ნარკომანებს რომ კომფორტს შეუქმნით ეს ვიცით, მაგრამ რას გააკეთებთ იმ მოქალაქეების დასაცავად, ვინც ჯერ არ არის ნარკომანი და შეიძლება ამ უბედურებით „დაინფიცირდეს“ – ფრიდონ ინჯიას შეკითხვა იაგო ხვიჩიას

🔹 ნარკომანებს რომ კომფორტს შეუქმნით ეს ვიცით, მაგრამ რას გააკეთებთ იმ მოქალაქეების დასაცავად, ვინც ჯერ არ არის ნარკომანი და შეიძლება ამ უბედურებით „დაინფიცირდეს“ – ფრიდონ ინჯიას შეკითხვა იაგო ხვიჩიას

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ სახალხო დამცველის ერთ-ერთ კანდიდატურას, პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ თავმჯდომარეს იაგო ხვიჩიას ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კითხვები დაუსვა.

🔹 „საქართველოში პროცენტულად ძალიან ბევრი ადამიანია ნარკოტიკზე დამოკიდებული. რა ეშველება ჩვენს ახალგაზრდებს, თითქმის ნახევრ მილიონამდეა ასული მათი რაოდენობა, ვინც ნარკოტიკზეა დამოკიდებული. ერთი მხარე უკვე ვიცით – ნარკომანებს კომფორტს შეუქმნით. რა შეუძლია სახალხო დამცველს გააკეთოს ჩვეულებრივი მოსახლეობის უფლებების დასაცავად, რომელიც ჯერ არ არის ნარკომანი და შესაძლოა ამ უბედური საქმით „დაინფიცირდეს“?

🔹 რატომ არის, რომ აზიის ზოგიერთ ქვეყანას, სადაც მიუხედავად იმისა, რომ მოჰყავთ ნარკოტიკული კულტურები, იგივე უზბეკეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსაც კი ვუსწრებთ, ნარკომანების რაოდენობით პირველები ვართ. ეს უბედურებაა – ნახევარ მილიონამდე ნარკოტიკზე დამოკიდებული პიროვნება, რომლებიც, მე მიმაჩნია, რომ სრულფასოვანი ადამიანები უკვე არ არიან, ამას ემატება 700 ათასი პენსიონერი და კიდევ ამდენივე ბავშვი, რაღა დარჩა საქათველოს მოსახლეობიდან… ამას შველა უნდა… თქვენ თუ იქნებით სახალხო დამცველი, რას გაკეთებთ ამ მხრივ?

„მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტი „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. თუ ეს კანონი იქნა მიღებული ამ რედაქციით, ჩვენი პარტია, პირველივე დღესვე შეიტანს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუცია ჯერ არავის გაუუქმებია, და თუ კანონის უზენაესობა არსებობს ამ ქვეყანაში, სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ამ კანონთან დაკავშირებით“.

📍 „მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტი „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. თუ ეს კანონი იქნა მიღებული ამ რედაქციით, ჩვენი პარტია, პირველივე დღესვე შეიტანს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუცია ჯერ არავის გაუუქმებია, და თუ კანონის უზენაესობა არსებობს ამ ქვეყანაში, სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ამ კანონთან დაკავშირებით“.

🔹 ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის პროექტი წარმოადგინა.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის“ მიღების მოთხოვნა მიმართული იყო ბიძინა ივანიშვილისადმი და ამის შესახებ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის.

