Category Archives: სიახლეები

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” შეხვედრა ფინანსთან მინისტრის მოადგილესთან გიორგი კაკაურიძესთან

📍 „სახელმწიფომ უნდა გაზარდოს თავისი ხვედრითი წილი სტრატეგიული ობიექტების როგორც ფლობის, ასევე მართვის საქმეში, რათა სახელმწიფო ბიუჯეტმა გარანტირებულად მიიღოს დამატებითი შემოსავლები“.

📍 „ის საწარმოები, რომლებიც წამგებიანია, რისი არავითარი ახსნა და ობიექტური მიზეზი არ არსებობს, უნდა გახდნენ მომგებიანი და მაქსიმალურად გაუმჯობესდეს მათი მართვისა და პასუხისმგებლობის პრინციპები სახელმწიფოს მხრიდან“ .

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტში ფინანსთან მინისტრის მოადგილესთან გიორგი კაკაურიძესთან პოლიტიკური ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კაკაურიძემ „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარმოადგინა.

🔹 საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ავთანდილ ენუქიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე სახელმწიფოში არსებული წამგებიანი ობიექტების კონკრეტული მაგალითები და არგუმენტები მოიყვანა.

🔹 შეხვედრაზე, ასევე თავისი მოსაზრებები გამოთქვა „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით ზილფიმიანმა.

ფრიდონ ინჯია – როგორც ჩანს პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეკრებების ნოსტალგია აქვს და ამით მას სურს აჩვენოს მმართველ ძალას რომ წარმოადგენს პრეზიდენტს რომელსაც შეუძლია თავისი სიტყვა თქვას

📍 ხელისუფლების ბანაკებად დაყოფის მცდელობად და საერთო ჯამში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს საპარალამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას საქართველოს მოსახლეობისადმი, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედნიდან რიყემდე.

🔹 ფრიდონ ინჯიას აზრით, როგორც ჩანს პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეკრებების ნოსტალგია აქვს და ამით მას სურს აჩვენოს მმართველ ძალას, რომ „წარმოადგენს პრეზიდენტს, რომელსაც შეუძლია, თავისი სიტყვა თქვას“.

🔹 ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ტელე-რადიო კომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემა „ტელეგრამის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

🔹 „უნდა გითხრათ, რომ ყველა აქციას და შეკრებას თავისი მიზანი უნდა ჰქონდეს. დღევანდელ მდგომარეობაში და იმ ეტაპზე რა ეტაპზეც დღეს საქართველოა, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით, ყველა ჩვენი ნაბიჯი, შეკრებები, აქციები ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, მე ვიტყოდი სათუთი. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი აირჩია უმრავლესობამ „ოცნების“ სახით და მე ეს ერთ გუნდად მიმაჩნია. ვუბრუნდები იმას, რომ ყველა შეკრებას თავისი მიზანი უნდა ჰქონდეს. რამდენიმე თვის უკან, პრეზიდენტს ჰქონდა იდეა პარტიების შერიგების შესახებ. ჰქონდა შეხვედრებიც, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. მე მაშინაც ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ იდეიდან არაფერი არ გამოვიდოდა, იმიტომ, რომ რადიკალურად არიან დაპირისპირებული ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, აქ სანამ კანონის უზენაესობა არ იქნება და დამნაშავე არ იქნება დასჯილი, მანამდე, რაიმე სახის შერიგებაზე საუბარი ზედმეტია.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 რაც შეეხება 16 ივნისის შეკრებას, რომელიც დაანონსა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ შეკრების მიზანი ნათლად არ არის ჩამოყალიბებული.

🔹 „ჩემი აზრით, მე თავიდანვე ვთქვი, რომ პრეზიდენტი და „ოცნება“, ეს ერთი გუნდის მიერ არჩეული ხელისუფლებაა. ამ შეკრებით, ამ მოწოდებით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მცდელობა და კვლავ მიმართული ამ დაპირისპირების გაღრმავებისკენ. ეს არის ხელისუფლების ბანაკებად დაყოფის მცდელობა და საერთო ჯამში, ეს არის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 დეპუტატის აზრით, სალომეს ზურაბიშვილს ქვეყნისთვის კარგი უნდა, მაგრამ ამისთვის შესაბამისი მომზადებაა საჭირო, წინასაწარ დალაპარაკება და მოფიქრება.

