Category Archives: Home

Dear Mick and Claire, We have been watching and listening to your speech in the European Parliament

🔹 ძვირფასო მიკ და კლერ,

🔹 ყურადღებით ვადევნებდით თვალს და მოვისმინეთ თქვენი გამოსვლა ევროპარლამენტში.

🔹 თქვენ სიღრმისეულად გადმოეცით ის რეალური ვითარება და განწყობა, რაც დღეს საქართველოშია და რაზეც საუბარი გვქონდა თბილისში, ჩვენი შეხვედრისას, რომელმაც ჩაიარა სრული ურთიერთგაგებით.

🔹ჩვენი პარტიის, „ევროპელი სოციალისტების“ სახელით, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისთვის, ჩვენი ხალხის ნებისა და სიმართლის ევროპარლამენტში – ასეთი მაღალი ტრიბუნიდან თამამად გაჟღერებისათვის, რაც ემსახურება უპირობო მიზნის მიღწევას – საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნებასა და საქართველოს ღირსეულად ინტეგრაციას ევროპის დიდ ოჯახში.

🔹 ამით ჩვენ აღვიქვით, რომ ხართ ჩვენი პოლიტიკური ძალის, პოლიტიკური ხედვის თანამოაზრე და გამზიარებელი, ასევე საქართველოს გულშემატკივარი და დიდი მეგობარი.

🔹 Sincerely,

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ და

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე

Fridon Injia

🔹 Dear Mick and Clare,

🔹 We have attentively watched and listened to your speech in the European Parliament.

🔹 You deeply conveyed the real situation and moods that exist in Georgia today, and what we talked about in Tbilisi during our meeting, which took place with full mutual understanding.

🔹 On behalf of our party “European Socialists”, I want to express my deep gratitude to you for your work, for the bold expression of the will and truth of our people in the European Parliament – from such a high political platform, which serves to achieve an unconditional goal – the preservation of long-term peace in Georgia and the worthy integration of Georgia into a greater European family.

🔹 By doing this, we seem that you are a comrade-in-arms and a sharer of our political power, and political vision, as well as an admirer and great friend of Georgia.

🔹 Sincerely,

Chairman of the Party of “European Socialists” and

Parliamentary Political Group of Parliament of Georgia

Fridon Injia

The speech of Mick WALLACE, a political partner and friend of the parliamentary political group and the party of "European Socialists" in the European Parliament regarding the granting of EU candidate status to Georgia

❗️ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის და პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური პარტნიორისა და მეგობრის მიკ ვოლასის (Mick WALLACE) გამოსვლა ევროპარლამენტში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

🔺 „გასულ ივნისს საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, არა იმიტომ, რომ მათ კრიტერიუმი ვერ შეასრულეს, არამედ იმიტომ, რომ საკმარისზე მეტად არ იყო გამოხატული ანტირუსული განწყობა.

🔺 თქვენ, მოთხოვნების ჩამონათვალში, როგორც პირობა კანდიდატის სტატუსისთვის, დააყენეთ არა მშვიდობა, არამედ სააკაშვილის საკითხი.

🔺 ეს ადამიანი (სააკაშვილი) საქართველოში ამყარებდა ტერორს, როგორც პინოჩეტი და 300 ათასამდე მსჯავრდებული ჰყავდა სახელმწიფოში. მისი მმართველობის პერიოდში ხალხი დაზარალდა, დასახიჩრდა და ზოგი მოკლეს კიდეც.

🔺 ამასობაში დასავლეთი აფინანსებს არასამთავრობოებს, რომლებიც განხეთქილებას თესავენ. როდესაც მთავრობამ შემოიტანა კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობოების საკითხს დააყენებდა დღის წესრიგში, ევროკავშირი მას თავს დაესხა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში წლებია იგივე კანონი მოქმედებს, ხოლო ევროკავშირი ასევე, ამ კანონპროექტის მიღებას გეგმავს.

🔺 საქართველო არ არის დაინტერსებული ომით და მეორე ფრონტის გახსნით სახელმწიფოში. მას აქვს სურვილი ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ყველასთან და განსაკურებით მის მეზობელ ქვეყნებთან.

🔺 ევროკავშირიში გასაწევრიანებლად საქართველომ თავის სუვერენიტეტზე უნდა თქვას უარი? უნდა წაახალისოს ომი მშვიდობის ნაცვლად?

🔺 მიეცით საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ნება მიეცით ხალხს უცხოური ჩარევის გარეშე გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ევროკავშირიში გაწევრიანება“,- აცხადებს მიკ ვოლასი.

The meeting of the parliamentary political group and the political party "European Socialists" with members of the European Parliament Clare DALY and Mick WALLACE

🔺 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის და პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებთან კლერ დეილისთან (Clare DALY) და მიკ ვოლასთან (Mick WALLACE).