🔹 „ებრძვიან გამარჯვებულ პარტიას, რომელსაც დღეს წარმოადგენს „ქართული ოცნება“. ყველა ხერხით ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც მილიარდები ჩადო ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სახით, როგორც ერთი ხელისუფლების პირობებში, ასევე წინა ხელისუფლების პირობებში. ამავდროულად კი, ადამინების გარკვეულ ჯგუფთან დაკავშირებით, რომლებსაც საქართველოდან მილიარდები აქვთ გატანილი, ხმას არავინ არ იღებს, რეზოლუციაში რაიმე ჩანაწერის გაკეთებაზე ხომ ზედმეტია საუბარი.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 „თქვენ წარმოგიდგენიათ, საქართველოში რომ იყოს 100 ბიძინა ივანიშვილი? და იგივეს აკეთებდეს ჩვენი ქვეყნისთვის? როგორი იქნებოდა დღეს ჩვენი ქვეყანა?…. სქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოდან მოსახლეობა არ წავიდეს და პირიქით, ბედის უკუღმართობით გაქცეული ადამიანები დაუბრუნდეს საკუთარ სამშობლოს“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა მმართველ პარტიას და მოუწოდა, რომ მმართველი ძალა უნდა დადგეს თავის სიმაღლეზე და მხოლოდ ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე იმოქმედოს.

🔹 „ნუ გვეთამაშებით, ჩვენ საბავშვო ბაღში არ ვართ. ვიცით, რა ხდება და რისთვის კეთდება ეს. დადექით ისე როგორც საჭიროა, როგორც გამარჯვებული პარტია. არ დაიხიოთ უკან.“ – მიმართა უმრავლესობის წევრებს ფრიდონ ინჯიამ.

🔹 რაც შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, დეპუტატის განცხადებით, საქართველოს უკვე აქვს მინიჭებული კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან, მას უკვე გაკეთებული აქვს ოფიციალური განაცხადი ამის შესახებ.

🔹 „საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეს მხოლოდ პოლიტიკური საკითხია. ჩვენ მივიღებთ ამ კანონს თუ რას გავაკეთებთ , ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება. თუ ისინი საჭიროდ ჩათვლიან ისედაც მიგვიღებენ ევროკავშირიში, მაგრამ ამ კანონის მიღება მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მოაშორონ ის ადამიანი, რომელიც მილიარდებს დებს ქვეყნის განვითარების საქმეში. ხოლო თუ ისინი რაიმე თანხას გვაძლევენ, მხოლოდ იმისთვის, რომ მართონ ჩვენი პატარა ქვეყანა.“ – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔹 „მე ნუ ჩამთვლით იმ ადამიანის ადვოკატად, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ და არც არასდროს არ შევხვედრივარ.“- დასძინა ფრიდონ ინჯიამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დელეგაციას შეხვდა

🔹 “უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უკვე შეცვლილი არჩევის წესი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი კვორუმით, 90 დეპუტატის თანხმობით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევას, ვერ ხორციელდება და ვიღებთ არაეფექტურ, ყოველ 6 თვეში კომისიის თავმჯდომარის არჩევის პრაქტიკას, რაც არ არის სასარგებლო, მისაღები, და უფრო მეტიც, არის ხელის შემშლელი ფაქტორი კომისიის მუშაობის პროცესში. ეს არის მმართველი პარტიის მარცხი და უკან დახევა”.

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

🔹 ეუთო/ოდირის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანია ანგარიშში წარმოდგენილი მიგნებებისა და რეკომენდაციების განხილვა, არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის და პრაქტიკის ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან კიდევ უფრო მჭიდრო შესაბამისობაში მოყვანა და სამომავლო თანამშრომლობის სფეროებისა და კონკრეტულად გადასადგმელი ნაბიჯების განსაზღვრა.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის თქმით, „საარჩვენო კოდექსში ახალი ცვლილების თანახმად, არჩევნების პროცესი 70%-მდე ელექტრონული სისტემით ჩატარდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იმ 30%-მდე, Tu 30%-ზე ზევით, საარჩევნო უბნებზე იყოს დაწესებული საარჩევნო პროცესის განსაკუთრებული კონტროლი, რადგანაც სწორედ ამ ნაწილშია ყველაზე დიდი საშიშროება არჩევნების გაყალბების. ამიტომ, აუცილებელია, ამ კონკრეტული სიტუაციისადმი განსაკუთრებული მიდგომა, გაყალბების თავიდან აცილების მიზნით“.