🔹 რაც შეეხება ევროპარლამენტის ხედვას საქართველოსთან მიმართებაში, ამ საკითხზე დასმულ შეკითხვაზე დეპუტატმა აღნიშნა, რომ მათი ხედვა ნათლად გამოჩნდა იმ რეზოლუციაში, რომელიც საქართვლომ იხილა, სადაც ხელს აწერდნენ ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებმაც დაზუსტებით ისიც კი არ იციან როგორი წყობის სახელმწიფოა საქართველო, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

🔹 „მაგალითისთვის ავიღოთ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელსაც დღესაც მიაჩნია, რომ პრემიერ მინიტრი გახარიაა, აი ასეთი პარლამენტარების მიერ ხელმოწერილი რეზოლუცია გვაქვს ჩვენ მიღებული და ქალბატონი სალომეც გადადის იმ ეპოქაში, როდესაც იყო გახარია“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, მისთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის მიუღებელია ის სიცრუე, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეწერა. მისი თქმით, ეს შეურაცხყოფა მარტო მმართველ პარტიას არ ეკუთვნოდა, ეს ეკუთვნოდა მთლიანად ხალხს და საქართველოს.

🔹 „ამიტომ, მე სალომე ზურაბიშვილის ადგილას დავრჩებოდი ევროპაში, მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული და ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ნაკლები შეხება აქვს საქართველოსთან, მიეღოთ რეალური ინფორმაცია. საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატობის წევრობის სტატუსს“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 დეპუტატის აზრით, ქვეყანაში უახლოეს დღეებში დაანონსებული აქციები არავითარ გავლენას არ მოახდენს ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მუშაობს საქართველოს საკითხზე.

🔹 „მე ასე ვფიქრობ, რომ ქალბატონ სალომეს უნდა, რომ აჩვენოს ხელისუფლებას, – „ქართულ ოცნებას“, რომ მასაც შეუძლია ხალხის შეკრება. პირველ რიგში, ის წარმოადგენს „ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტს. ქალბატონი სალომე ზოგჯერ გამოირჩევა ასეთი არათანმიმდევრული ქმედებებით. მაგალითისთვის, მე ვიტყოდი მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ის დანიშნა საგარეო საქმეთა მინიტრად, რამდენიმე თვეში, მათ საერთო ენა ვერ გამონახეს და ამით მან დაამთავრა თავისი მოღვაწეობა საგარეო საქმეთა მინიტრის პოზიციაზე. მერე იყო ის შეკრება, რომელსაც ზურაბიშვილი ხშირად გვახსენებს, რომ მასთან შესახვედრად ათეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა იპოდრომზე და ასე მეჩვენება რომ მას ამ შეკრებიდან აქვს ნოსტალგია და ამით მას უნდა აჩვენოს მმართველ ძალას, რომ წარმოადგენს პრეზიდენტს, რომელსაც შეუძლია თავისი სიტყვა თქვას.“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი აზრით, იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე რაც საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული ქვეყნის პრეზიდენტს, მას უფრო მეტად სჭირდება შეხმატკბილებული მუშაობა მთავრობასთან იმისთვის, რომ შედეგი მიიღოს. არა მხოლოდ მან როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, არამედ ქვეყანამ მიიღოს შედეგი.

🔹 „ის რა მიღწევებიც აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს იქნება უვიზო რეჟიმი, ასოცირების ხელშეკრულება თუ სავაჭრო ხელშეკრულებები, ეს ყველაფერი იმ გუნდმა მოუტანა საქართველოს, რომელმაც აირჩია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.“ – დასძინა ფრიდონ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯიას კითხვები საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას კითხვები საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს.

🔹 ფრიდონ ინჯია დაინტერესდა სამხედრო სამრეწველო კომპლექსით, თუ რა იწარმოება საქართველოში და რამდენია შემოსავალი აქედან?