🔴ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ 29 მაისის შეხვედრაზე, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელ სოციალისტებსა“ და ევროპარლამენტარ კლერ დეილისთან (Clare DALY) და მიკ ვოლასთან (Mick WALLACE) ერთად გაიმართა.

🔴პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იგი მოგონილია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად და მთლიანობაში დასავლეთის ყველა ქმედება საქართველოსთან მიმართებაში არის სისტემის ნაწილი, რომლის მიზანია ქვეყანაში ჰყავდეთ მართვადი ხელისუფლება.

🔴 ამასთან დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავისი მმართველობის გარკვეულ მნიშვნელოვან ნაწილში აქვს შეცდომები და ამასთან დაკავშირებით იგი, როგორც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე, ძალიან ხშირად საუბრობს საპარლამენტო ტრიბუნიდან. უფრო მეტიც, იგი ხელისუფლებას ყოველთვის არგუმენტირებულად სთავაზობს ამ პრობლემების გადაჭრის გზებს.
„არსებობს მთელი რიგი საკითხებისა, სადაც ხელისუფლებას მართებს მეტი ძალისხმევა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვითარების მაქსიმალურად გააზრება, რადგან სწორედ ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს პირველ რიგში მშვიდობის, სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავისი ღირსეული ადგილი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ის ადგილი, რომელიც მას ისტორიულად ყოველთვის ეკავა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔴 დეპუტატს ერთ-ერთ მთავარ საკითხად მიაჩნია კანონის უზენაესობა და სამართლის აღსრულება განურჩევლად პირის ნებისმიერი მაღალი პოლიტიკური თანამდებობისა.
„მხოლოდ სამართლიანობის განცდა და კანონის უზენაესობა მისცემს საზოგადოებას ქვეყნის წინაშე არსებული ნებისმიერი პრობლემის დაძლევის სტიმულს, რაც სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარების საწინდარი გახდება“, – აღნიშნა მან.

🔴 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ქვეყანაში დღეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანა პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში განიცდის უმძიმეს ზეწოლას დასავლეთისა და ქვეყნაში არსებული შიდა დესტრუქციული და რადიკალური ძალების მხრიდან, რაც მიმართულია ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

🔴 „ამ ვითარების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია თქვენი ხმა და პოლიტიკური განცხადებები ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔴 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვიზიტი ბრიუსელში და მისი გამოსვლა ევროპარლამენტში უნდა ემსახურებოდეს სიმართლეს და ქვეყნის ინტერსებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერებული იქნება უსამართლო და ცილისმწამებლური გზავნილები, ასეთ შემთხვევაში მისი გამოსვლა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს და მას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს თავად ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სრულ და რეალისტურ სურათს ფლობენ.

🔴 თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა კლერ დეილიმ (Clare DALY) და მიკ ვოლასმა (Mick WALLACE) განაცხადეს, რომ ისინი იზიარებენ საპარლამენტო პოლიტკური ჯგუფისა და პოლიტიკური პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას და მისი წევრების ხედვებს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

🔴 ასევე მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

🔴 „რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ომში იხოცებიან ადამიანები და მდიდრდებიან იარაღის მწარმოებელი მსხვილი კორპორაციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვთვლით, რომ თქვენ პრორუსული პოზიცია გაქვთ, არამედ მიგვაჩნია, რომ თქვენ გამოხატავთ ხალხის აზრს, და ეს აბსოლუტურად მართალია“, – განაცხადა მიკ ვოლასმა.

🔴 მისივე თქმით, დასავლეთი საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას ყოველთვის გამოიყენებს პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისთვის თავისი ინტერსებიდან გამომდინარე.

🔴 კლერ დეილის განცხადებით, ევროკავშირს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მართლაც აქვს თავისი ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში და მისთვის ნამდვილად არ არის მისაღები ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების ის თამამი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უპირველეს ინტერესებს ემსახურება.

🔴 შეხვედრაზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ და პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით ზილფიმიანმა. მათ მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტარების იმ ძირითად პათოსს, პრინციპებსა და მოსაზრებებს, რომელსაც ისინი აჟღერებენ ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან საქართველოსთან მიმართებაში.

🔴 შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს „სოციალისტური პლატფორმის“ წარმომადგენლები თემურ ფიფია და ილია ლობჟანიძე.
თემურ ფიფიამ ხაზი გაუსვა სოციალისტური იდეოლოგიის ძირითადი პრინციპების თანხვედრას და იმედი გამოთქვა სამომავლო ნაყოფიერ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

🔴 შეხვედრაზე ორ პოლიტიკურ ძალას შორის მოხდა შეთანხმება ერთობლივი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომელსაც უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება.

