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია, მაგრამ იქ არ არის სახარბიელო მდგომარეობა და მოგმართავთ თხოვნით, გადახედოთ დღეს იქ არსებულ ვითარებას.

🔹 მიმაჩნია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა იყოს სახე, როგორც სამედიცინო პერსონალის, ჯანდაცვის სამინისტროსი, ასევე, მთლიანად საქართველოსი. მიიღეთ ზომები და თბილისში ერთი სამედიცინო დაწესებულება, მაინც გახადეთ სამაგალითო.

🔹 მე როგორც ქართველ კაცს, გული მტკივა, რომ ჩვენი ქვეყნის შვილები არიან სხვა ქვეყნებში და იქ მოღვაწეობენ როგორც ექიმები და საკმაოდ წარმატებითაც. პანდემიის დროს არაერთი ასეთი ქართველი ექიმი გვაძლევდა სასარგებლო რჩევებსა და დარიგებებს კოვიდთან ბრძოლის საქმეში.

🔹 ჩვენი სამშობლოს შვილები, რომლებმაც აქ მიიღეს განათლება, ან ნაწილობრივ მიიღეს განათლება საქართველოში და მერე სწავლა გააგრძელეს საზღვარგარეთ, სამწუხაროდ, დღეს, ჩვენს ხალხს არ ემსახურებიან.

🔹 ჩვენი წინადადებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აიღოს ვალდებულება, შექმნას შესაბამისი პირობები, რათა საქართველოდან წასული ქართველი ექიმები, ჩამოვიდნენ საქართველოში და ემსახურონ საკუთარ ხალხს და სამშობლოს. ან, მათი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მაქსიმალურად გამოვიყენოთ დღევანდელი ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით, რითაც ამაღლდება სამედიცინო მომსახურეობის ხარისხი.

🔹 საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელ დახმარებათა ცენტრთან დაკავშირებით, სადაც დაახლოებით 1200 თანამშრომელი მუშაობს, მივიღე ინფორმაცია, რომ ცენტრის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე კალანდიას დროს, გაიცა დაპირება, რომ არსებული კოვიდ დანამატი, რომელიც დაახლოებით 600 ლარს შეადგენს, თანამშრომლებს გადაეცემოდათ ხელფასის სახით, რაც ამ დრომდე არ მომხდარა. დღეს ცენტრის დირექტორი გახლავთ ალექსანდრე კუტიბაშვილი და ეს ხალხი ითხოვს პასუხს ამ დაპირებაზე და მიმაჩნია, რომ მათ ამ საკითხზე პასუხი აუცილებლად უნდა მიიღონ.

🔹 იმედი მაქვს, ჩვენს წინადადებებსა და შენიშვნებს განიხილავთ და მიიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

🔹 მადლობას გიხდით თქვენ და მედიცინის ყველა მუშაკს იმ თავდადებული შრომისთვის, რომელიც გაწიეთ პანდემიის უმძიმეს პერიოდში.
გისურვებთ წარმატებებს“.

ფრიდონ ინჯია – აუცილებელია ზომების გამკაცრება, რათა მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს.

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, 20 სექტემბერს თავდასხმის ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ზომების გამკაცრება, რათა მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს.

🔸 მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებსა და პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაციის გამო.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ დანაშულთან მიმართებაში პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ წინადადებას, მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან.

საავტორო უფლებებზე კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მისი სტრუქტურების ვალდებულება არ არის – ფრიდონ ინჯია

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პლენარულ სხდომაზე საავტორო უფლებების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ, საავტორო უფლებებზე კონტროლი, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მისი სტრუქტურების ვალდებულება არ არის. ეს მოთხოვნა ცალსახად არის განსაზღვრული და გამიჯნული ევროკავშირის ყველა კანონმდებლობითა და აქტებით.

🔹 აქედან გამომდინარე, ევროკომისიის მოთხოვნისა და ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა უნდა იყოს სრულ თანხვედრაში და ჰარმონიზაციაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

ფრიდონ ინჯია თვლის, რომ პარლამენტში ინიცირებულ ნებისმიერ კანონპროექტში მკაფიოდ უნდა იყოს აღწერილი საქართველოს ინტერსები

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია თვლის, რომ ნებისმიერ კანონპროექტში, რომლის ინიცირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხდება, მკაფიოდ უნდა იყოს აღწერილი, თუ როგორ პასუხობს ესა თუ ის ინიციატივა საქართველოს ინტერესებს.

🔹 ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„კანონპროექტების ინიცირებისას განმარტებით ბარათში ძირითადად აღნიშნულია: კანონპროექტის არსი, როგორ ფინანსურ გავლენას ახდენს კანონპროექტი სახელწიფო ბიუჯეტზე, ბავშვთა უფლებები, საერთაშორისო ვალდებულებები, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ასოცირების ხელშეკრულება და ასე შემდეგ. მაგრამ აქ არ წერია ერთი მთავარი – საქართველოს ინტერსები.
კანონპროექტებში მკაფიოდ უნდა იყოს აღწერილი, თუ რამდენად ემსახურება ესა თუ ის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს ინტერესებს“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔹 მისივე თქმით, ხშირად ისმის შეკითხვა, გვინდა თუ არა ევროინტეგრაცია?

🔹 „ჩვენ გვინდა ყველაფერი, რაც საქართველოს ინტერსებში იქნება“, – დასძინა ფრიდონ ინჯიამ.

საქართველოს არ დასჭირდება სახალხო დამცველის ინსტიტუტი, თუკი სახელმწიფოში იქნება კანონის უზენაესობა – ფრიდონ ინჯია

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელის სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საქართველოს არ დასჭირდება სახალხო დამცველის ინსტიტუტი, თუკი სახელმწიფოში იქნება კანონის უზენაესობა.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის გამოკითხვის შემთხვევაში, ხელისუფლება მიიღებს მხოლოდ ერთ პასუხს, რომ სახალხო დამცველი საქართველოს არ სჭირდება.

🔹 „დარწმუნებული ვარ, ეხლაც რომ ჩატარდეს გამოკითხვა, მივიღებთ პასუხს, რომ სახალხო დამცველი საქართველოს არ სჭირდება.“

🔹 ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა.

🔹 „ჩემი პირადი ხედვაა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არ სჭირდება, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფოში იქნება კანონის უზენაესობა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით კანონის უზენაესობა არ არის, და კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ უნდა იყოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი. ამიტომ მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველი უნდა იცავდეს საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ადამიანის რწმენას, ადათ-წესს, ისტორიას, კულტურას, უკლებლივ ყველა მოქალაქის უფლებას. აქედან გამომდინარე, ავირჩიოთ სამშობლოს მოყვარული, ერთგული და ღირსეული პიროვნება.“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.