🔹 დეპუტატის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის პირობებში ჯარისკაცი ეუფლებოდეს გარკვეულ პროფესიას, რომელიც მას შემდგომ ცხოვრებაში გამოადგება.

🔹 ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსისა და მისიების მუშაობის შესახებ გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

👉 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსისა და მისიების მუშაობის შესახებ გაამახვილა ყურადღება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

👉 „ვინ აგებს პასუხს ზოგიერთი მოქმედი ევროპარლამენტარის ან ყოფილი პოლიტიკოსის, უსაფუძვლო, მიკერძოებულ, სიცრუის ტირაჟირებით ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებზე, და ამ დროს, ჩვენ იმ ქვეყანაში, სადაც ეს საერთაშორისო ინსტიტუტებია, გვყავს მაღალანაზღაურებადი ელჩი თავისი დიპლომატიური კორპუსით, რომლის პირდაპირი მოვალეობაა არ დაუშვას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები“ – ფრიდონ ინჯია.

👉„დროა, შესაბამისმა სამინისტროებმა, სტრუქტურებმა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა განახორციელონ შესაბამისი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ზემოთ აღნიშნული პრობლემების მყისიერად გადასაწყვეტად.“ – ფრიდონ ინჯია.

📍 „მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ საპარლამენტო რესპუბლიკა და ჩვენი მოვალეობაა, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, ქვეყნის ყველა სამთავრობო უწყების მიმართ განვახორციელოთ კანონით მონიჭებული ზედამხედველობის და კონტროლის ფუნქცია. ამას პირველ რიგში აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობა, რადგანაც ის არის პასუხისმგებელი ყველაფერ ამაზე.

🔹 მიუხედავად ამისა, ჩვენ პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ვთვლით ჩვენს თავს კონსტრუქციულ ოპოზიციად და აღებული გავქვს ვალდებულება მოგახსენოთ ჩვენი ხედვა, შენიშვნები იმ ნაკლოვანებებზე, რასაც ჩვენ ვამჩნევთ. ამასთანავე, ვცდილობ წარმოგიდგინოთ გამოსწორების გზები და მეთოდები. გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ.

🔹 ქვეყნის პარლამენტი ის ძირითადი ორგანოა, რომელიც ქმნის სახელმწიფოში საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად.

🔹 მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსისა და მისიების მუშაობის ეფექტურობის შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს სახეს და აკისრიათ უდიდესი როლი ქართული სახელმწიფოს წარმოჩენისა და მშენებლობის საქმეში.

🔹 ჩემთვის გარკვეულ წილად ბუნდოვანი და გაუგებარია, საზღვარგარეთ მოღვაწე საქართველოს ელჩების და დიპლომატიური კორპუსის თანამდებობის პირების დანიშვნის მექანიზმი. ამ დროს ჩვენ პარლამენტში ვამტკიცებთ და ვნიშნავთ სხვადასხვა უწყებების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსაც კი და ვისმენთ მათ საქმიანობას, ანგარიშებს.

🔹 ვიღებთ კანონებს, ვეტოს შემთხვევაშიც კი და ამ დროს, თვეობით ელჩები ვერ დაგვინიშნავს?! რასთან გვაქვს საქმე ეს თქვენთვის მიმინდვია.

🔹 ეხლა ვნახოთ ელჩებთან მიმართებაში რა ხდება. მაშინ როდესაც, ელჩების შინაარსობრივი სტატუსი 100-ჯერ მაღლა დგას ვიდრე, მაგალითისთვის კვლავ, სხვადასხვა უწყების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა, სადაც საბჭოს წევრებს ვამტკიცებთ, ხოლო ელჩების დანიშვნა ან არ დანიშვნა ყურადღების მიღმა რჩება. ამ დროს, ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ.