Statement

❗️ გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

✅პარტია „ევროპელი სოციალისტების“ განცხადება


დღეს, ჩვენი ქვეყნის, მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ აგორებულია სიცრუის უზარმაზარი ტალღა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ აქტიურად ვმუშაობთ ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებში, განსაკუთრებით ევროპარლამენტში, რათა მაქსიმალურად იქნას განეიტრალებული ის ცილისწამება და ქვეყნის მიმართ მოღალატეობრივი ქმედებები, რომელიც მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერსებიდან გამომდინარეობს.

✅უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობები ჩვენს კოლეგა ევროპარლამენტარებთან, რომლებიც დგანან სოციალური სამართლიანობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და იდენტობის პლათფორმაზე. ისინი ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს გვერდში არიან სამართლიანობისთვის, ქვეყნის ღირსეული მომავლისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ბრძოლაში.

✅პოლიტიკურ პარტია „ევროპელ სოციალისტებსა“ და ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფს შორის არსებობს თანამშრომლობისა და პოლიტიკური პარტნიორობის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც დაფუძნებულია ქართული სახელმწიფოს ძირითად ისტორიულ, კულტურულ, ეთნიკურ და ეკონომიკური განვითარების პრინციპებზე.

Georgia will enter the European Union with dignity, or it will not enter with dignity - Fridon is an engineer

❗️ საქართველო ევროკავშირში შევა ღირსეულად, ან ღირსეულად არ შევა – ფრიდონ ინჯია

✅ ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.

✅ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ელჩების მხრიდან გაკეთებული განცხადებების შესახებ და მათ ბოლოდროინდელ გამოსვლებს დემარში და საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა უწოდა.

✅ „როგორ ფიქრობთ, ეს არ არის ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა? ხომ არ დადგა დრო, მოეკითხოთ მათ როგორც ეს ხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც თავის თავს პატივს სცემენ და მიუთითებენ დიპლომატებს იყვნენ თავის ადგილას და გააკეთონ ის, რაც მათ ევალებთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

✅ დეპუტატმა ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს და აღნიშნა, რომ დღეს, როდესაც ქვეყანას არანაირი სტატუსი არ აქვს მინიჭებული ევროკავშირის მხრიდან არის მცდელობა ქვეყნის დამონების. თუმცა, ფრიდონ ინჯია დარწმუნებულია, რომ საქართველო ამ ზეწოლას ღირსეულად გაუძლებს.

✅„დღეს, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არანაირი სტატუსი არ გაქვს, როგორ უნდათ ჩვენი დამონება. წარმოიდგინეთ, თუ სტატუსი მოგვანიჭეს, როგორ გამოიყენებენ ამ სტატუსის მინიჭებას და როგორი ზეწოლა განხორციელდება ჩვენზე. მაგრამ ეს არაფერი. მოგვანიჭონ. ჩვენ ამ ზეწოლას ღირსეულად გავუძლებთ. უფრო ზუსტად – ღირსეულად შევალთ, ან ღირსეულად არ შევალთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

✅ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია რომ ევროკავშირმა თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი საქართველო სურს მას სამხრეთ კავკასიაში.
ამასთან დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ არის მისაღები, რაც შესაძლოა გახდეს მიზეზი, რომ ქვეყანას არ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

✅ „ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი საქართველო უნდა მას სამხრეთ კავკასიაში. როგორც იკვეთება, მათ ჩვენი ხელისუფლება ამ სახით აწუხებთ. ამ მიზეზით მათ შეუძლიათ სტატუსი არ მოგვანიჭონ, იმის იმედით, რომ საქართველოში იქნება სამოქალაქო ომი.

✅ ეს უნდა ოპოზიციის ნაწილსაც, რადგანაც მათ მეტი არაფერი დარჩენიათ, რომ თავიანთ საწადელს მიაღწიონ, თუნდაც საქართველოს დანგრევით. მაგრამ იცოდეთ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა – ეს თქვენი მცდელობა ისევე ხუხულასავით დაგენგრევათ, როგორც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით თქვენი გეგმები დაგენგრათ. იმედია, ამ ყველაფერს გაითვალისწინებს ჩვენი მთავრობა და ღირსეულად დაიცავს საქართველოს ინტერესებს“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

✅ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს სურვილია იყოს ევროკავშირში, მაგრამ არა ქვეყნის იდენტობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის ხარჯზე.

✅ „ჩვენ გვინდა ევროკავშირში ვიყოთ არა ჩვენი იდენტობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის ხარჯზე. ჩვენ ევროკავშირში საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და ქვეყნის გამთლიანებისთვის გვინდა. ჩვენ არ გვინდა ევროკავშირში იმისთვის, რომ ომში ჩავერთოთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და მის დანგრევას ძალიან ცოტა რამ უნდა. გადავარჩინოთ საქართველო“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.