🔹 ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ დღემდე დიდ პრობლემად რჩება არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც გამოიხატება ამომრჩევლებისადმი ზეწოლაში.

🔹 „არსებულ პროექტში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა გამკაცრებულია, მაგრამ ეს მე არ მიმაჩნია საკმარისად. უნდა იყოს დასჯის ისეთი მეთოდი, რომ ადამიანს გაყალბება არ უღირდეს“- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯია – ჩემი დამოკიდებულება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით არის მკვეთრად რადიკალური

🔹„ჩემი დამოკიდებულება „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის“ პროექტთან დაკავშირებით, არის მკვეთრად უარყოფითი“.

ამის შესახებ საპარლამნტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა საქართველოს კანონის პროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ წარმოადგინა.

❓. ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე არის ანტიკონსტიტუციური;

❓ხომ არ აჯობებდა დავლოდებოდით ვენეციის კომისიის დასკვნას და მერე მიგვეღო შესაბამისი გადაწყვეტილება?

❓ადამიანს, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც კონსტიტუციით გარანტირებული აქვს შეკრების თავისუფლება, ამ კანონით (21-ე მუხლი) ეს ეზღუდება;

❓ განმარტება თვითონ ოლიგარქის შესახებ, ბუნდოვანია. მე ვერ გავიგე, ეს კარგია, თუ ცუდი.

❓ ილონ მასკი, რომელიც შეიძლება წამოაყენონ პრეზიდენტობის კანდიდატად 2024 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასეთი კანონის მიღების შემთხვევაში, მას მოხსნიან და აღარ იქნება?

❓ რომელიმე წარმატებულ ქვეყანაში, არსებობს მსგავსი კანონი?

❓ ვენეციის კომისია განიხილავს უკრაინის კანონს, და ალბათ ის იქნება უკრაინის კონსტიტუციასთან მიმართებაში თანხვედრაში. ჩვენი კონსტიტუცია განსხვავდება უკრაინის კონსტიტუციისგან, ამიტომაც პარლამენტმა შეიტანა მასში მთელი რიგი ცვლილებები. რა გამოდის? კანონი, რომელიც მიღებულია უკრაინაში და ეყრდნობა უკრაინის კონსტიტუციის დებულებებს, და ეს კანონი რასთან მიმართებაში იქნება შესაბამისობაში, უკრაინის კონსტიტუციასთან, თუ საქართველოს კონსტიტუციასთან?

❓ მოქალაქეს ეზღუდება სამართლიანი საპროცესო უფლებებები (კონსტიტუციის 31-ე მუხლი), გასაჩივრება, ესე იგი, შეგვყავს პიროვნება რაღაც რეესტრში, არ ვიცით კარგია თუ ცუდია, ვისთვის კარგია და ვისთვის ცუდი, და მას არ აქვს უფლება გაასაჩივროს ეს ფაქტი;

❓ კიდევ ერთი საკითხი – მაგალითად, ჩვენ დავიწყეთ განხილვა, შემოვიდა სხვადასხვა წინადადება და აღმოჩნდა ერთერთი ოლიგარქი (რომელიც არ ვიცი კარგია, ცუდია), რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ, რა უნდა მოიმოქმედოს ამ კანონმა იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც საზღვარგარეთიდან ფლობს კომპანიას, ხმის უფლებას, მედია საშუალებებს, აფინანსებს მათ და ა.შ. ამ კანონმა როგორ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ამ ადამიანზე, რამე შეიცვლება?