🔹 ავიღოთ მაგალითისთვის, საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ვინ არის ის? რა გააკეთა? რა კრიტერიუმით დაინიშნა? ჩემი აზრით, მას არავინ არ იცნობს, მას არაფერი არ გაუკეთებია და თუ გაუკეთებია, ვინმემ გვითხრას თუ რა გააკეთა? გვითხარით, ვინ აგებს პასუხს იმ ზოგიერთი მოქმედი, ევრო პარლამენტარების ან ყოფილი პოლიტიკოსების, უსაფუძვლო, მიკერძოებული, სიცრუის ტირაჟირებით ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებზე და ამ დროს, ჩვენ, იმ ქვეყანაში, სადაც ეს საერთაშორისო ინსტიტუტებია, გვყავს მაღალანაზღაურებადი ელჩი თავისი დიპლომატიური კორპუსით, რომლის პირდაპირი მოვალეობაა არ დაუშვას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, ყველა ღონე იხმაროს იმისთვის, რომ იმ სახელმწიფოში, სადაც მისი მოქმედების არეალია, სწორი და უტყუარი ინფორმაცია მიაწოდოს მსოფლიო საზოგადოებას, მიაწოდოს ყველა გზებით, ხერხებით, მუდმივ რეჟიმში ტირაჟირება გაუკეთოს მას, თვითონ გააკეთოს განცხადებები, გამოსვლები, პრეს-კონფერენციები და ასე შემდეგ, საინფორმაციო ბუკლეტების გამოშვებით და გავრცელებით. მოკლედ, ახადოს ფარდა სიცრუეს. დღე და ღამე არ უნდა ეძინოს, უნდა იყენებდეს ქართველი კაცის ნიჭს, უნარს და მარიფათს. ამ დროს, ამ მხრივ, იქ საფრანგეთში, სრული სიცარიელეა, როდემდის ?!

🔹 ასევე, მინდა ავღნიშნო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ელჩებისა და დიპლომატების როლი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მხედველობაში მაქვს, ინვესტიციების მოზიდვა, თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა ქვეყანაში. საგარეო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყნებს შორის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება და მისი რაოდენობრივი მაჩვენებელი, რაც ჩემი აზრით, მათი საქმიანობის შეფასებისას, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს და ამასთანავე, მათ დიპლომატებს და მისიის თანამშრომლებს, მოტივაცია უნდა ჰქონდეთ, ეს იქნება ფინანსური თუ თანამდებობრივი.

🔹 მივესალმები ჩვენი ხელისუფლების ქმედებებს, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა. მსოფლიო იცვლება ყოველდღიურად, მიდის ყველაფრის თავიდან გადანაწილება და დალაგება. ჩვენ გვმართებს ამ პროცესების მიღმა არ დარჩენა. მოვძებნოთ ჩვენი ადგილი, უფრო პრაგმატული ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ნუ დავკარგავთ დროს და ენერგიას ამ საკითხებზე, რაც საქართველოს ინტერსებში არ შედის. ზოგ შემთხვევაში, დავეშვათ მიწაზე. ილუზიებში ნუ ვიქნებით, ზედმეტად ნუ ავყვებით, შევიკავოთ თავი, არ ვიჩქაროთ, შევხედოთ ყველაფერს საღი გონებით და ეს ყველაფერი, კვლავ, საქართველოს ინტერსებიდან გამომდინარე. რა იქნება 15-20 წლის შემდეგ, ცხოვრება გვაჩვენებს, ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ამ პროცესიის მართვა ან მასზე ზემოქმედება.

🔹 დროა, შესაბამისმა სამინისტროებმა, სტრუქტურებმა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა განახორციელონ შესაბამისი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ზემოთ აღნიშნული პრობლემების მყისიერად გადასაწყვეტად.“

ავთანდილ ენუქიძე კოლეგებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებთან მიმართებაში

🔹 საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ინტერპელაციის წესით კანონმდებლებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

🔹 ვიცე-სპიკერმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ თუ უმრავლესობაც და ოპოზიციაც თანხმდება საქართველოსთვის ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელობაზე, ამ შემთხვევაში პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებებს მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ქვეყნის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, და ეს განცხადებები არ უნდა უბიძგებდნენ არეულობისკენ.