❓ ასევე წვრილმანი საკითხები – მამის სახელის არსებობის შემთხვევა. მაგალითად, ჩემთვის ეს არის შეურაცხყოფა. ყველა ქართველს აქვს და ნებისმიერ ადამიანს აქვს მამის სახელი …

❓ „მნიშვნელოვანი გავლენის ქონა“; აი, ასეთი ტერმინებია და წინადადებებია ამ კანონში. ვინ გადაწყვიტა, რომელია მნიშვნელოვანი და რომელი არა? აი, მაგალითად, გვაქვს ოქროს აქცია 1% -ი, ის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გავლენის მქონე? შეიძლება 51%-ი სჭირდებოდეს? ან ვინ განსაზღვრავს ამას ამ ქმედებებში? რომელია ის ქმედითი ან მნიშვნელოვანი გავლენა? გინდაც ეს – ‘უნდა შეისყიდოს და მიიღოს მონაწილეობა აუქციონზე”, ან პრივატიზაციის პროცესში ფართომასშტაბიანი ობიექტის. რომელია ეს ფართომასშტაბიანი ობიექტი? ვინ განსაზღვრა ეს და ვისი განსაზღვრით ვწერთ ჩვენ აქ ფართომასშტაბიან ობიექტს? უკრაინისთვის შეიძლება ერთი იყოს, თურქეთისთვის მეორე, ჩვენთვის რომელია?

❓ აქ არის მთელი რიგი წინადადებები, რომელიც გაუგებარია. გვინდა ასეთი რამ? რა არის მიზანი? ამიტომ ჩემი დამოკიდებულება „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის“ პროექტთან დაკავშირებით, არის მკვეთრად უარყოფითი.

ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინიტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინიტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინიტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინიტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

🔹 ევროკავშირის ქვეყნები და მათი ზოგიერთი აქაური წარმომადგენელები, დემოკრატიის ყალბი ლოზუნგების დახმარებით უხეშად ცდილობენ შემოგვაჩეჩონ თავიანთი ქვეყნებისთვის აქტუალური და მრავლის მომტანი, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის საშიშროების შემცველი დღის წესრიგი, რომელიც არა მარტო მათ ჭეშმარიტ ზრახვებს, არამედ საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ რეალურ დამამცირებელ დამოკიდებულებას ასახავს.

🔹ქართველმა ხალხმა 2012, 2016 და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე საპრეზიდენტო, თუ ადგილობრივ არჩევნებზე უარი უთხრა და დაამარცხა დასავლელი პარტნიორების მიერ ლობირებული ყოფილი დამნაშავე სააკაშვილის რეჟიმი და დაანახა მათ, რომ ქართველი ხალხი აღარ დაუშვებს ბოროტების გაბატონებას საქართველოში.

🔹 ყველაფერი ამის ფონზე ხომ არ გიფიქრიათ, ან მინიშნება გაგვიკეთებია მათთვის, როგორც ამას ასე ოსტატურად იყენებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნების პირველი პირები, – გვიღირს კი, ისეთი გაერთიანებისკენ თავგანწირვით სწრაფვა, რომელიც ასეთ კაბალურ მოთხოვნებს გვიყენებს და ცდილობს თავიანთი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, ისეთი ცხოვრების წესი დანერგოს, სადაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები უგულველყოფილი იქნება.

🔹 ნებაყოფლობით ხომ არ მივექანებით ისეთი გაერთიანებისკენ, რომელიც სერიოზულ ზარალს მიაყენებს იდენტობას, რომელსაც საუკუნეების მანძილზე მილიონობით ჩვენი წინაპარი შეეწირა. გვართმევენ ჩვენი თაობის ძალისხმევით მოპოვებულ თავისუფლებას და სუვერენიტეტს.

🔹 და ბოლოს, გადავხედოთ საქართველოს ისტორიას, გავიხსენოთ როდის იყო ჩვენი ქვეყანა ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა, გავავლოთ პარალელები დღევანდელობასთან და გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც აუცილებელია, რათა მტერიც და მოყვარეც ჩვენი ქვეყნის საჭიროებისთვის გამოვიყენოთ.